planetanews Posted June 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2010 გაზიარება[რუსიკო მუმლაძე. 16:17 23-06-2010]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TCH7Z9lnWdI/AAAAAAAAD1Q/T2wj6KLYsjw/s200/visoli.gifპარლამენტში ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრი გაწურეს. მინისტრს “ვისოლის” წარმომადგენელი წამოეშველა. მონოპოლიზაციის შესახებ კანონში ცვლილებები როდის იგეგმება, რომ ისეთი კომპანია, როგორიც “ვისოლია” პრივილეგირებული არ იყოსო, მრავალმნიშვნელოვნად იკითხა ერთ-ერთმა რედაქტორმა.პარლამენტის ერთ-ერთი დარბაზი უჩვეულოდ იყო გადაჭედილი, რადგან საკანონმდებლო ორგანომ ბოლოსდაბოლოს, ახალი საგადასახადო კოდექსის განხილვა დაიწყო. კოდექსი, რომელიც არჩევნების შემდეგ მთავრობისა და ბიზნესის განხილვის აქტიური თემაა, დეპუტატებსა და სხვადასხვა სექტორის მოწვეულ სტუმრებს თავად ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა წარუდგინა.როგორც ვიცერ-სპიკერმა, ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა დარბაზში არ იყვნენ, მხოლოდ “პარიკმახერები” და მესაათეები. ამ დროს ვეფხვაძემ “სერიოზული შენიშვნაც მიიღო “ნაციონალ” ზურაბ მელიქიშვილისგან - “პარიკმახერები კი არა – დალაქები” ჰქვიათო.ამ სხდომაზე აშკარად გამოჩნდა, რომ ყველა სფეროს თავისი თავისტკივილი აქვს და ეს ახალი კოდექსიც ბოლომდე არ ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს. თუმცა, ფინანსთა მინისტრის თქმისა არ იყოს, მაშინ გადასახადები საერთოდ არ უნდა დაწესდეს. თუმცა, ვიცე-სპიკერიც მართალია, როცა ამბობს, რომ კოდექსმა ღარიბისა და მდიდარის გარჩევა უნდა მოახერხოს უფრო უკეთესად, მიუხედავად იმისა, რომ ფეხსაცმელის გამყიდველები აღარ დაიბეგრებიან, მაგრამ სპირტიანი სასმელების შემომტანი კომპანიებისთვის იზრდება გადასახადები.ვეფხვაძე-ბაინდურაშვილის დავა ძირითადად, სასწავლებელების დაბეგვრის თემას ეხებოდა. ვეფხვაძე იძახდა, რომ შეიძლება, ბენდუქიძის კერძო უმაღლესი სასწავლებელი დაიბეგროს, სადაც, როგორც წესი, შეძლებული “მამიკოების” შვილები სწავლობენ. თუმცა, ის კატეგორიულად აყენებდა საკითხს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სადაც სახელმწიფო სტუდენტთა მხოლოდ 30%-ს უხდის სწავლის საფასურს, ეს დაბეგვრები არ უნდა შეეხოთ, რადგან ამ სასწავლო დაწესებულებებში ისეთები სწავლობენ, რომელთა მშობლები საშუალო ფენის წარმომადგენლებიც შეიძლება, არ იყვნენ.მისივე თქმით, ახალი გადასახადი გააძვირებს სწავლას სამუსიკო სკოლებში, სპორდარბაზებში, სადაც დღეს თუ 20 ლარია გადასახადი, ხვალ 40 გახდება და იქაც ვეღარ შეძლებს საშუალო ფენაც კი, ატაროს შვილები.დარბაზში ვეფხვაძემ და ბაინდურაშვილმა ბევრი იდავეს, თუმცა, სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა პრესა.გე-ს თანდასწრებით ვეფხვაძე უთხრა: “ბენდუქიძეს რას ერჩით კაცო. ეგ თემები გავიაროთ, კი ბატონო. პარლამენტში არ უნდა შემოგვეტანა? ბუნებრივია, ნაწილს აქ დაამატებთ რაღაცას. სწორი კრიტიკაა, გავიზიარებთ და გამოვა კარგი დოკუმენტი”.- “ძალიან კარგი, მზად ვართ თანამშრომლობისთვის”, - უპასუხა ვეფხვაძემ.რა ფორმით უნდა მოხდეს მდიდრებისა და ღარიბების სასწავლო დაწესებულებების დიფერენცირება ერთმანეთისგან, ჩვენს ამ კითხვაზე საკუთარი მოსაზრება არ აქვს ვეფხვაძეს. თუმცა, ის ამბობს, რომ მთავრობა იმისთვისაა, ეს ფორმა მოიფიქროს. ვნახოთ, რა შედეგს მოიტანს მინისტრისა და დეპუტატის პარლამენტის ჰოლში გასაუბრება…ორი დღის წინ ბენდუქიძემ ბიზნესმენებისა და პრემიერ გილაურის მთავარ მრჩეველთან შეხვედრის დროს ამ თემაზე განაცხადა, რომ ის საერთოდ არ არის მომხრე გადასახადების შემცირების, მაგრამ სასწავლებლების დაბეგვრის დროს რაღაც ნიუანსების გათვალისწინება მთავრობას შეეძლო. გარდა ამისა, მან დაადასტურა, რომ მათ ხარჯვით ნაწილს აუცილებლად დაეტყობა ახალი გადასახადი.ეს კი, თავისთავად აისახება სტუდენტების სწავლის საფასურზეც. თუმცა, ამ ნაწილში ფინანსთა მინისტრი მართალია, როცა ამბობს, რომ გადასახადებისგანაც თავისუფალი იყო ეს სფერო, მაგრამ სწავლის საფასურმა მაინც მოიმატა. თანაც, მისი თქმით, მთავრობა შეეცადა, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადი დაეკისრებინა ისეთი ბიზნესებისთვის, რომლებიც მილიონებს ატრიალებენ. ასეთებად მთავრობა მობილური კომპანიებსა და კერძო უმაღლესებს თვლის.საერთოდ კი, ბაინდურაშვილის თქმით, დროა, მდიდრებმა მეტი გადაიხადონ და გადასახადების რაოდენობის ზოგადი მაჩვენებლის საშუალო დონემდე მაინც ავიდნენ. თუმცა, იმედია, ხელისუფლება ღარიბებსაც არ დაივიწყებს, რადგან მათთვის გაძვირებული გადასახადი, უმეტეს შემთხვევაში, განათლებასთან დამშვიდობებასაც ნიშნავს.სულ ცოტა, სახელმწიფომ უნდა დაწიოს ზღვარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებაში მაღალი ქულების მიუხედავად, მაინც ვერ ხვდებიან. ეს ბარიერი შარშან უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2008 წელს. ანუ, სახელმწიფოს მხრიდან მაინც უნდა გაიზარდოს იმ სტუდენტთა დაფინანსება, რომლებიც უმაღლესებში აბარებენ, მაგრამ ზედმეტად მაღალი ბარიერის გამო ვერ ხვდებიან ამ დაფინანსებაში.თავად მინისტრი პარლამენტში თითქმის სამსაათიანი დებატების შემდეგ სწორედ რომ ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, კახა ბენდუქიძის კერძო სასწავლებელში მიდიოდა შეხვედრაზე. ბენდუქიძესთან შეხვედრამდე კი, ფინანსთა მინისტრმა, ბაინდურაშვილმა პრესა.გე-თან ასეთი კომენტარი გააკეთა:- “არ მივდივარ ბენდუქიძესთან მხოლოდ განათლების საკითხებზე სასაუბროდ. ყველაფერზე ვისაუბრებთ. ბენდუქიძე ნამდვილად არ გახლავთ ის ადამიანი, რომელსაც მხოლოდ რაღაცა კონკრეტულზე უნდა ესაუბრო. ის არის ადამიანი, რომელიც ყველაზე უფრო წარმატებული ეკონომისტი და ბიზნესმენია ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, მისგან ძალიან ბევრი საინტერესო წინადადება იქნება.კახა ბენდუქიძეც და სხვა მსხვილი ბიზნესმენებიც ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებისკენ მოგიწოდებენ. გაითვალისწინებთ მათ შენიშვნას?- ვფიქრობ, რომ საქართველოს დღეს გააჩნია ისეთი ბიუჯეტი, როგორიც უნდა ჰქონდეს…ერთ წელიწადში შესაძლებელია ბიუჯეტი 3%-იან დეფიციტზე დაიყვანოთ?- ერთ წელიწადში, არა. თქვენ იცით, რომ ჩვენ ეს დაგეგმილი გვაქვს 2013 წლისთვის”.2013 წლისთვის კი, საპარალმენტო არჩევნებიც ჩატარებული იქნება და საპრეზიდენტოც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავრობა მანამდე “მოწყალებას გაიღებს” და ამომრჩევლებს გზებს დაუგებს “საჩუქრად”, როგორც ამას მათი საპარლამენტო მდივანი ხუროშვილი აცხადებს. ამავდროულად, ბევრ საგარეო ვალებსაც აიღებს, რადგან საქართველოს ბიუჯეტი ამდენ გზებს და შეღებილ ფასადებს ვერ გაუძლებს.ხოლო, როცა ხელისუფლებაში ყოფნის პოლიტიკური გარანტია ექნებათ “ნაციონალებს” და არჩევნების წაგების საშიშროება გაივლის, ევროსტანდარტების შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტს 6%-დან სამამდე ჩამოიყვანენ. ანუ, გაბერილი ბიუჯეტისთვის აუტანელ ხარჯებსაც აღარ გაიღებენ, გზებსაც აღარ დააგებენ და ამომრჩევლებსაც მომდევნო 4 წლით დაივიწყებენ.ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საგარეო ვალების აღება, რათა საბერძნეთის ბედში არ აღმოვჩნდეთ და შევინარჩუნოთ ეკონომიკური პარამეტრები. ამავდროულად კი, როგორც ჭირაქაძე ამბობს, გზების კეთებასაც უნდა დაანებოს მთავრობამ თავი, რადგან დღევანდელ ბიუჯეტს ამის საშუალება არ აქვს.- “როცა ფული არ გაქვს, თვითმფრინავს არ ყიდულობ, ხო? ჩვენ თუ მოვინდომეთ, ერთ წელიწადში გვაქვს რესურსები, დეფიციტი 3%-მდე ჩამოვიყვანოთ”, - აცხადებს ჭირაქაძე.სხვათა შორის, მისი ასოციაციის წევრი და საწვავის უმსხვილესი კომპანია “ვისოლი” დღეს მედიის კრიტიკის ობიექტი გახდა პარლამენტში. როცა სასწავლებლების დღგ-ით დაბეგვრის გამო ბაინდურაშვილი გაწურეს, მას “ვისოლის” წარმომადგენელი წამოეშველა და განაცხადა, რომ მთავრობის ახალი საგადასახადო კოდექსი რევოლუციურია, ვინც ადრე აკეთებდა ბიზნესს, მან იცის, რამხელა შეღავათები ექნება ამ ახალი კოდექსითო და ა.შ.“ვისოლის” წარმომადგენელმა გამოსვლა რომ დაამთავრა, “რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა იკითხა, მონოპოლიზაციის შესახებ კანონში ცვლილებები როდის იგეგმება, რომ ისეთი კომპანია, როგორიც “ვისოლია” პრივილეგირებული არ იყოსო. დარბაზს სიცილმა გადაუარა. ბაინდურაშვილმა კი უპასუხა: “ჩვენ ახლა ამ თემას არ ვიხილავთ”.არადა, ეს ისეთი თემაა, რომელზეც მარტო მედია წერს, ხელისუფლება კი, არ ლაპარაკობს. ანუ, როგორც ამბობენ, თავის ბიზნესმენებს ხელისუფლება ისე უქმნის მონოპოლურ სიტუაციებს, რომ ამით ორივე მხარე კმაყოფილია და ერთმანეთის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. საწინააღმდეგო ვისაც აქვს, იმდენად ღარიბია, მისი ხმა არც ამ ბიზნესმენებამდე მიდის და არც ხელისუფლებამდე.იქამდე არც მედიის ხმა აღწევს და არც ევროკავშირის. ევროკავშირი დიდი ხანია ითხოვს ისეთი ლიბერალური გარემოს შექმნას, სადაც ერთ კომპანიას არ ექნება მონოპოლური უფლება, მაგალითად, შაქარი შემოიტანოს, ან საწვავი და როგორც უნდა, ისე არ ზარდოს ფასები.- “ერთი კომპანიაა, რომელსაც შაქარი შემოაქვს საქართველოში. თუ ბიჭი ხარ, შენ შემოიტანე საზღვარზე საწვავი, ან შაქარი. ეგრევე გადაგიყრიან საბაჟოზევე. მიდი მერე და უფლებებზე ილაპარაკე”, - აცხადებს ვეფხვაძე.არადა, რეალური ფუნქციების მქონე ანტიმონოპოლიური სამსახური და ასეთივე რეალური არამონოპოლიური გარემო რომ შეიქმნას ჩვენთან, მაშინ ევროპასთან თავისუფალ ვაჭრობასაც მივაღწევთ და ამით ღარიბებიც ისარგებლებენ...სამაგიეროდ, დაზარალდებიან მონოპოლსტები, რადგან სხვა კონკურენტი ფირმები გამოჩნდებიან, რომლებიც აქ ახალ სამუშაო ადგილებს შექმნიან, პროდუქციის ფასებს დაწევენ და ჩვენი მილიონერების მოგებას გაანახევრებენ. ეს მონოპოლისტი ბიზნესმენები კი, მათი ასოციაციის პრეზიდენტ ჭირაქაძის თქმით, “დიახაც რომ მთავრობის მომხრეები არიან”.presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts