Jump to content
Planeta.Ge

რატომ დაიხურა ,,ერთსულოვნება"?


Recommended Posts

 

 

რად უნდა ღირსებას რეკლამა, ის ისე არსებობს, უჩუმრად... მმკ-ს ამდენწლიანი შრომაც ასეა, უბრალოდ ამ შრომის შედეგებმა ვიღაცეებს გეგმები ჩაუშალეა და ამიტომ გადაირივნენ ასე, თორემ ეს ორგანიზაცია, როგორც ვიცი 10 წელია არსებობს, მაგრამ არავინ შეუწუხებია და არავის შევარდნია სახლში... ახლა უბრალოდ დუმილის დრო არაა, გრიგოლი ღვთისმეტყველი ბრძანებს-,,დუმილით გაიცემა ქრისტე"...

მე მომბეზრდა მათზე საერთოდ საუბარი. ერთი რამე ვიცი, ისინი არიან კრიმინალები..

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

 

მუხლი 154. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა

 

1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან,

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. (28.04.2006. N2937)

 

-----------------------------------------

 

მუხლი 239. ხულიგნობა

 

ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ;

გ) ხულიგნობისათვის მსჯავრდებულის მიერ,

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ

წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით,ისჯება

თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. (28.04.2006.N2937)

 

 

კრიმინალებზე მე რა უნდა ვილაპარაკო, ვისაც მოწონს კრიმინალები ეს მათი პრობლემაა და არა ჩემი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 130
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

 Anima Libera

Siknadmo ვერ გამიგე შენ.   მე იმ დოგმების არ მესმის, რომელიც ჩემთვისაა მიუღებელი და გაუგებარი, იმ დოგმებს არ ვთვლი სავალდებულოდ, რომელიც ჩემის აზრით სრულიად ზედმეტია ადამიანის ნორმალური არსებობისა და

gruzian_ka

მოგეხესენებათ, უკვე ორი დღეა მაუწყებლობა შეწყვიტა საპატრიარქოს ტელევიზიამ, ოფიციალურ მიზეზად ტელევიზის მიერ დაუფარავი ვალები დასახელდა, თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომ ეს ფაქტი უკავშირდება იმ ოცწუთი

gruzian_ka

ამ რიტორიკის მიხედვით ქრისტიანობა აგრძელებს არსებობას, მაგრამ აღარ არსებობს კონსტანტინეპოლი (დღეს სტამბულია და მოლა კივის), აღარ არსებობს ალბანეთი, უფრო ადრეული შემთხვევა თუ გინდათ-მკვდარი ზღვის ფსკერ

მე მომბეზრდა მათზე საერთოდ საუბარი. ერთი რამე ვიცი, ისინი არიან კრიმინალები..

 

 

ვაიმე არ მჯერა, მაგათი დისკრედიტაცია როგორმოგბეზრდება შენ? ეგ კანონები კიდე რატო დადე აქ, ჟურნალისტის ცემის და ხეულიგნობის ერთ ფაქტს ვერ დებს ტელევიზია... ხელის შეშლა და გადაცემი ჩაშლა ბუნებრივია ხდება ხოლმე სტუდიაში, სადაც უამრავი კამერა მუშაობს, როგორ ერთმაც არ გადაიღო ცემის ან ხულიგნობის ფაქტი? რაც პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, მაგას არ ქვია ხულიგნობა და მაგის გამო ადამიანებს არ ასამართლებენ... თვითონ ნაცემი ადამიანი რომ ყავთ დაპატიმრებული, იკითხეს საერთოდ ვინ ცემა ის ბიჭი? ვიღაცა ხომ უნდა დაიკითხოს ძიების პროცესში? მოკლედ ამ ქვეყანაში კანონებით ნუღა მელაპარაკები რა... აქ კანონი მარტო იმ ადამიანებზე ვრცელდება ვინც არ ევასებათ...

თუ მოგბეზრდა საერთოდ ნურაფერს ნუ დაწერ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაიმე არ მჯერა, მაგათი დისკრედიტაცია როგორმოგბეზრდება შენ?

დიკრედიტაცია საკუთარ თავს მოუწყეს, მე რაში მჭირდება? :D თუმცა შენ რა გჯერა და რა არა, ეს მე ნამდვილად არ მაინტერესებს

ჟურნალისტის ცემის და ხეულიგნობის ერთ ფაქტს ვერ დებს ტელევიზია...

:D მთელმა საქართველომ ნახა კავკასიაზე და მეორე ფიზიკური შეურაცხყოფა ნახეს ჰელოუინზე

რაც პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, მაგას არ ქვია ხულიგნობა და მაგის გამო ადამიანებს არ ასამართლებენ..

ეს თქვი სასამართლოზე :D

? მოკლედ ამ ქვეყანაში კანონებით ნუღა მელაპარაკები რა...

აბა სჯულის კანონით გელაპარაკო? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო რა ნაცემი აქუს ვიდეც დადეთ იმის დამატკიცებლად რომ ეს ხალხი გსასამართლებელი იყო.

 

ეს აქუ მარტო ამ სიაფანდობაზეა გასახეთქი ცემაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიკრედიტაცია საკუთარ თავს მოუწყეს, მე რაში მჭირდება? :D თუმცა შენ რა გჯერა და რა არა, ეს მე ნამდვილად არ მაინტერესებს

 

 

ისტორიკოს, ქრისტიანობის ისტორიაც გეცოდინება შენ, ქრისტიანობის დევნას თვითონ ქრისტიანობის დისკრედიტაცია არასოდეს გამოუწვევია, პირიქით განსაცდელი აძLიერებს ქრისტიანს...

დიდი იმედები ნუ გექნებათ მმკ-ს დისკრედიტაციის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gruzian_ka

საქმეც მაგაშია, რომ ის რაც დღეს ხდება არაფერი კავშირი არა აქვს ქრისტიანობის დევნასთან. ქრისტიანობა აგრძელებს ტავის გზას მშვიდად და წყნარად, ხოლო ვინც ავიწროვებს თავის გამოხდომებით, კი ხეხავს აგერ ვირის აბანოს.

Edited by asesino_141
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდი იმედები ნუ გექნებათ მმკ-ს დისკრედიტაციის...

მე რა იმედი უნდა მქონდეს, უკვე დისკრედიტებულია.. ;)

ისტორიკოს, ქრისტიანობის ისტორიაც გეცოდინება შენ, ქრისტიანობის დევნას თვითონ ქრისტიანობის დისკრედიტაცია არასოდეს გამოუწვევია, პირიქით განსაცდელი აძLიერებს ქრისტიანს...

:D ნუ ჯერ ესერთი შეადარე მოდი ერთმანეთს I-II საუკუნეებში ქრისტიანების საქციელი და მმკ-ს საქციელი. შევადაროთ მოდი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე რა იმედი უნდა მქონდეს, უკვე დისკრედიტებულია.. ;)

 

:D ნუ ჯერ ესერთი შეადარე მოდი ერთმანეთს I-II საუკუნეებში ქრისტიანების საქციელი და მმკ-ს საქციელი. შევადაროთ მოდი :D

შენ რა იცი I-II საუკუნეების ქრისტიანების საქციელი? იქ იყავი? :) ამასთან მაპატიე და ძალიან გაცვეთილი რიტორიკაა...არავინ პრეტენზიას არ აცხადებს ვინმეს მსგავსებაზე...

თანაც შენ, ასეთი მასშტაბების ინფორმაციის მფლობელ ადამიანს, ალბათ გსმენია და გაგიგია პიარ ტექნოლოგიების შესახებ, როგორ ახდენს ის ადამიანის ზომბირებას, და აჯერებს, რომ თეთრი შავია, ან პირიქით... დღეს მთელი მსოფლიო დაკავებულია სწორედ მისი გამოყენებით, ასე რომ შენი რიტორიკაც ამის ნაწილია და ყველა ხვდება ამას... ლოგიკა ასეთია, თუ ადამიანს ბევრჯერ ეტყვი, რომ მმკ აგრესორი და ფაშისტია, ის დაიჯერებს, მაგრამ ეს ასე არ არის, აღმოჩნდა, რომ არც ისე დავბრმავებულვართ... :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ რა იცი I-II საუკუნეების ქრისტიანების საქციელი? იქ იყავი?

წყაროები არსებობს

თანაც შენ, ასეთი მასშტაბების ინფორმაციის მფლობელ ადამიანს

ბევრ ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ, ერთ სემესტრიანი კურსი გავიარე ქრისტიანობის ისტორიაშე ესაა და ეს.. ;)

ალბათ გსმენია და გაგიგია პიარ ტექნოლოგიების შესახებ, როგორ ახდენს ის ადამიანის ზომბირებას, და აჯერებს, რომ თეთრი შავია, ან პირიქით

მე ეს ჯგუფი არ მომეწონა პირველად ჰელოუინი რომ დაარბია და ახალგაზრდები რომ ცემეს :D

 

რაც შეეხება შავზე თეთრს, ეხლა შენ მიმტკიცებ ამას. გინდა თუ არა კრიმინალები არ არიან ესენიო, არა და კანონში ნათლად წერია, გადაცემის ჩაშლა, მარატო ეს რომ ყოფილიყო, ეს ისჯება..

ასე რომ შენი რიტორიკაც ამის ნაწილია და ყველა ხვდება ამას

ყველაში ვის გულისხმობ?

 

ეჰ მასონიც გამხადეს :D

მმკ აგრესორი და ფაშისტია, ის დაიჯერებს, მაგრამ ეს ასე არ არის, აღმოჩნდა, რომ არც ისე დავბრმავებულვართ.

აგრესორი რომ არ იყოს ჰელოუინს არ დაარბევდა.. ;) (კავკასიაზე ლაპარაკი ზედმეტია)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

აგრესორი რომ არ იყოს ჰელოუინს არ დაარბევდა.. ;) (კავკასიაზე ლაპარაკი ზედმეტია)

 

იმ ინციდენტამდე რა იყო თუ იცი შენ? ატასგზის გაფრთხილება, არ მოეწყოთ ეს სატანისტური ღონისძიება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე, ეს ეტყობა,,გამორჩAთ" ჩვენს ტელევიზიებს... წელსაც აღნიშნეს მაკდონალდსში და სხვა დახურულკლუბებშI და შეუვარდათ იქ ვინმე?

შენ იურისპრუდენციაშიც განსწავლული ხარ და პოლიციასაც ხომ აქვს უკიდურეს შემთხვევაში იარაღის გამოყენების უფლება კრიმინალის წინააღმდეგ? ე.ი. ისიც ფაშისტი და მოძალადეა?(იმედია, სწორად გაიგებ ამ შედარებას) ის და ყველა დანარჩენი ინციდენტი იყო იმ გულგრილობის და ცინიზმის შედეგი, რასაც მართლმადიდებლების წინააღმდეგ იჩენს ე.წ. ლიბერალური საზოგადოება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gruzian_ka

საქმეც მაგაშია, რომ ის რაც დღეს ხდება არაფერი კავშირი არა აქვს ქრისტიანობის დევნასთან. ქრისტიანობა აგრძელებს ტავის გზას მშვიდად და წყნარად, ხოლო ვინც ავიწროვებს თავის გამოხდომებით, კი ხეხავს აგერ ვირის აბანოს.

ამ რიტორიკის მიხედვით ქრისტიანობა აგრძელებს არსებობას, მაგრამ აღარ არსებობს კონსტანტინეპოლი (დღეს სტამბულია და მოლა კივის), აღარ არსებობს ალბანეთი, უფრო ადრეული შემთხვევა თუ გინდათ-მკვდარი ზღვის ფსკერზეა სოდომი და გომორი... გამუსულმანებულია ძირძველი ქრისტიანული კერები... აი შედეგი, რაც ამ რიტორიკას შეიძLება მოყვეს, თორემ არ ყოფილა დრო, როცა უფალი არ არსებობდა და არც იქნება ის დრო როცა ის არ იქნება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმ ინციდენტამდე რა იყო თუ იცი შენ? ატასგზის გაფრთხილება, არ მოეწყოთ ეს სატანისტური ღონისძიება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე, ეს ეტყობა,,გამორჩAთ" ჩვენს ტელევიზიებს... წელსაც აღნიშნეს მაკდონალდსში და სხვა დახურულკლუბებშI და შეუვარდათ იქ ვინმე?

ვისი რა საქმეა სად ჩაატარებენ? რომელი კანონი უშლით მათ ჩაეტარებინათ მსგავსი ღონისძიება?

ე.ი. ისიც ფაშისტი და მოძალადეა?

არა ის კანონის დამცველია

იმედია, სწორად გაიგებ ამ შედარებას

როდესაც უკანონობას ამართლებ, თავად ხდები უკანონობა ;)

ის და ყველა დანარჩენი ინციდენტი იყო იმ გულგრილობის და ცინიზმის შედეგი, რასაც მართლმადიდებლების წინააღმდეგ იჩენს ე.წ. ლიბერალური საზოგადოება...

ერთი სიტყვით კანონი დაარღვიეს და შერჩათ, ეხლა კანონი დაარღვიეს და რომ არ შერჩათ გადაირიეთ.

 

ჩემი აზრით მაშინ რომ დაეჭირათ, კავკასიის ამბავი არ მოხდებოდა საერთოდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვისი რა საქმეა სად ჩაატარებენ? რომელი კანონი უშლით მათ ჩაეტარებინათ მსგავსი ღონისძიება?

შენის სახლის წინ, რომ ვინმემ, (ზრდილობიანად ვიტყვი)ფიზიოლოგიური მოთხოვვნილებები დაიკმაყოფილოს, კანონებით დაუწყებ ლაპარაკს? მასე არც იმას არ უშლის კანონი... მან უნდა იცოდეს, რომ ამისთვის არსებობს ტუალეტი, ეს კანონებში არ წერია,მაგრამ ხომ ვაგნებთ ტუალეტს?

არა ის კანონის დამცველია

 

შენ მღვდელი რა გგონია? სჯულის კანონი სასაცილოდ რომ არ გყოფნის, იმას დაცვა არ ჭირდება?

 

ჩემი აზრით მაშინ რომ დაეჭირათ, კავკასიის ამბავი არ მოხდებოდა საერთოდ.

უფალმა უკეთესად იცის სად, როდის და რა უნდა მოხდეს... დაველოდოთ მოვლენებს...

Edited by gruzian_ka
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ ეს ციტატების ჩასმა მასწავლეთ რაა... ვერ ვსვამ და აბდაუბდა გამოდის..თემას არ ეხება მარა მაინც რა...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უფალმა უკეთესად იცის სად, როდის და რა უნდა მოხდეს... დაველოდოთ მოვლენებს...

ალბათ ამ ფორუმზე ყველამ იცის რომ ათეისტი ვარ, მაგრამ ამის და მიუხედავად რელიგიურ პოზიციებიდან გეტყვი. ღმერთი არ ერევა ამ სამყაროს ცხოვრებაში, რომ ჩაერიოს ეს იქნება ადამიანის თავისუფალი ნების შეზღუდვა. ამის გარდა, რასაც ჩვენ გავაკეთებთ "უკანონობას" მერე არ გვქონდეს რაღაცეების იმედი, ღმერთის სახელის გამოყენებით კრიმინალი რომ შეგვრჩეს. ასე რომ შენ შეგიძლია იფიქრო რომ კრიმინალის უკან ღმერთია, მარა ადამიანების კანონით ეს მას არ უნდა იცავდეს. დაარღვია უნდა დაისაჯოს და ტოჩკა, სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...