Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge პოლონეთის არჩევანი


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/ftcom.gif

 

სარედაქციო წერილი

 

ამომრჩევლები თანაუგრძნობენ იაროსლავ კაჩინსკის, რომლის ტყუპისცალი ძმაც სმოლენსკთან ავიაკატასტროფაში დაიღუპა და ცხადი იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებშიც, რომლის პირველი ტურიც გასულ კვირას ჩატარდა, ეს თანაგრძნობა მას დამატებით ხმებს მოუტანდა თავად კაჩინსკიც პატივისცემის ღირსია, რადგან მეომრული განწყობა მოთოკა და კამპანიის დროს ისე იქცეოდა, როგორც ეს სახელმწიფო მოღვაწეს შეშვენის, მაგრამ ამის მიუხედავად, კანდიდატებს შორის სხვაობის სიმცირის გამო (კაჩინსკი სულ რაღაც ხუთი პროცენტით ჩამორჩა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ბრონისლავ კომოროვსკის) არჩევნების ფავორიტს სიფხიზლე მართებს.

 

ამაში ბრალი ნაწილობრივ კომოროვსკის კამპანიის ხარვეზებს მიუძღვის. მას არ ჰყოფნის ის ქარიზმა და პოლიტიკური დამაჯერებლობა, რაც პარტია „სამოქალაქო პლატფორმიდან“ მის კოლეგას, პრემიერ-მინისტრ ტუსკის აქვს. შესაძლოა, კომოროვსკისთვის უმჯობესი ყოფილიყო სოციალისტების კანდიდატისთვის გჟეგოჟ ნაპერალსკისთვის მიებაძა, რომელიც აუთსაიდერად ითვლებოდა, მაგრამ ენერგიული მოქმედებებით ღირსეული მესამე ადგილის დაკავება შესძლო.

 

თუკი 4 ივლისს კაჩინსკი მეორე ტურში გაიმარჯვებს, ამით  კატასტროფა არ მოხდება. მისი ძმის ოთხწლიანი პრეზიდენტობის დროს, საგარეო პოლიტიკაში პრობლემების მიუხედავად, პოლონეთის ეკონომიკაში პროცესები ნორმალურად ვითარდებოდა და მაინც ყველა მისი ნაკლის მიუხედავად, ბატონო კომოროვსკი – უფრო მისაღები კანდიდატია. მართალია პოლონეთი ევროკავშირის ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შარშან რეცესიას გადურჩა, მისმა საბიუჯეტო დეფიციტმა მშპ-ს 7%-მდე მიაღწია, მაგრამ  საგარეო ვალი 55%-იან ზღვარს უახლოვდება, რომლის გადალახვაც პოლონური კანონმდებლობის თანხმად, ხარჯების ავტომატურ შემცირებას გამოიწვევს. ისეთ პრეზიდენტთან ერთად, რომელიც იმავე მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის წარმომადგენელია როგორც პრემიერ-მინისტრი, კოალიცია „სამოქლაქო პლატფორმას“ უფრო გაუადვილდებოდა ბიუჯეტის კონსოლიდაცია. ის ასევე შესძლებდა საკანონმდებლო ჩიხიდან თავის დაღწევასაც, რომელიც იქმნებოდა, როდესაც მნიშვნელოვან რეფორმებზე კაჩინსკი ვეტო-ს უფლებას იყენებდა. გარდა ამისა, კომოროვსკის პრეზიდენტობამ პოლონეთი საერთაშორისო არენაზე უფრო კონსტრუქციულ მოთამაშედ უნდა აქციოს.

 

ორივე კანდიდატი მესამე ადგილზე გასული ნაპერალსკის ხმების მოსაპოვებლად იბრძოლებს. ბატონი კომოროვსკი უნდა მოერიდოს როგორც კაჩინსკის სტილის პოპულიზმს, ასევე სოციალისტების პროგრამის ელემენტების გადმოღების მცდელობას, რომელიც მინიმალური ხელფასის გაზრდას და 3 000 პოლონელი ჯარისკაცის ავღანეთიდან გამოყვანას გულისხმობს. მისთვის გაცილებით გონივრულია ახალგაზრდა, შედარებით შეძლებული ელექტორატის მობილიზებაზე კონცენტრაცია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან მხარი უნდა დაუჭიროს ფინანსურ რეფორმას და იმავდროულად მოსახლეობას დაპირდეს, რომ მის ყველაზე მოწყვლად ფენებს დაიცავს. გარდა ამისა, მან ბატონი კაჩინსკის კონსერვატიზმს  პოლონეთის ახალი, ტოლერანტული და დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი უნდა დაუპირისპიროს. თუკი იგი 4 ივლისამდე ამ მიზნებს მიაღწევს, ის პოლონელებისგან ყველაზე ფართო მხარდაჭერას დაიმსახურებს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...