Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - თავდასხმა "ტაოპრივატბანკის" ინკასაციის სამსახურზე


Recommended Posts

”ტაოპრივატბანკი” დღეს დილით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს და არ ასახელებს თანხის ოდენობას, რომელიც თავდამსხმელებმა გაიტაცეს.

 

შემთხვევა თბილისში, ყაზბეგის გამზირის 4 ნომერში, მდებარე "ტაოპრივატბანკის" სერვისცენტრთან დღეს, 09:30 წუთზე, მოხდა. ორი შეიარაღებული პირი თავს დაესხა "ტაოპრივატბანკის" საინკასაციო მანქანას. თვითმხილველები ამბობენ, რომ ქუჩაში ამ დროისთვის დიდი მოძრაობა არ იყო. თავდამსხმელებს ნიღბები ეკეთათ და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები ჰქონდათ. ინკასაციის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი, 25 წლის ნიკო მეტრეველი თავდამსხმელებმა ბარძაყის არეში დაჭრეს. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.

 

მეტრეველს ჭრილობა მიყენებული აქვს ორივე ბარძაყში. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელებმა თანხის წაღება და მიმალვა მოახერხეს, თუმცა გატაცებული თანხის რაოდენობა ნეტგაზეთთან საუბრისას ტაობანკის პრესსამსახურმა არ დააკონკრეტა.

 

პრესამსახურის წარმომადგენელმა თამუნა აბუთიძემ მხოლოდ მომხდარი ფაქტი დაადასტურა: ”საგამოძიებო ორგანოები მუშაობენ და ამ ეტაპზე დამატებით ვერაფერს გეტყვით, ინფორმაციას არ ვფლობთ“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...