Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- ალასანიას პარტია “ეროვნულ საბჭოს” საპასუხო ბრალდებებს უყენებს


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/abashidze_zurab_alasania-300x279.jpgპარტია “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” “კონსერვატიულ პარტიას” მოუწოდებს, “ყოფილი “ალიანსელების” კრიტიკის ნაცვლად, საზოგადოებას რუსული ვოიაჟების არსი განუმარტოს”. როგორც  ”ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, “კონსერვატორების” ეჭვები თბილისის საკრებულოში კომისიების თავმჯდომარეების პოსტების დათმობის საკითხში ხელისუფლებისა და ყოფილი “ალიანსის” გარიგების შესახებ სრულიად უსაფუძვლოა”.

 

“ყველაფერს საზღვარი აქვს! თუ ახლა ვინმეს გული სწყდება, რომ ეს თანამდებობები ვერ მიიღო, მათი პრობლემაა. თბილისის მერმა გიგი უგულავამ ოპოზიციისადმი თანამდებობების შეთავაზების შესახებ განცხადება საჯაროდ გააკეთა და “ეროვნული საბჭოს” წარმომადგენლებსაც შეეძლოთ, ეს შემოთავაზება მიეღოთ. ჩვენ შიგნით, ყოფილ “ალიანსელებთან” კონსულტაციები გავმართეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს თანამდებობები მიგვეღო, რათა თბილისელების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ და სხვებისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობასაც ვიღებთ. რა თქმა უნდა, ნებისმიერ გარიგებაზე ლაპარაკი ზედმეტია. თუ “კონსერვატიული პარტია” და მისი წარმომადგენელი თბილისის საკრებულოში კახა კუკავა თვლიან, რომ ჩვენ ხელისუფლებათან გარიგებაში ვართ და ვთანამშრომლობთ, მე უფრო მძიმედ შემიძლია, აღვიქვა ის, რომ ის მოსკოვში ჩადის და ბატონ ჟირინოვსკის უცდის მოსაცდელში. ვფიქრობ, ეს უფრო რეალური ფაქტია, ამაზე ისაუბროს და საზოგადოებას აუხსნას, მსგავს ოდიოზურ ადამიანებთან ურთიერთობას როგორ ახერხებს?!”, – განაცხადა აბაშიძემ და დასძინა, რომ “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები ხელისუფლების ოპონირებას და მის წინააღმდეგ ბოლომდე ბრძოლას აპირებს”.

 

შეგახსენებთ, რომ “კონსერვატიული პარტიის” ლიდერმა კახა კუკავამ ყოფილი “ალიანსი საქართველოსთვის” ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ “საკრებულოს კომისიების ვითომდა ოპოზიციისთვის დათმობა სწორედ “ალიანსისთვის” იყო განკუთვნილი, “ეროვნულ საბჭოს” კი, როგორც რეალურ ოპოზიციას მსგავსი შეთავაზება არ მიუღია”.

 

პირWელი

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...