planetanews Posted June 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2010 http://a.pix.ge/m/ye9jl.jpgფერნანდო ტორესმა ერთ–ერთ ინტერვიუში ჩვეული ოპტიმიზმით ისაუბრა…“თავს შესანიშნავად ვგრძნობ. შემიძლია გავიდე სტადიონზე და ჩემი საქმე გავაკეთო 90 წუთის განმავლობაში. ჰონდურასთან მატჩში ჩემმა ნაკრებმა კარგად ითამაშა, რასაც ჩემზე ვერ ვიტყვი. 70 წუთი ვიყავი სტადიონზე და თავი ვერაფრით გამოვიჩინე. სიმართლეა, რომ იმედგაცრუებული ვიყავი შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ. ცხადია, ჩვენ უფრო მეტი შეგვეძლო. გვქონდა ჩვენ ამის დროც და შანსიც. მაგრამ ამ მარცხმა, რაღაც კარგი შეგვძინა – დავინახეთ რა გვქონდა გასაუმჯობესებელი ჩვენსს თამაშში. აუცილებლად მივხედავთ ამ პრობლემას.” ვისენტე დელ ბოსკეს წითელი არმია 25 ივნისს, ჩვენი დროით 22:30 წუთზე პრეტორიაზე ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდება. ” ჩვენ თავდაჯერებულები ვართ და ეს ასეც უნდა იყოს. ყველაფერს გავაკეთებთ, ჩილეს არაფერს დავუთმობთ. H ჯგუფში ლიდერობა გვსურს. წინა ორმა მატჩმა დაგვანახა თუ რა გვქონდა გამოსასწორებელი. რაც შემეხება მე, ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ, ბოლომდე დავიხარჯები, რათა ბევრი გოლი გავიტანო მეტოქის კარში.” წყარო: liverpoolecho.co.uk View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts