Jump to content
Planeta.Ge

რატომ დაიხურა ,,ერთსულოვნება"?

Recommended Posts

Siknadmo

ვერ გამიგე შენ.

მე იმ დოგმების არ მესმის, რომელიც ჩემთვისაა მიუღებელი და გაუგებარი, იმ დოგმებს არ ვთვლი სავალდებულოდ, რომელიც ჩემის აზრით სრულიად ზედმეტია ადამიანის ნორმალური არსებობისა და ცხოვრებისათვის. მე რომ კანონმა წითელზე გასვლა და დაყაჩაღება მაიძულოს, ისიც მიუღებელი გახდება ჩემთვის.

არ მესმის მაალითად რატომ არ შეიძლება სადღაც ინდოეთის მთებში დაბადებული ადამიანი მოხვდეს სამოთხეში იმიტომ, რომ მართლმადიდებლური დოგმებისა და წესების მიხედვით არ იცხოვრა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არასდროს არავინ მოუკლავს და ჩვენთვის ცნობილი არც ერთი მძიმე ქრიტიანული ცოდვა არ ჩაუდენია.

არ მესმის იმ მართლმადიდებლებისა, რომლებსაც მეორედ მოსვლასავით ეშინიათ კათოლიკურ ეკლესიაში შესვლისა, არ იციან, რომ მართლმადიდებლისთვის ჯვრისწერაც კი შეიძლება კათოლიკურ ეკლესიაში და ეს რომ ხმამაღლა უთხრა, შეიძლება დანაც ჩაგცეს გულში ეშმაკის რეკლამისთვის და მკრეხელობისთვის.

არ მესმის იმ ქრისტიანისა, რომლისთვისაც მუსულმანი და ტერორისტი ერთი და იგივე მცნებაა...რომლისთვისაც მუსულმანი ველური და ბინძურია, ხოლო ბუდისტი - გიჟი და გარეკილი.

არ მესმის ქრისტიანი მღვდლისა, რომელსაც აღსარებას აბარებ, ამ დროს მობილური დაურეკავს, უპასუხებს და შენ რომ გაჩერდები ხელით განიშნებს - შენ გააგრძელეო და თვითონ შებრუნდება და საუბარს აგრძელებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 130
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

 Anima Libera

Siknadmo ვერ გამიგე შენ.   მე იმ დოგმების არ მესმის, რომელიც ჩემთვისაა მიუღებელი და გაუგებარი, იმ დოგმებს არ ვთვლი სავალდებულოდ, რომელიც ჩემის აზრით სრულიად ზედმეტია ადამიანის ნორმალური არსებობისა და

gruzian_ka

მოგეხესენებათ, უკვე ორი დღეა მაუწყებლობა შეწყვიტა საპატრიარქოს ტელევიზიამ, ოფიციალურ მიზეზად ტელევიზის მიერ დაუფარავი ვალები დასახელდა, თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომ ეს ფაქტი უკავშირდება იმ ოცწუთი

gruzian_ka

ამ რიტორიკის მიხედვით ქრისტიანობა აგრძელებს არსებობას, მაგრამ აღარ არსებობს კონსტანტინეპოლი (დღეს სტამბულია და მოლა კივის), აღარ არსებობს ალბანეთი, უფრო ადრეული შემთხვევა თუ გინდათ-მკვდარი ზღვის ფსკერ

Siknadmo

ვერ გამიგე შენ.

მე იმ დოგმების არ მესმის, რომელიც ჩემთვისაა მიუღებელი და გაუგებარი, იმ დოგმებს არ ვთვლი სავალდებულოდ, რომელიც ჩემის აზრით სრულიად ზედმეტია ადამიანის ნორმალური არსებობისა და ცხოვრებისათვის. მე რომ კანონმა წითელზე გასვლა და დაყაჩაღება მაიძულოს, ისიც მიუღებელი გახდება ჩემთვის.

არ მესმის მაალითად რატომ არ შეიძლება სადღაც ინდოეთის მთებში დაბადებული ადამიანი მოხვდეს სამოთხეში იმიტომ, რომ მართლმადიდებლური დოგმებისა და წესების მიხედვით არ იცხოვრა,

ვერ ვიხსენებ ეხლა სად წავიკითხე, რომ ჯუნგლებში ოჯახი იპოვეს, რომელიც გარე სამყაროს მოწვეტილი იყო. საინტერესოა ის რომ ღმერთის წამდათ ისე როგორც ქრისტიანებს.

ინდოეთში დაბადებული თუ ჩუკოტკაზე არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ როგორ ეს ჩვენი აზროვნებისთვის მიუწვდომელი რომაა ისე, როგოც ყოველ დღე ტელევიზიით ვერ ვხედავთ ღმერთს და გვეუბნებიან დაიჯერეო, აქ გასაკვირვი არაფერია.

ამაზე უკვე დავწერე ზედა პოსტში "არ გჯერა არ ნიშნავს უარყო".

პრინციპში არავინ არ გაძალებს დაჯერებას.

იესო ქრისტესიც არ სჯეროდათ და ეს არც იმ დროს როდესაც ნათლად ანახებდა ღმერთის არესბობის ძალას. ხო და აწამეს კიდევაც ამის გულისათვის.

შენი დაუჯერებლობა არაა სიახლე და ეს სადღაც ბუნებრივიცაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

არ ვუარყობ მერე არაფერს და არც არავის არ ვაიძულებ რომ უარყოს. არც ათეიზმს ვქადაგებ და არც ბუდიზმს. მაგრამ როდესაც კათოლიკურ ეკლესიაში შევდივარ, მაინტერესებს უბრალოდ და გვერდზე მდგომს ფერი ეცვლება და მეუბნება რას შვრები, ხომ არ გაგიჟდი, ქართველი არა ხარ, სად შედიხარო, აი ეგეთ ადამიანს მე მორწმუნე მართლმადიდებლად ვერ აღვიქვამ და მიმაჩნია, რომ მისი მართლმადიდებლობით ზიანი მოაქვს საზოგადოებისთვის.

კარგი რა ვინ გითხრა ის რომ კათოლიკურ ეკლესიაში არ შეგიძლია შესვლა. მორწმუნესა და რაღაც თვთმოფიქრებულ ადამინის "დოგმას" შორის განსხვავებაა.

რამოდენიმე წელი ვცხოვრობდი ჩეხეთში ქალაქში სადაც არ იყო მართმადიდებლური ეკლესია და დავდიოდი კათოლიკურში. პირჯვარსაც ვიწერდი და ვერ ვხედავ ამაში რამე პრობლემას. არ წამიკითხია ბიბლიაში ისეთი რამ რაც მე ამას მიკრძალავდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

არა, მთლად ზუსტად ვერ ვთქვი, მართლმადიდებლური დოგმა აქ არაფერ შუაში არაა. უბრალოდ მე შემხვედრია ასეთი "მართლმადიდებელი" :)

ისე, არა ვარ მართლმადიდებლობის წინააღმდეგი, არ გამოვდგები ოპონენტად. მორწმუნე არ ვარ უბრალოდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

ქართული-"თეოლოგიური" აქსიომა:

ვერსადროს ვერ იქნება ურწმუნო მორალური ადამიანი, ხოლო მორწმუნე ამორალური!

მაგრამ თემა მე მგონი სულ სხვა რამეზეა და არა ეთიკის, მორალისტ თუ მორალთეოლოგიის შესახებ, თუ მეშლება?

აქ რომ არ დაგეწერა ქართული უფრო გასაგები იქნებოდა. ასეთ მიდგომას ბევრ ადგილზე ვხდები და არაა ეს მარტო ქართული, მაგრამ ისევ უნდა დავუბრუნდეთ იმას, რომ მორწმუნე განა ყველაა ვისაც ორმეტრიანი ჯვარი ჰკიდია.

შენ გწყინს ჰომოსეკსუალების დაცვის გულისთვის, რომ ზოგს აქ ეჭვი ეპარება შენში და იგივე მეთოდებს ხმარობ სხვის კვალიფიკაცისას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ გწყინს ჰომოსეკსუალების დაცვის გულისთვის, რომ ზოგს აქ ეჭვი ეპარება შენში და იგივე მეთოდებს ხმარობ სხვის კვალიფიკაცისას.

მე ჰომოსეკსუალებს კი არა დამანის უფლებეს ვიცავ, ხოლო ბევრისგან განსხვავებით ჩემთვის, ჰომოექსუალიც ისეთი ადამიანი როგორდ ჰეტეროსექსუალი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ჰომოსეკსუალებს კი არა დამანის უფლებეს ვიცავ, ხოლო ბევრისგან განსხვავებით ჩემთვის, ჰომოექსუალიც ისეთი ადამიანი როგორდ ჰეტეროსექსუალი.

ამაზე არ გამიკეთებია აქცენტი, არამე შენს მიდგომზე მართმადიდებლების მიმართ.

ამ შემთხვევაში შენ მოვლენის ანალიზისას ხმარობ იგივე საზომს როგორც ისინი ვინც შენ გაკრიტიკებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამაზე არ გამიკეთებია აქცენტი, არამე შენს მიდგომზე მართმადიდებლების მიმართ.

როგორ ვუდგები მართლმადიდებლობას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

ჰომოექსუალიც ისეთი ადამიანი როგორდ ჰეტეროსექსუალი.

ზუსტად ისეთი არაა, თუმცა უფლებები ერთნაირი აქვთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზუსტად ისეთი არაა, თუმცა უფლებები ერთნაირი აქვთ.

აბა განსხვავება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცხადია ....თქვენ თქვენი აზრი გაქვთ

დაანონსდა...ანუ გზავნილია "ჩვენ ერთნი ვართ" ?

თუ ასე, სამწუხაროა.....გულწრფელად . თუ ეს მხოლოდ ერთი სიუჟეტია ...კიდევ ჰო.

ძალიან ცუდია რომ თქვენ თვითონ მოახდინეთ ამ სიუჟეტის პოლიტიზირება.

არ მოგიწონებთ საქციელს

მოიცა ტელევიზორში რომ რამის ანონსს აკეთებენ,პოლიტიკასთან რა საერთო აქვს? ახლა რომ ვთქვა რომელიმე მულთფილმი დაანონსდა-ტქო ისიც პოლიტიზებული იქნება? ნუ ურევთ რაღაცეებს... ,,ჩვენ ერთნი ვართ"... ეს ფრაზა საერთოდ ვერ გავიგე... ვის გულისხმობ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

არ მესმის მაალითად რატომ არ შეიძლება სადღაც ინდოეთის მთებში დაბადებული ადამიანი მოხვდეს სამოთხეში იმიტომ, რომ მართლმადიდებლური დოგმებისა და წესების მიხედვით არ იცხოვრა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არასდროს არავინ მოუკლავს და ჩვენთვის ცნობილი არც ერთი მძიმე ქრიტიანული ცოდვა არ ჩაუდენია.

მოდი ჩვენ ყველამ ჩვენს სულებზე ვიფიქროთ, ღმერთი ყველასთვისაა ინდოელისთვისაც

და არაბისთვისაც და თუკი ღმერთი სიყვარულია ყველა ღირსეულს კი არა უღირს ადამიანსაც კი არ დაეკარგება ის სიკეთე რაც ჩაუდენია, მაგრამ რაც შეეხება სამოთხეს, ანუ უფალთან სიახლოვეს,

თუკი ადამიანს სიცოცხლეში არ უყვარდა და არ ჭირდებოდა ღმერთი რატომ დასჭირდება ის სიკვდილის შემდეგ?

არიან ათეისიტები რომლებსაც საერთოდ არ სურთ სულის უკვდავება, ინდუისტების თვალსაზრისით

ადამიანი სიკვდილის შემდეგ გადადის სხვა არსების სულში, ხოლო თუკი ის დიდ სიმაღლეებს მიაღწევს

ინდივიდი საერთოდ იკარგება და ის ხდება ეგ. წოდებული ბრახმანის ნაწილი,

ადამიანი ისეთ მდგომარეობაში მიდის იმ ქვეყნად რა მდგომაროებაშიც ის იყო სიკვდილის წინ,

თუკი ის სათანადოდ არ მოემზადა, თუკი მასში არ მოხდა სათანადო ცვლილებები ის ვერ იქნება ბედნიერი,

არა იმიტომ რომ ღმერთი ბოროტია :no:

არამედ თავად ადამიანისთვის არაა სასურველი ის სინათლე რისი მატერებელიც არის უფალი,

ეს იგივეა რომ კლასიკური მუსიკა მოასმენინო ადამიანს რომელსაც ამ მუსიკის მოსმენა არ სიამოვნებს,

მისთვის ეს ტანჯვა იქნება,

ღმერთი კი ეს კლასიკური მუსიკაა, რომელიც მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა მისაღები რომელსაც ფაქიზი სმენა და დახვეწილი გემოვნება აქვს,

ამიტომ ბევრისთვის, ღმერთი ეს ტანჯვაა, აუტანელი არსება

რომელიც მას ხელს უშლის იცხოვროს ისე როგორც მას სურს,

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...