planetanews Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 სოფელ არბოს, დიცსა და ქორდს ოსურმა მხარემ წყლის მიწოდება ორი კვირაა, რაც აღუდგინა. წყალი სოფლებს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეუწყვიტეს. ოსებმა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, წყლის სანაცვლოდ ფული მოთხოვეს. სოფელში არც ეს თანხა არსებობდა და არც იმის გარანტია, რომ, ამ თანხის გადახდის შემთხვევაში, წყალი ხელახლა არ შეწყდებოდა, ამბობენ კონფლიქტის ზონის მაცხოვრებლები. როგორც სოფელ არბოს, დიცისა და ქორდის გამგეობის სპეციალისტი ალიკა ჯალაბაძე ამბობს, გამგებელმა მას დაავალა, რომ წყლის ჩასართველად ოსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასულიყო. რუსმა სამხედროებმა დანიშნულების ადგილას მისვლა დააგვიანეს და ალიკა ჯალაბაძე ოსებმა დააკავეს. ნეტგაზეთთან ინტერვიუში ალიკა ჯალაბაძე ინციდენტის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ წყლის პრობლემა, მისი აზრით, ”მთავრობის დონეზე” გადაწყდა: ”იქ ისე ვერ ავიდოდით, შანსი არ გვქონდა”. ჟენევის ბოლო მოლაპარაკებებზე ოსურმა მხარემ წყლის სანაცვლოდ ახალგორისთვის გაზის მიწოდების საკითხი დააყენა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, რადგან ქართული მხარის აზრით, ახალგორისთვის მიწოდებული გაზი რუსული სამხედრო ბაზებისთვის არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ნეტგაზეთის ამ ინტერვიუდან ჩანს, რომ კონფლიქტის ზონაში მდებარე სამი ქართული სოფლისთვის წყლის მიწოდების აღდგენის საკითხზე შეთანხმება სწორედ რუს სამხედროებთან არსებობდა: სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts