planetanews Posted June 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2010 http://s50.radikal.ru/i130/1006/05/7fc4c7135251.jpg ჩემპიონატის დაწყებამდე ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მუნდიალის მოგების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი, ინგლისის ნაკრები 2 ტურის შემდეგ ამდენივე ქულით ჯგუფში მე-3 ადგილზე იქნებოდა.ბრიტანელებს შეუძლიათ თავი იმით დაიმშვიდონ, რომ შემდეგი ეტაპის საგზურის ბედი ჯერ კიდევ მათ ხელშია და თუ სლოვენიას მოუგეს, აუცილებლად ითამაშებენ 1/8-ფინალში. მაგრამ მოგების აუცილებლობის ფონზე თამაში არცთუ სახარბიელოა მითუმეტეს იმ გუნდთან, რომელიც ყველა ხერხით შეეცდება ქულის მოპოვებას. სლოვენიელთა ფაქტობრივად ერთადერთი ხსნა სწორედ ინგლისთან არწაგებაში მდგომარეობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მატიაჟ კეკის გუნდს მოუწევს იმის იმედად იყოს, რომ ალჟირი და ამერიკის შეერთებული შტატები ქულებს გაიყოფენ. სწორედ ამერიკელებისა და და აფრიკელების მატჩზეა გარკვეულწილად დამოკიდებული, თუ რომელ ადგილს დაიკავებს ინგლისი გამარჯვების შემთხვევაში. თუ ფაბიო კაპელოს გუნდმაც მოიგო და ამერიკამაც, მაშინ უპირატესობა ბურთების შეფარდებას მიენიჭება და ამ მხრივ უკეთესი შედეგის მქონე გუნდი ჯგუფურ ეტაპს პირველ ადგილზე დაასრულებს.თუ სლოვენიამ დღევანდელ მატჩში ქულა მაინც მოიპოვა, მაშინ გუნდი ისტორიაში პირველად დაძლევს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს. აქამდე სლოვენიელებს ერთადერთხელ უთამაშიათ მუნდიაზე 8 წლის წინათ და მაშინ, ჯგუფის სამივე მატჩი დათმეს. მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, ინგლისს ჯგუფიდან გასვლის ძალზე მცირე შანსები რჩება და თუ კაპელოს გუნდმა შემდეგ ეტაპზე ვერ გააღწია, მაშინ ეს იქნება პირველი შემთხვევა 1958 წლის შემდეგ, როდესაც “ლომები” პირველივე ეტაპის შემდეგ გამოეთიშებიან სამუნდიალე ასპარეზობას.ზედიზედ ორი წარუმატებელი მატჩის შემდეგ რომ კაპელო გუნდის შემადგენლობის შეცვლას მოისურვებს, ეს საიდუმლო ალბათ არავისთვისაა. ასეც რომ არ იყოს, იტალიელ სპეციალისტს იძულებითი ცვლილების განხორციელებაც მოუწევს, რადგან ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო დისკვალიფიცირებულია კარაგერი. ზედიზედ მე-2 მატჩის გამოტოვება მოუწევს ლედლი კინგს, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ტრავმასთან გვაქვს. დანაკლისით ხვდება შეხვედრას სლოვენიაც – ამერიკის შეერთებულ შტატებთან გამართული მატჩის 74-ე წუთზე, სლოვენიელთა რიგებში, მოედანზე შევიდა ნეიც პეჩნიკი, რომელიც 20 წუთში თავად გახდა შესაცვლელი ტრავმის გამო. მისი ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ დღევანდელ მატჩში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევს.გუნდები აქამდე ერთმანეთს ერთადერთხელ შეხვედრიან. 2009 წლის 5 სექტემბერს, ლონდონში გამართულ ამხანაგურ მატჩში მასპინძლებმა 2:1 იმარჯვეს ლამპარდისა და დეფოს გოლებით. სლოვენიელთაგან თავი ზლატან ლიუბიანკიჩმა გაიტანა. სავარაუდოდ, სამივე ეს ფეხბურთელი დღეს პირველივე წუთებიდან იქნება მოედანზე.23 მაისი, 18:00, პორტ ელიზაბეტი, “ნელსონ მანდელა ბეი”სლოვენია-ინგლისისავარაუდო შემადგენლობები: სლოვენია: ჰანდანოვიჩი (“უდინეზე”), ბრეჩკო (“კიოლნი”), შულერი (“გენტი”), ცესარი (“კიევო”), იოკიჩი (“კიევო”), კორენი (“ვესტ ბრომვიჩი”), რადოსავლიევიჩი (“ლარისა”), ბირსა (“ოსერი”), კირმი (“ვისლა”), ლიუბიანკიჩი (“გენტი”), ნოვაკოვიჩი (“კიოლნი”)მწვრთნელი: მატიაჟ კეკიინგლისი: ჯეიმსი (“პორტსმუთი”), ჯონსონი (“ლივერპული”), აპსონი (“ვესტ ჰემი”), ტერი (“ჩელსი”), ე. კოული (“ჩელსი”), ლამპარდი (“ჩელსი”), ბერი (“მანჩესტერ სიტი”), ჯერარდი (“ლივერპული”), ჯ. კოული (“ჩელსი”), რუნი (“მანჩესტერი”), დეფო (“ტოტენჰემი”)მწვრთნელი: ფაბიო კაპელომსაჯი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია) C ჯგუფი1 სლოვენია 2 1 1 0 3-2 42 აშშ 2 0 2 0 3-3 23 ინგლისი 2 0 2 0 1-1 24 ალჟირი 2 0 1 1 0-1 1 View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts