Jump to content
Planeta.Ge

რატომ დაიხურა ,,ერთსულოვნება"?


Recommended Posts

მაგას ისედაც ვახერხებ. მტკიცე და სიყვარულზე დაფუძნებული ოჯახიც მაქვს, კარგი მეგობრებიც (ბევრი არა, მაგრამ ვინც მყავს ვენდობი ყველაფერში), სამშობლოსაც ვემსახურები, ნარკოტიკი ცხოვრებაში არ გამისინჯავს, არ ვლოთობ და არც ქუჩაში ვიგინები. სხვა ადამიანებსაც პატიოსნად ვექცევი. არ მჭირდება ამ ყველაფრისთვის მღვდელი და სახარება, ოჯახში მასწავლეს ეგენი და ალბათ გენებშიც არ მაქვს აფერისტობა და კრიმინალობა, ყოველ შემთხვევაში რაც ვიცი ანუ ჩემს წინა ოთხ თაობაში არავინ არ აღმოჩენილა ეგეთი. ადამიანის ჩამოყალიბებას განაპირობებს აღზრდა და გენეტიკა. უფრო მეტად პირველი.

და რას ეყრდნობა ეს შენი სიმყუდროვე? იმ შენი წინა ოთხი თაობის ღირსეულ ცხოვრებას და იმის წინა წინაპრების თავგანწირვას ეკლესიისა და სარწმუნოებისათვის, შენ თუ ასე ფიქრს გააგრძელებ, შენი მომდევნო თაობების ცნობიერების საკითხი ნამდვილად დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ... ასე რომ, გაუფრთხილდი, იმ წინა თაობების სისხლით მოტანილ ღირსებას...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 130
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

 Anima Libera

Siknadmo ვერ გამიგე შენ.   მე იმ დოგმების არ მესმის, რომელიც ჩემთვისაა მიუღებელი და გაუგებარი, იმ დოგმებს არ ვთვლი სავალდებულოდ, რომელიც ჩემის აზრით სრულიად ზედმეტია ადამიანის ნორმალური არსებობისა და

gruzian_ka

მოგეხესენებათ, უკვე ორი დღეა მაუწყებლობა შეწყვიტა საპატრიარქოს ტელევიზიამ, ოფიციალურ მიზეზად ტელევიზის მიერ დაუფარავი ვალები დასახელდა, თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომ ეს ფაქტი უკავშირდება იმ ოცწუთი

gruzian_ka

ამ რიტორიკის მიხედვით ქრისტიანობა აგრძელებს არსებობას, მაგრამ აღარ არსებობს კონსტანტინეპოლი (დღეს სტამბულია და მოლა კივის), აღარ არსებობს ალბანეთი, უფრო ადრეული შემთხვევა თუ გინდათ-მკვდარი ზღვის ფსკერ

მაგას ისედაც ვახერხებ. მტკიცე და სიყვარულზე დაფუძნებული ოჯახიც მაქვს, კარგი მეგობრებიც (ბევრი არა, მაგრამ ვინც მყავს ვენდობი ყველაფერში), სამშობლოსაც ვემსახურები, ნარკოტიკი ცხოვრებაში არ გამისინჯავს, არ ვლოთობ და არც ქუჩაში ვიგინები. სხვა ადამიანებსაც პატიოსნად ვექცევი. არ მჭირდება ამ ყველაფრისთვის მღვდელი და სახარება, ოჯახში მასწავლეს ეგენი და ალბათ გენებშიც არ მაქვს აფერისტობა და კრიმინალობა, ყოველ შემთხვევაში რაც ვიცი ანუ ჩემს წინა ოთხ თაობაში არავინ არ აღმოჩენილა ეგეთი. ადამიანის ჩამოყალიბებას განაპირობებს აღზრდა და გენეტიკა. უფრო მეტად პირველი.

ის რომ წესიერი ადამიანი ხარ და წესიერი ოჯახი გაქვს ძალიან კარგი,

ზნეობრიობა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მართლმადიდებლობის, მაგრამ ასე ვთქვათ მონოპოლია

ზნეობრიობაზე აღებული ნამდვილად არ გვაქვს :yes:

ზნეობრიობა ადამიანის ბუნების შემადგენელი ნაწილია-ამას ბიბლიური ახსნა აქვს, ის თითქმის ყველა ეთნოსაა და ცივილიზაციაში არსეობობდა და დღესაც არსებობს,

რომაელი და ბერძენი ფილოსოფოსების ცალკეული გამონათქვამებია ისეთი რომ ზოგჯერ ქრისტიანი გეგონება, მაგრამ სრული სისავსით ის მაინც ქრისტიანობაშია წარმოდგენილი და ჩვენი წინაპრები ამ ფასეულობებზე იზრდებოდნენ საუკუნეების განმავლობაში,

ის რომ შენმა მშობლებმა წესირად გაგზარდეს საწყისი ამის საქართველოში-ეკლესიაა, მაშინაც კი თუკი ადამიანი ეკლესიიდან შორს იმყოფება,

იმიტომ რომ საწყისი ზნეობრიობის რომელიც შენ მშობლებმა გადმოგცეს საიდანღაც ხომ მოდის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუკი ადამიანი სოციალური ცხოველია რაში სჭირდება მას ზნეობა და სინდისი ამიხსენით,

ის ხომ პირიქით, ხელს გვიშლის ცხოვრებაში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gruzian_ka

Siknadmo

ზნეობა არაა მართლმადიდებლების მიერ შექმნილი ცნება. ის მანამდეც არსებობდა. მე შემიძლია დათა თუთშხიას სიტყვების ციტირება იმისათვის, რომ მარტივად ავხსნა რა პრინციპით ვცხოვრობ: "სხვას ნუ შეაწუხებ, ერს ზარალს ნუ მიაყენებ და ისე, იყავი, როგორც გინდოდეს და იცხოვრე, როგორც მოგეხასიათოს". სულ ესაა. მარტივადაა აქ ყველაფერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იცი რა? შენ თვითომ ნუ ცდილობ ეს მამები ეკლესიისგან განაცალკევო...

ეს მამები ცემთვის წმინდა მოციქულები არ არიან და ვიტოვებ უფლებას არ მოვიწონო მათი არაერთი გამოთქმა .

გწამთ გწამდეთ ეს თქვენი ნებაა, მაგრამ თუ სხვას ვინმე შეუშლის რწმენაში ხელს ......თუნდაც მორალისტის ტყავში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგას ისედაც ვახერხებ. მტკიცე და სიყვარულზე დაფუძნებული ოჯახიც მაქვს, კარგი მეგობრებიც (ბევრი არა, მაგრამ ვინც მყავს ვენდობი ყველაფერში), სამშობლოსაც ვემსახურები, ნარკოტიკი ცხოვრებაში არ გამისინჯავს, არ ვლოთობ და არც ქუჩაში ვიგინები. სხვა ადამიანებსაც პატიოსნად ვექცევი. არ მჭირდება ამ ყველაფრისთვის მღვდელი და სახარება, ოჯახში მასწავლეს ეგენი და ალბათ გენებშიც არ მაქვს აფერისტობა და კრიმინალობა, ყოველ შემთხვევაში რაც ვიცი ანუ ჩემს წინა ოთხ თაობაში არავინ არ აღმოჩენილა ეგეთი. ადამიანის ჩამოყალიბებას განაპირობებს აღზრდა და გენეტიკა. უფრო მეტად პირველი.

 

ერთი ნაკლი გაქვს მარტო :) შსს :givi:

 

აბ რაც ჩამოთვალე შენი თუ დაიჯერება, მაშინ მორწმუნე ყოფილხარ.

ბევრისგან მსმენია ასეთი რამ, რომ "არ ვარ მორწმუნე მაგრამ ვიქცევი ასე".

მორწმუნე ადამიანი არ ნიშნავს აუცილებლად მღვდლის მოსიყვარულეს. ზოგს სჭირდება სულიერი წინამძღოლი და ზოგს არა. ამ შემთხვევაში არც მონანიება არ არის პრობლემა. მონანიება შესაზლებელი სულიერ მოძღვართან და შესაძლებელია ეკლესიაში ღმერთის წინაშე.

 

რაც შეეხება ეკლესიის მსახურთ. აქ ეს ამბე არაა საყოველთაო გასარჩევი და ყველა ადამიანის პირადი საქმეა ეს.

ღმერთი არ ითხოვს ჩვენგან კოლექტიურ პასუხისმგებლობას სხვებზე. ვართ მხოლოდ ჩვენი თავის პასუხისმგებელნი.

 

იმის ხმამაღლა დეკლარირება რომ შენ არ გჭირდება სულიერი მოძღვარი, არც ეს არის სწორი ამბე, იმიტომ რომ ესეც შენი პირადი საქმეა და ამის საყოველთაო გატანაის აზრს ვერ ვხედავ.

 

პ.ს. რატომ იჭედება ასე საშინლად ფორუმი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gruzian_ka

Siknadmo

ზნეობა არაა მართლმადიდებლების მიერ შექმნილი ცნება. ის მანამდეც არსებობდა. მე შემიძლია დათა თუთშხიას სიტყვების ციტირება იმისათვის, რომ მარტივად ავხსნა რა პრინციპით ვცხოვრობ: "სხვას ნუ შეაწუხებ, ერს ზარალს ნუ მიაყენებ და ისე, იყავი, როგორც გინდოდეს და იცხოვრე, როგორც მოგეხასიათოს". სულ ესაა. მარტივადაა აქ ყველაფერი.

მე პირადად მაწყობს, თუკი ადამიანების უმრავლესობა მართლაც იცხოვრებს ასეთი პრინციპით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

21-06-2010

http://pirweli.com.ge/images/stories/ertsulovneba.gifსაპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება" ნაცხელისუფლებამ დახურა.

ხაზარ-მასონთა მორიგი თავასხმა ქრისტიანობაზე

 

საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" დახურვასთან დაკავშირებით დღეს საზოგადოება აღშფოთებული.

საპატრიარქოს ტელევიზიას მაუწყებლობა 11.00 საათიდან შეუწყვიტეს.

 

ეშამკის მიმდევარმა ნაცხელისუფლებამ აიძულა მაუწყებლობა "ევრიკა", რომლის სიხშირეზეც მაუწყებლობდა მართმადიდებლური "ერთსულოვნება", საბაბად საპატრიარქოს მაუწყებლობის დავალიანება დასახელდა.

"ერთსულოვნება" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2008 წლის ნოემბერში დაარსდა.

 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ტელევიზიის დამცველმა მაია ცანავამ განუცხადა, "ევრიკის" მიმართ "ერთსულოვნების" დავალიანება შეადგენს 112 ათას ლარს, მათ შორის არის საპატრიარქოს მაუწყებლობა "ივერიას" მიერ დაგროვილი დავალიანებაც. ფულის სიმცირის მიუხედავად, "ერთსულოვნებას" "ევრიკის" მიმართ წელს, აგვისტოს ჩათვლით 64 ათასი ლარი გადახდილი აქვს.

"აღმოჩნდა, რომ გადახდილი თანხებიდან "ევრიკა" ანძის მიმართ დავალიანებას არ ფარავდა, რის გამოც რადიო "ევრიკის" ეთერი გაითიშა.", - აღნიშნა მაია ცანავამ.

 

საშინელი მკრეხელობაა, ტელერადიოკომპანია "ევრიკის" ხელმძღვანელობამ ნაცხელისუფალთა ზეწოლის შემდეგ მიიღო ამგვარი უხეში გადაწყვეტილება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რატომ მართლმადიდებლები და არა ქრისტიანები?

ეკუმენისტი არა ვარ ,მაგრამ უნებლიე კითხვა მებადება ჩვენი ისტორიის შემხედვარე .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს მამები ცემთვის წმინდა მოციქულები არ არიან და ვიტოვებ უფლებას არ მოვიწონო მათი არაერთი გამოთქმა .

გწამთ გწამდეთ ეს თქვენი ნებაა, მაგრამ თუ სხვას ვინმე შეუშლის რწმენაში ხელს ......თუნდაც მორალისტის ტყავში

ხოდა ეს შენი უფლება გამოიყენე და შენთვის შეინახე, მათ საწინააღმდეგო კამპანიას ნუ შეუერთდები, ტორემ მათ წინააღმდეგ ბრძOლა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაა, და საფრთხეებზე მე მგონი შენ თვითონ მიუთითე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რატომ მართლმადიდებლები და არა ქრისტიანები?

ეკუმენისტი არა ვარ ,მაგრამ უნებლიე კითხვა მებადება ჩვენი ისტორიის შემხედვარე .

იმიტომ მართლმადიდებლური, გენაცვალოს გრუზიან_კა, რომ ქრისტიანი დაირქვა ყველა მატყუარამ და ცრუპენტელამ, და ჩვენი ისტორიის შემხედვარე რატომ დაგებადა ეს შეკითხვა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რატომ მართლმადიდებლები და არა ქრისტიანები?

ეკუმენისტი არა ვარ ,მაგრამ უნებლიე კითხვა მებადება ჩვენი ისტორიის შემხედვარე .

ლაშა შენ საერთოდ არ ხარ მორწმუნე :)

რაც შEეხება სხვაობას კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას შორის

ამაზე უამრავი მასალა არსებობს ინტერნეტში, შეგიძლია მოიძიო,

სხვაობა საკმაოდ მნიშვნელოვანია :yes:

ნუ პროტესტანტიზმი ხომ საერთოდ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა ეს შენი უფლება გამოიყენე და შენთვის შეინახე

არასოდეს დამიმალია რომ სეკულარიზმის მომხრე ვარ...

ანუ

1)კატეგორიულად ვემტერები ეკლესიის პოლიტიზაციის ნებისმიერ მცდელობას , მისი ზოგი მომხრის თუ მოწინააღმდეგის მხრიდან;

2)მიმაჩნია ეკლესია მორწმუნეებმა უნდა შეინახონ .სახელმწიფოს მხრიდან დაფინასება მხოლოდ "კულტურული მემკვიდრეობის" ტიპის პროექტებისთვისაა დასახარჯი და არა მაგალითად საჩუქრის საყიდლად ეპისკოპოსად კურთხევასთან დაკავშირებით,. ეკლესიის სიდიადე მის სულიერებაშია და ნებისმიერი საბიუჯეტო დაფინანსება არის არა მეცენატობა , არამედ პოლიტიკური სვლა ;

3)სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებთან უნდა დარეგულირდეს სამართლებრივი ურთიერთობები. ასი ათასი სამოციქულო ეკლესიის მრევლია მარტო. ცხადია საჭიროა მათთანაც საქმიანი თანამშრომლობა მართლმადიდებელთა და არამარტო ინტერესების გათვალისწინებით ;

4) ძირს ყოველგვარი ქსენოფობია და რჯულთუპატივცემულობა...

ესაა ჩემი აზრი და ვიცი ქრისტეს მახვილისთვის გამიმეტებთ, მაგრამ მერწმუნეთ გულწრფელი ვარ და თავისუფლების ინსტიტუტი არ მკარნახობს რა ვწერO.. :D

ჩემთვის არ შევინახავ ...ნწუ..

 

 

ტორემ მათ წინააღმდეგ ბრძOლა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაა,

ანუ ყველა სამღვდელო პირს ვაცმევთ რაღაც იმუნიტეტს?

არაა მართებული. რაღაც მექანიზმი არ უნდა იყოს რომ თუნდაც საპატრიარქოს წიაღში განხილულ იქნეს პრეტენზიები?

ვიმეორებ, ეკლესია უნდა იყოს სულიერების აკვანი , მაგრამ პატარა ბიძგი და ტალახზი დადგება. მტრები არამარტო ოდიოზური ტიპები არიან ,არამედ უპირველეს ყოვლისა უცნაური ინტერპრეტაციები , რომლის კონტექსტიც პოლიტიკურია.

 

მიტომ მართლმადიდებლური, გენაცვალოს გრუზიან_კა, რომ ქრისტიანი დაირქვა ყველა მატყუარამ და ცრუპენტელამ, და ჩვენი ისტორიის შემხედვარე რატომ დაგებადა ეს შეკითხვა?

ლაშა ალო დაგენაცვლოს, მაგრამ საუკუნეები ჩვენ თავს ქრისტიანებად ვთვლიდით ანუ ავამბობდით.....ვართ ქრისტიანები მართლმადიდებლური აღმსარებლობით და კათოლიკესთან ევქარისტული კავშირი არ გვქონდა ,მაგრამ არც ბიზანტიურ-რუსული გაურკვევლობები , იდრ როგორც მაგალითად საპატრიარქოში უწმინდესი და უნენარესი უშვებდა ბაპტისთა ქადაგებებს . არა იმიტომ რომ ერთი რწმენა გვაქვს...არამედ ხაზს უსვამდა ჩვენი ეეკლესიის ტოლერანტულ ხასიათს...

ამას ვამბობ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gruzian_ka

Siknadmo

ზნეობა არაა მართლმადიდებლების მიერ შექმნილი ცნება. ის მანამდეც არსებობდა. მე შემიძლია დათა თუთშხიას სიტყვების ციტირება იმისათვის, რომ მარტივად ავხსნა რა პრინციპით ვცხოვრობ: "სხვას ნუ შეაწუხებ, ერს ზარალს ნუ მიაყენებ და ისე, იყავი, როგორც გინდოდეს და იცხოვრე, როგორც მოგეხასიათოს". სულ ესაა. მარტივადაა აქ ყველაფერი.

 

მანამდე როდის არსებობდა? და მართლმადიდებლობა როდის არ არსებობდა? 10 მცნება შენ მართლმადიდებლობა არ გგონია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლაშა შენ საერთოდ არ ხარ მორწმუნე

კი , ერთგვარად აგნოსტიკოსი ვარ , თუმცა მართლმადიდებლურად მონათლული და ეკლესიის მიმართ ჩემი მოწიწება მაქვს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...