Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - რაჭაში მდინარის კალაპოტის სრულად გაწმენდა ვერ მოასწრეს


Recommended Posts

„მდინარე ბდღვიორას ხევის კალაპოტი უფრო გამტარუნარიანი რომ ყოფილიყო, ამდენი რაოდენობის ლაფი მდინარის კალაპოტიდან არ გადავიდოდა,“- ამბობს ომარ აბუთიძე, გეოლოგი საქართველოს ეროვნული სააგენტოდან.

 

საქართველოს ეროვნული სააგენტო ყოველი წლის ბოლოს აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც მეწყერსაშიში ზონებია აღწერილი. დოკუმენტით სააგენტო ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მოსალოდნელი საშიშროებების შესახებ აფრთხილებს, რათა მათ დროულად მიიღონ ზომები ბუნებრივი კატასტროფით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანის შესამცირებლად.

 

რაჭაში მდინარის კალაპოტის გამწმენდი სამუშაოები ადგილობრივ მუნიციპალიტეტს უნდა შეესრულებინა. როგორც აბუთიძე ამბობს, მუნიციპალიტეტმა სამუშაოები წამოიწყო კიდეც, თუმცა, მაისის თვეში „ანომალურად დიდი“ რაოდენობის ნალექების მოსვლის გამო, მდინარის სათავიდან მოსული ლაფის მასა მაინც გადავიდა კალაპოტიდან.

 

ამ წუთისთვის, ომარ აბუთიძე სხვა გეოლოგებთან ერთად, მდინარე ბდღვიორას სათავისკენ მიემართება და სამოქმედო სტრატეგიის შემუშავებას აპირებს. აბუთიძის თქმით, ამჟამად რაჭაში არ წვიმს, თუმცა, სინოპტიკოსები წვიმას დღის მეორე ნახევრიდან ელოდებიან. B001 by netgazeti.ge

 

ამავე თემაზე:

 

რაჭის საკურორტო ზონაში სტიქია მძვინვარებს

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...