Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge არშემდგარი სახელმწიფოების 2010 წლის ინდექსი


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/foreignpolicy.jpg

 

ჟურნალმა Foreign Policy–მ პროექტში „ბარათები ჯოჯოხეთიდან“ (Postcards from Hell), არშემდგარი სახელმწიფოების რეიტინგს თან დაურთო 60 ილუსტრაცია.  მსოფლიოს ყველაზე არასტაბილური სახელმწიფოების ყოველწლიური რეიტინგი „არშემდგარი სახელმწიფოების რეიტინგი“ (Failed States Index) ჟურნალ Foreign Policy–ს და მშვიდობის ფონდის (The Fund for Peace) მასშტაბური კვლევის შედეგია. 2010 წლის რეიტინგი 177 სახელმწიფოს აერთიანებს. მათი სტაბილურობა 12 სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ინდიკატორით განისაზღვრა. რეიტინგებში პირველი ადგილი უკავია სომალის. ყველაზე სტაბილური ქვეყნის წოდება (177–ე ადგილი) ნორვეგიას მიენიჭა. საქართველო 37–ე ადგილზეა. არასტაბილურობის ხარისხი ცხრილში ოთხი ფერით განისაზღვრება: წითელი (საგანგაშო), ვარდისფერი (გამაფრთხილებელი), ყვითელი (ზომიერი) მწვანე (სტაბილური)

 

foreignpress.ge

 

 

 

ჩვენ წარმოგიდგენთ არშემდგარი სახელმწიფოების (FSI) მეექვსე ყოველწლიურ ინდექსს. FSI ფოკუსს ახდენს რისკის ინდიკატორებზე და ეფუძნება ათასობით პუბლიკაციასა და ანგარიშს, რომლებიც ჩვენმა პროგრამული უზრუნველყოფის ავტომატიზირებულმა ტესტირების სისტემამ ელექტრონულად ხელმისაწვდომი წყაროებიდან დაამუშავა. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუკი „არშემდგარი სახელმწიფოების ინდექსი“ გამოყენებულ იქნება ისეთი იდეების განვითარებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს უფრო სტაბილური მსოფლიოს  უზრუნველყოფას. ვიმედოვნებთ, რომ ინდექსი წაახალისებს საუბრებს, დისკუსიებს და რაც მთავარია ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისთვის სიცოხლისუნარიანი სახელმძღვანელო სტრატეგიების შექმნას.

 

შეფასების 12 ინდიკატორი

 

სოციალური ინდიკატორები

 

1–1 დემოგრაფიული პრობლემები

1–2 დევნილების და იძულებით გადაადგილებულ პირთა მასობრივი გადაადგილება, რაც რთულ და საგანგებო ჰუმანიტარულ სიტუაციებს ქმნის

1–3 შურისძიებით შეპყრობილი ან პარანოიდალური ჯგუფების მემკვიდრეობა

1–4 ადამიანთა ქრონიკული ან ხანგრძლივი გადინება

 

ეკონომიკური ინდიკატორები

1–5 უთანასწორო ეკონომიკური განვითარება სოციალურ ჯგუფებში

1–6 მკვეთრი ან/და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ვარდნა

 

პოლიტიკური ინდიკატორები

 

1–7 სახელმწიფოს კრიმინალიზაცია ან/და დელეგიტიმიზაცია

1–8  კომუნალური მომსახურების პროგრესული გაუარესება

1–9 კანონის უზენაესობის ქაოტური გამოყენება ან შეჩერება, ფართოდ გავრცელებული ადამიანის უფლებათა დარღვევები

1–10  უსაფრთხოების სამსახური მუშაობს, როგორც „სახელმწიფო სახელმწიფოში“   

1–11 ელიტების დანაწევრების ზრდა

1–12 სხვა სახელმწიფოების ან გარე პოლიტიკური აქტიორების ჩარევა

 

ორიგინალი და ცხრილი იხ. აქ 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...