planetanews Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 /get_img?NrArticle=1773&NrImage=2 ნინო კახიშვილის ფოტო 5 ადამიანი თბილისის მერიასთან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელთან გაურკვეველი დროით იცხოვრებს. ისინი რამდენიმე წელია ქალაქის მერიის სოციალურად დაუცველთა ადამიანების სიაში მოხვდნენ. 2008 წლიდან კი, სახლებში მონიტორინგის ჯგუფს ელოდებიან, რომელიც მათ სოციალურ მდგომარეობას შეაფასებს, და თუ გაუმართლათ, გაიმარჯვებენ. „გამარჯვება“, მათი თქმით, იმას ნიშნავს, რომ უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების სიაში მოხვდებიან. გუშინდელ დღემდე გია კუპრავა და მისი ოჯახი ქირით ცხოვრობდა. იმის გამო, რომ ბინის ქირა ვეღარ გადაიხადა, სახლიდან წამოვიდა. ყველა ნივთი, რაც ოჯახს გააჩნდა, ახლა თბილისის მერიის გვერდით მოათავსa. </p>/get_img?NrArticle=1773&NrImage=2 ნინო კახიშვილის ფოტო „1992 წლიდან ქირით ვცხოვრობთ. სამი წელია ველოდებით, როდის მოგვცემენ საცხოვრებელს. ამის ატანა უკვე შეუძლებელია. მე თვითონ სიმსივნე მაქვს, ჩემს 9 წლის ბიჭსაც რაღაც ეგზოტიკური სიმსივნე აღმოაჩნდა, ნორმალური პირობები გვენატრება“, –ამბობს 52 წლის გია კუპრავა. დაახლოებით იგივე მდგომარეოაბაშია პენსიონერი ლიანა გუჯაბიძე, რომელიც მერიასთან ამ ღამეს 7 წლის შვილიშვილთან ერთად უკვე მეორედ გაატარებს. ისიც 3 წელია ნაქირავებ სახლში კომისიას ელოდება, რომელიც მისი ოჯახის მდგომარეობას შეაფასებს. „ ჩემი შვილი ღრმა დეპრესიაშია. ქმარი და 7 წლის შვილი ერთი წლის წინათ დაეღუპა. ახლა მარტოს მიწევს მეორე შვილიშვილის მოვლა, ბავშვს სადაც სძინავს, იქვე მეცადინეობს და ჭამს, დასაჯდომი ადგილიც არ გვაქვს“, –ამბობს ლიანა გუჯაბიძე. ორივე ოჯახს თან აქვს საბუთები, რომელთა მიხედვით, ისინი იმ ბენეფიციარ ოჯახთა სიაში არიან, რომლებიც, გადამოწმების და შემდეგ უკვე გამარჯვების შემთხვევაში, დროებით საცხოვრებელს მიიღებენ. როგორც ეს ადამიანიები ირწმუნებიან, უკვე ორი წელია მათ ქალაქის მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენელი გია მამრიკიშვილი ატყუებს, რომელიც ყოველ წელს საცხოვრებელს პირდება. თბილისის მერია პროექტის ერთი– ერთი მონაწილე მხარეა, რომელიც სოციალურად დაუცველთა სიას პროექტის სხვა პარტნიორებს აწვდის. პროექტის მიხედვით, პოტენციურ ბენეფიციართა ადგილზე შეფასებას განახორციელებენ 4 სხვადასხვა უწყების : ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC), და გაერო-ს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლები, ბენეფიციართა კრიტერიუმებისა და შეფასების მეთოდოლოგიის გათვალისწინებით. „სამწუხაროდ, საქართველოში საკმაოდ დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც სოციალურად დაუცველნი არიან და თან სერიოზული საბინაო პრობლემების წინაშე დგანან. სწორედ ამიტომ, პროექტის პარტნიორებს მოუწიათ ბენეფიციართა მკაცრი კრიტერიუმების შემოღება, რათა ამ კატეგორიის მოსახლეობას შორის კიდევ უფრო გაჭირვებული და მარგინალიზებული შევარჩიოთ სოციალურ სახლებში გადასასვლელად “. SDC-ს ჰუმანიტარული პროგრამების უფროსი კოორდინატორის თამარ წივიწივაძის თქმით, ამ ეტაპზე თბილისში აშენებული 24 ბინის სამოცი პროცენტი (ანუ 14 ბინა) დევნილ მოსახლეობას დაეთმობა, ხოლო 40% (10 ბინა) - სოციალურად დაუცველ და უსახლკარო ადგილობრივ ოჯახებს. „პოტენციური ბენეფიციარების შეფასების ეტაპი დღეს იწყება. იმდენად, რამდენადაც მერიისა და სამინისტროს მიერ მოწოდებული პოტენციური ბენეფიციარების სიები საკმაოდ დიდია, შეფასების პროცესი, სავარაუდოდ, თვენახევარი გაგრძელდება“. თამარ წივწივაძის თქმით, შეფასების პროცესში ჯგუფი ისარგებლებს ბენეფიციართა შეფასების საკმაოდ დეტალური მეთოდოლოგიით, რომლის საფუძველზეც შესწავლილი იქნება თითოეული ოჯახის, როგორც საცხოვრებელი, ასევე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. როგორც თამარ წივწივაძე ამბობს, პროექტით გათვალისწინებული სახლების რაოდენობა ბევრად მცირეა ქვეყანაში არსებულ საჭიროებებთან შედარებით: ”ამიტომ, სამწუხაროდ, ყველა ადამიანის ბინით უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნება, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ თბილისში 24 ოჯახს, ხოლო ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში, 14 ოჯახს უკეთესი საცხოვრებელი პირობები ექნებათ უახლოეს მომავალში“. „სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში თბილისში” კომპლექსური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს, თბილისში რეგისტრირებული და მაცხოვრებელი სოციალურად ყველაზე დაუცველი და უსახლკარო ფენის წარმომადგენლების (მათ შორის დევნილების) გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობებითა და სოციალური დაცვით უზრუნველყოფას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სულ ორი 3-სართულიანი სახლის (მთლიანობაში 24 ბინით) აშენება თბილისში. სახლების მესაკუთრე იქნება ქალაქ თბილისის მერია. სოციალურ სახლებში გადასასვლელად შერჩეულ მოსახლეობას არ აქვს იმ ბინებზე საკუთრების უფლება, რომლებშიც ისინი იცხოვრებენ. ისინი პირდაპირ მფლობელებად ითვლებიან. მოცემული პროექტის ფარგლებში, თბილისის გარდა, სოციალური სახლები შენდება ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში (2 სახლი 14 ბინით თითოეულ ოთხ ქალაქში). მშენებლობის დამთავრება ხუთივე ქალაქში დაგეგმილია ამ წლის ივნისის ბოლოსთვის, ხოლო შერჩეული ბენეფიციარების გადაყვანა იგეგმება მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში. პირველი მსგავსი პროექტი თბილისში 2008 წელს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. მაშინ 4 ორსართულიანი სახლი აშენდა ვარკეთილში, სადაც ამჟამად 28 ოჯახი ცხოვრობს. გია მამრიკიშვილი დღეს მერიასთან მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა და შეპირდა, რომ მათთან ადგილზე მოვა ჯგუფი და ისე განსაზღვრავს მათ მდომარეობას. მარტოხელა პენსიონერმა 80 წლის ელენა ჩოლოგაურმა კი მერიის ტერიტორია უკვე დატოვა. რადგან, როგორც გაირკვა, ის 2011 წლამდე პროგრამაში ვერ მოხვდა. „100 ლარი პენსია მაქვს და ქირაში ვიხდი. თვეში 30 –ლარიანი დახმარებით კი როგორ ვიარსებო. არავინ მყავს ვინც მომხედავს. ერთი წლის მერე კი, ალბათ, ჩემი ძვლებიც აღარ იქნება“. ხუთი მოქალაქე კი ამ დრომდე რჩება მერიასთან და ღამის გათენებასაც იქ აპირებს. /get_img?NrArticle=1773&NrImage=1 ნინო კახიშვილის ფოტო /get_img?NrArticle=1773&NrImage=30 ნინო კახიშვილის ფოტო ხუთი მოქალაქე კი ამ დრომდე რჩება მერიასთან და ღამის გათენებასაც იქ აპირებენ. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts