planetanews Posted June 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2010 შეუძლია თუ არა სახელმწიფოს, ქველმოქმედებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათებით წაახალისოს ბიზნესი, რათა ბიზნესმენები დაეხმარონ კულტურას? ამჟამად მოქმედი საგადასახო შეღავათები ბიზნესს დიდ მოტივაციას არ უჩენს. ქვეყნის ეკონომიკური არასტაბილურობა, ქველმოქმედების კულტურის დაბალი დონე და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათების სიმცირე ქვეყანაში ქველმოქმედების განვითარებას ხელს არ უწყობს. კულტურული დაწესებულებების არსებობისა და კულტურის განვითარებისათვის საქართველოში რამდენიმე ფინანსური რესურსი არსებობს. კულტურის ის ნაწილი, რომელიც ცალსახად მოგებაზეა ორიენტირებული და რაც კულტურული გართობის სფეროს შეიძლება მივაკუთვნოთ, შემოსავალს და მოგებას მომსახურებით იღებს. სპეციალური პროგრამებით კულტურას სახელმწიფოც აფინანსებს და როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც მრავალი დაწესებულებაა, რომელიც ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწეობს და მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტით იკვებება. კულტურის მიმართულებით არასამთავრობო სექტორიც მუშაობს. განვითარებისთვის რესურსის მოპოვება უცხოური ფონდებიდანაც არის შესაძლებელი. სხვადასხვა მიზეზის გამო, ყველა ეს წყარო შეზღუდულია. არსებობს კიდევ ერთი საშუალება, რომელიც საქართველოში ნაკლებად პოპულარულია - ქველმოქმედება და შეწირულობები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საქველმოქმედო საქმიანობად ითვლება ”დახმარების, უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით, ნებაყოფლობით და უანგაროდ გაწევა იმ პირთათვის, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ” (საგადასახადო კოდექსი. წიგნი I მუხლი 14). საქველმოქმედო საქმიანობის წახალისების ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საგადასახადო კოდექსის რეგულაციებია. როგორც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ლევან ფანიაშვილი ამბობს, 2004 წლამდე საგადასახადო ადმინისტრირება არ იყო გამართული. დღეს ის მეტნაკლებად გაუმჯობესებულია და მზადაა, ის ცვლილებები მოიცვას, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობისთვის შეღავათების დაწესებას სჭირდება. საქართველოს მოწერილი აქვს ხელი იმ საერთაშორისო დოკუმენტებზე, რომლებიც ქველმოქმედებასთან მიმართებაში ლოიალური პოლიტიკის გატარებას გულისხმობს. სხვადასხვა დროს ქვეყნის მესვეურებს მეცენატობისა და ქველმოქმედების მხარდასაჭერი პირობები დაუდიათ. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 23 თებერვლის #157 დადგენილებით, საქართველო ევროპის არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციას (გრანადა 3.10.1985) შეუერთდა. ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ ხელმოწერილი კონვენციის 14-ე მუხლში განმარტებულია, რომ დოკუმენტის ხელის მომწერნი არქიტექტურული მემკიდროეობის შესწავლის, დაცვის, რესტავრაციის, მოვლისა და მართვის დასახმარებლად, ამ დარგში მოღვაწე მეცენატობისა და საქველმოქმედო ასოციაციების განვითარებას ხელს შეუწყობენ. 2002 წელს ედუარდ შევარდნაძემ ორშაბათის მორიგ რადიოინტერვიუში საქართველოს პარლამენტს საქველმოქმედო საქმიანობაში ბიზნესმენების წახალისებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტი შევარდნაძე თვლიდა, რომ პარლამენტს ამ საკითხთან მიმართებაში საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განეხორციელებინა. მაშინ შევარდნაძეც კი იმაზე ლაპარაკობდა, რომ ბიზნესმენები კეთილ საქმეებს ხან ლეგალურად აკეთებდნენ, ხანაც არალეგალურად. 2008 წლის ზაფხულში საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, კვლევით დეპარტამენტთან ერთად, მეცენატობის შესახებ ევროპის ქვეყნების გამოცდილების საკითხზე ანალიტიკური კვლევა ჩაატარა. უფრო სწორად, კომიტეტის ივნის-აგვისტოს საქმიანობის ანგარიშში ასეა დახასიათებული ის ორი დოკუმენტი, რომელიც სინამდვილეში ევროპული კანონმდებლობის არც თუ ისე ღრმა ანალიზს მოიცავს. დოკუმენტაციის მოძიების ინიციატორი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ გეგენავა იყო. მას შემდეგ, რაც გეგენავა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში გადავიდა სამუშაოდ, საქველმოქმედო საქმიანობაზე შეღავათების დაწესების და გაფართოების საკითხებზე მუშაობა შეწყდა. როგორც ბექა დოჭვირი, იურისტი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციდან, ამბობს, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ტერმინები ”შეწირულობა” და ”მეცენატობა” საერთოდ არ არის განმარტებული. ამავე კოდესქსის მიხედვით, ქველმოქმედება ეკონომიურ საქმიანობად არ ითვლება. ის ფაქტი, თუ როგორ იბეგრება ან არ იბეგრება შეწირული თანხა, საქველმოქმედო საქმიანობის წახალისებას პირდაპირ არ უკავშირდება. შეღავათი, რომელსაც საგადასახადო კოდექსი საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებისას აწესებს, მოგების გადასახადიდან რვა პროცენტის ოდენობის თანხის ხარჯების სახით გამოქვითვაა. ქველმოქმედებისთვის დახარჯული თანხა მოგების გადასახადს აკლდება. ქველმოქმედი იურიდიული პირის დასაბეგრი შემოსავალი შემდეგნაირად განისაზღვრება: მიღებულ შემოსავალს ხარჯები აკლდება, ხოლო დარჩენილ დასაბეგრ მოგებას მთლიანი თანხის კიდევ რვა პროცენტი გამოექვითება. მაგალითად, თუკი დასაბეგრი თანხა 1000 ლარს შეადგენს, გამოსაქვითი თანხის რაოდენობა მაქსიმუმ 80 ლარი იქნება (რვა პროცენტი) და იურიდიულმა პირმა ქველმოქმედებისთვის რეალურად 200 ლარი თუ დახარჯა, ქველმოქმედებისთვის გაწეულ ხარჯად 200 ლარიდან მხოლოდ 80 ლარი ჩაეთვლება. დანარჩენი 920 ლარი კი მოგების გადასახადით დაებეგრება. იურიდიულ პირს 1000-დან 80 ლარზე ნაკლები რომ დაეხარჯა საქველმოქმედო მიზნით, მაშინ ეს თანხა მთლიანად გამოაკლდებოდა დასაბეგრ რაოდენობას. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ საგადასახადო კოდექსი მათ მიმართ, ვინც ქველმოქმედებისთვის მეტ თანხას ხარჯავს, ნაკლებად ლოიალურია, ვიდრე იმ პირებთან მიმართებაში, ვინც ამავე მიზნით თანხას ცოტა რაოდენობით გაიღებს. თუმცა, როგორც ნეტგაზეთს ლევან ფანიაშვილმა განუმარტა, თანხის გამოქვითვის შესაძლებლობა მხოლოდ იურიდიული პირის ფორმით არსებულ საწარმოებს შეუძლიათ (შპს-ებს და ა.შ.), ხოლო ინდივიდუალურ მეწარმე პირებს (ინდმეწარმე) - არა. „გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ საწარმოებს გადაცემული თანხის გამოქვითვა შეუძლაით. აქ საუბარია მხოლოდ თანხაზე და არა, ვთქვათ, პროდუქტებზე. პროდუქტებით დახმარების შემთხვევაში, მათი ღირებულების შესაბამისი თანხის გამოქვითვის უფლებაც არ აქვთ“, - ამბობს ფანიაშვილი. საქველმოქმედო საქმიანობით კულტურის, ისევე, როგორც ბევრი სხვა სფეროს მხარდაჭერა ცალსახად მნიშვნელოვანია. ამდენად, არსებით მნიშვნელობას სახელმწიფოს მხრიდან საქმიანობის ასეთი ტიპის წახალისებაც იძენს. მით უმეტეს, როცა საქველმოქმედო კულტურა საქართველოში არც თუ ისე დიდია და უცხოსთვის გაზიარების, გაცემის ცნება არც თუ ისე პოპულარული. პირიქით, როგორც ბიზნესასოციაციის პირველი ვიცე-მოადგილე გიორგი ისაკაძე ამბობს, ბევრ ადამიანს არაერთხელ ბოროტად უსარგებლია შესაბამისი შეღავათებით და გადასახადები დაუმალავს - „მგონია, რომ ეგ დროც მოვა, როცა ნდობა უფრო მეტად გაიზრდება ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის“. სანამ დრო მოვა, ეჭვები გაიფანტება, საგადასახადო კოდექსი რეალურ შეღავათებს შესთავაზებს კერძო სექტორს და მდიდარი ადამიანები ქველმოქმედების აუცილებლობას დაინახავენ. საქართველოში ბევრ არამომგებიან ან ნაკლებად მომგებიან კულტურულ დაწესებულებას თავის გატანა უჭირს. ის, რაც ტურისტულად არამიმზიდველია, არამასობრივია და ქულების დაწერის საშუალებას არ იძლევა, არც საზოგადოებაშია პოპულარული. საზოგადოებაში, რომლის ნაწილს ღარიბებთან ერთად მდიდარი ადამიანებიც შეადგენენ. ევროპისა და აშშ-ს მაგალითი გვიჩვენებს, რომ მაშინ, როცა სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი ფინანსური სახსარი კულტურის ამა თუ იმ დარგის განვითარებისთვის, ქველმოქმედების სტიმულირება სხვადასხვა მექანიზმით შეიძლება მოხდეს. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგადასახადო კოდექსია. ამ მექანიზმის ამუშავებით, სახელმწიფო პოპულარიზაციას უწევს იდეას და მაგალითს აძლევს არა მხოლოდ მდიდარ, არამედ საშუალო ფენის მოქალაქეებს, რომლებსაც ნაკლები, მაგრამ მნიშვნელოვანი რესურსის გაღების შესაძლებლობა აქვთ. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted June 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2010 რასაც არ გასცემ შენია რასაც გასცემ დაკარგულია :beach: :beach: :beach: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.