FIORENTINO Posted August 23, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2008 საომარი მდგომარეობა 8 სექტემბრამდე გაგრძელდება პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს #402 ბრძანებულებით გამოცხადებული საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელებას პარლამენტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას საქართველოს ვიცე-სპიკერი გიორგი წერეთელი უძღვებოდა, რომელმაც დეპუტატებს საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ წინადადება წარუდგინა. საკითხი სხდომაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ნიკა გვარამიამ წარმოადგინა. ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე შეთანხმებით გათვალისწინებული ტერიტორიიდან მნიშვნელოვნად დაშორებულ პუნქტებში ჯერ კიდევ იმყოფებიან რუსეთის სამხედროები და საბრძოლო ტექნიკა, ვიდრე მიზანმიმართულად ნადგურდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, იზღუდება საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება, ბრკოლდება ჰუმანიტარული ტვირთების მოძრაობა, მიზანშეწონილად ჩაითვალა საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელდება კიდევ 15 დღით, 8 სექტემბრამდე. პარლამენტარებმა სხდომაზე ასევე მოისმინეს ინფორმაციები პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების: ეთნიკური წმენდის ფაქტების შემსწავლელი ჯგუფების, იძულებით გადაადგილებულ პირებთან-დევნილებთან მუშაობის, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან მუშაობის, მედიასთან ურთიერთობისა და კონფლიქტის შედეგად მიყენებული ზარალის დადგენის ჯგუფების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.