Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- საპატრიარქოს ტელევიზიამ მაუწყებლობა განაახლა


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/10/2431-300x250.jpg

 

საპატრიარქოს ტელევიზიამ “ერთსულოვნება” მაუწყებლობა განაახლა .როგორც ტელევიზიაში აცხადებენ, ეთერის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები გუშინ საღამოსაც გაიმართა, რომლის დროსაც “ერთსულოვნების” ხელმძღვანელობას დილის 10.00 საათიდან მაუწყებლობის აღდგენას დაპირდნენ, რაც შესრულდა კიდეც.  სატელევიზიო ეთერის აღდგენის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა ტელეკომპანია “ევრიკას” მიმართ “ერთსულოვნების” დავალიანების დაფარვა იყო. ვალი ეტაპობრივად დაიფარება. დღეისთვის “ევრიკას” მიმართ საპატრიარქოს დავალიანება 111 ათას 755 ლარს შეადგენს. მათ შორის 31 ათას 755 ლარი არის ტელეკომპანია “ივერიის” დავალიანება, რომელიც აღნიშნულ სიხშირეზე მაუწყებლობდა, ხოლო 80 ათასი ლარი _ ტელეკომპანია “ერთსულოვნებისაა”. დაფინანსების სიმცირის მიუხედავად, დღემდე “ერთსულოვნებას” “ევრიკას” მიმართ გადახდილი აქვს 2009 წელს 96 ათასი, ხოლო მიმდინარე წელს _ 64 ათასი ლარი. ამასთან, საპატრიარქოს ტელევიზიაში აცხადებენ, რომ მათ მარეგულირებელ კომისიაში ახალი სიხშირის გამოყოფისთვის მიმართვა გაკეთებული აქვს. ”ერთსულოვნება” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2008 წლის ნოემბერში დაარსდა და ტელეკომპანია “ევრიკას” სიხშირეზე მაუწყებლობს. “ევრიკას” ხელმძღვანელობამ დავალიანების გამო საპატრიარქოს ტელევიზიას 21 ივნისს 11 საათიდან ეთერი გაუთიშა.

 

IPN

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...