Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- პოლონეთი - კაჩინსკების ერის დასასრული ახლოვდება


Recommended Posts

გაზიარება

[ლევან ნასრაშვილი.16:10 23-06-2010]

http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TCH4lZffEcI/AAAAAAAAD1I/c5HVDsnRwD4/s200/polonesssti.gifლეხ კაჩინკის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ პოლონეთის პოლიტელიტა იმ აზრამდე მივიდა, რომ კაჩინკის საგარეო პოლიტიკა გადახედვას საჭიროებდა. დისიდენტი პრეზიდენტის პოლიტიკით პოლონეთი დაუპირისპირდა რუსეთს, ევროკავშირსა და ნატოში კაჩინსკი გამოირჩეოდა მუდმივი წინააღმდეგობებით, რითაც უპირისპირდებოდა ამ ორგანიზაციების დამფუძნებელ ქვეყნებს. საქართველოსა და უკრაინის მუდმივი ლობირება, ხშირ შემთხვევაში, აზიანებდა პოლონეთის ეროვნულ ინტერესებს. სწორედ, ამ პოლიტიკის გამო კაჩინკის პარტიამ, „კანონი და სამართლიანობა“, წააგო საპარლამენტო არჩევნები. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ 2010 წლის ოქტომბერში, როცა კაჩინკის უმთავრდებოდა 5-წლიანი საპრეზიდენტო ვადა, მას პოლონელი ხალხი აღარ აირჩევდა. თუმცა, მოვლენები სხვა სცენარით განვითარდა. 10 აპრილს სმოლენსკში დატრიალებული ტრაგედიის გამო არჩევნების თარიღმა სამი თვით უკან გადმოიწია და გუშინ, 20 ივნისს, ჩატარდა.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრონისლავ კომოროვსკიმ, ხმათა 41.22% მიიღო. მისმა მთავარმა კონკურენტმა, გარდაცვლილი პრეზიდენტის ძმამ, იაროსლავ კაჩინსკიმ კი - 36.74%. 13.68%-ით მესამე ადგილზე გავიდა მემარცხენე დემოკრატიული ალიანსის კანდიდატი გჟეგოჟ ნაპიერალსკი. პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგებს რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს, თუმცა აშკარაა, რომ ვერცერთი კანდიდატი ხმების 50%-ს ვერ მოიპოვებს, აქედან გამომდინარე, საჭირო გახდება მეორე ტურის დანიშნვა, რომელიც, სავარაუდოდ, 4 ივლისს გაიმართება.

ბრონისლავ კომოროვსკი მმართველი პარტიის, „სამოქალაქო პლატფორმის“, ლიდერია. პოლონეთის ისტორიაში პირველად გამართულ პრაიმერიში მან საგარეო საქმეთა მინისტრი, რადეკ სიკორსკი, დაამარცხა. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ სწორედ კომოროვსკი დაამარცხებდა ლეხ კაჩინსკის ოქტომბერში ჩასატარებელ არჩევნებში, კაჩინკის, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ერთ-ერთი დაბალი რეიტინგი ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სხვა ლიდერებს შორის. როგორც ჩანს, კომოროვსკის ისევ კაჩინკის, თუმცა იაროსლავ კაჩინკის დამარცხება მოუწევს.

იაროსლავ კაჩინკის 2006 და 2007 წლებში, პრემიერმინისტრობის დროს, ძმაზე ბევრად უარესი რეიტინგი ჰქონდა. იგი ითვლებოდა პოლიტიკოსად, რომელსაც მოსახლეობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნდობის მაჩვენებელი ჰქონდა.მაგრამ ახლა იგი აცხადებს, რომ ძმის სიკვდილის შემდეგ ტრანსფორმაცია განიცადა. თუმცა, იაროსლავ კაჩინკის პოლიტიკური ტრანსფორმაცია არა რეალურ, არამედ მიზნის მიღწევის მცდელობას უფრო ჰგავს. მიზანი კი ნათელია - არჩევნებში გამარჯვება. პრემიერმინისტრობის დროს კომუნისტებს მოღალატეებად აცხადებდა, გერმანიას ისტორიის „გადაწერაში“ ადანაშაულებდა, ხოლო რუსეთს იპერიალისტური ტენდენციებისთვის უპირისისპირდებოდა, თუმცა ახლა ის ამბობს, რომ „ომი: პოლონელები პოლონელების წინააღმდეგ უნდა დასრულდეს“ და თბილი ურთიერთობა უნდა ჩამოყალიბდეს მეზობლებთან. როგორც ჩანს, იაროსლავ კაჩინსკის პოლიტიკური ტრანსფორმაციისა პოლონელ ამომრჩეველთა 35%-მა ირწმუნა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მის რეიტინგზე სმოლენსკის ტრაგედიამ მნიშვნელოვნად იმოქმედა. კაჩინკის საარჩევნო კამპანიას ლაიტმოტივად გასდევდა 10 აპრილს დაღუპული ძმის ხსოვნა. შეიძლება ითქვას, რომ პოლონელ ამომრჩევლების მხრიდან სიბრალულის გამოწვევაც სურდა.

როგორც ჩანს, პოლონეთის არჩევნების შედეგები გავლენას იქონიებს პოლონეთ-ამერიკის ურთიერთობაზეც. იაროსლავ კაჩინკი პროამერიკელი პოლიტიკოსია, მას სურს, ბალანსი დაიცვას, ერთის მხრივ ევროკავშირთან და მეორე მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო პარტნიორობას შორის. კაჩინსკის პოლიტიკური ტრანსფორმაცია ამ საკითხშიც აშკარაა. იგი ძმის მსგავსად „ევროსკეპტიციზმით“ გამოირჩეოდა. ლეხ კაჩინსკის მსგავსად იგი პოლონეთის ევროზონაში შესვლას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა არჩევნებში გამარჯვების სურვილმა იაროსლავ კაჩინსკის შეხედულება შეცვალა, ახლა მას ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობა სურს.

„სამოქალაქო პლატფორმას“, ისევე როგორც პოლონეთის სხვა პოლიტიკურ პარტიებს, პროამერიკული ხედვა აქვს, თუმცა იგი კაჩინსკის პარტია „კანონი და სამართლიანობის“ სტრატეგიისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. „პლატფორმის“ ერთ-ერთი ლიდერი, პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი უკმაყოფილებას გამოთქვამდა ამერიკის მიმართ, რომელმაც პოლონეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების პაკეტი უარყო და ცენტრალურ ევროპაში თავდაცვითი ფარების განლაგების გეგმაზე უარი თქვა. ამასთანავე საარჩევნო კამპანიის დროს კომოროვსკიმ განაცხადა, რომ, არჩევნებში გამარჯვების შემთხევაში, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას დაიწყებს. ამ დროისთვის ავღანეთში 2000 პოლონელი სამხედრო იმყოფება.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ არჩევნების მეორე ტურის ბედს ის გადაწყვეტს მესამე ადგილზე გასული ნაპიერალსკი კომაროვსკისა და კაჩინსკის შორის ვის დაუჭერს მხარს. როგორც კომოროვსკიმ, ასევე კაჩინსკიმ, მას სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა უკვე შესთავაზეს, თუმცა მემარცხენე ნაპიერალსკი აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საკუთარ ამომრჩევლებს უნდა შეხვდეს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იდეოლოგიური თვალსაზრისით, ნაპიერალსკის უფრო მეტი საერთო „სამოქალაქო პლატფორმასთან“ აქვს, ვიდრე კაჩინსკის პარტიასთან. ნაპიერალსკის „იდეოლოგიური არჩევანის“ შემთხვევაში, სავარაუდოდ, პოლონეთში კაჩინსკების ერა დასრულდება.

"ახალი 7 დღე"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-5836881586967977295?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...