planetanews Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/ertsulovneba.png ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებმა” 22 ივნისს პრეზიდენტს და მთავრობას მოუწოდეს, „10-10%-ით გაზრდილი სარეზერვო ფონდებიდან დაუყოვნებლივ დაიფაროს სულ რაღაც 50 000-ლარიანი დავალიანება” და აღდგეს საპატრიარქოს ტელევიზიის ”ერთსულოვნების” მაუწყებლობა. ფრაქციის ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტელევიზიისთვის სიხშირის მინიჭების თაობაზე „ქრისტიან-დემოკრატების” ინიციატივით მოლაპარაკება არაერთხელ დაიწყო , თუმცა ამ პროცესს შედეგი არ მოჰყოლია. ტელე-რადიო-კომპანია „ევრიკამ” საპატრიარქოს ტელევიზიის მაუწყებლობა 21 ივნისს, 11:00 საათზე გათიშა, მიზეზი „ერთსულოვნების” მიერ დაგროვილი დავალიანებაა. საპატრიარქოს ტელევიზია შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე „ევრიკის” სიხშირეზე მაუწყებლობდა. “ჩვენ უკვე გადაუდებელ აუცილებლობად მივიჩნევთ საპატრიარქოსთვის საკუთარი სამაუწყებლო სიხშირის გამოყოფას”- განაცხადა ახვლედიანმა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვალდებულია ორ წელიწადში ერთხელ ჩაატაროს სოციოლოგიური კვლევა მაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით. ამის საფუძველზე კომისია კონკრეტული სამაუწყებლო კომპანიისთვის ლიცენზიის მინიჭების საკითხს განსაზღვრავს. ამგვარი სოციოლოგიური კვლევა 4 წელია არ ჩატარებულა, რა მიზეზითაც, ოფიციალურად შეჩერებულია ლიცენზიების გაცემა. კომისიის ერთ-ერთი წევრის ირაკლი მოსეშვილის თქმით, გასულ წელს სოციოლოგიური კვლევა ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ჩატარდა, თუმცა მზადება საზოგადოებრივი აზრის გამოსარკვევად არც ამჟამად მიმდინარეობს. ამასათან, მოსეშვილის თქმით, კომისიას სამართლებრივად უფლება არ აქვს „ევრიკასა” და „ერთსულოვნებას” საქმეში ჩაერიოს, რადგან საქმე ორ იურიდიულ პირს ეხება და ხელშეკრულებაც მათ შორისაა დადებული. „როგორც კომისიის წევრი მხარეებს მოვუწოდებ, კონკრეტულ სიტუაციაშიც საერთო ენა გამონახონ, რადგან საფრთხე შეიძლება თავად „ევრიკასაც” შეექმნას, თუ ის 90 დღის განმავლობაში არ იმაუწყებლებს. მოგეხსენებათ, ასეთ შემთხვევაში, კანონის მიხედვით, მოსალოდნელია, „ევრიკასთვის” ლიცენზიის დროებით შეჩერების ან, სულაც, ჩამორთმევის საკითხი დაისვას”, თქვა ირაკლი მოსეშვილმა,” ყველას ინტერესშია, რომ პრობლემა დროულად მოგვარდეს.” ლევან ჟორჟოლიანი, Media.ge Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts