planetanews Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/rfi_logo-150x65.png „ფრანს ტელეკომი“ და „ნუველ ობსერვატორი“ ფრანგული გაზეთ „მონდის“ შესაძენად ესპანელებთან ერთიანდებიან. მათი კონკურენტები, ბიზნესმენების – მატიე პიგასის, პიერ ბერჟეს და ქსავიე ნიელის ალიანსი პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის არ აწყობს: ცნობილია, რომ პიგასი და ბერჟე სოციალისტებთან არიან დაახლოებულები ორშაბათი, 21 ივნისი – გავლენიანი ყოველდღიური გაზეთის „მონდის” გაყიდვის ბოლო ვადაა. წინა დღით, კვირას, ცნობილი გახდა ზოგიერთი დეტალი იმის შესახებ, თუ რა ელის გაზეთს მომავალში. „მონდს“ მყიდველი იმის გამო ესაჭიროება, რომ სერიოზული ვალები აქვს, დაახლოებით 80-დან 120-მილიონ ევრომდე. სატელეკომუნიკაციო კომპანია „ფრანს ტელეკომის“ და ჟურნალ „ნუველ ობსერვატორის“ მფლობელმა კლოდ პერდრიელმა გაზეთის ყიდვაზე წინასწარი შეთანხმება გააფორმეს ესპანურ მედია-კომპანია „პრისასთან“. „პრისას“ ეკუთვნის ყოველდღიური ესპანური გაზეთი „ელ პაისი“ და იმავდროულად, „მონდის“ 15%-იანი წილის მფლობელია. სამივე პარტნიორს ერთად გაზეთ „მონდის“ აქციების 67%-ის გამოსყიდვა შეუძლია. „ფრანს ტელეკომმა“ კვირას განაცხადა, რომ გაზეთის შეძენისთვის ინვესტიცია 50-60 მილიონ ევროს შეადგენს. „ნუველ ობსერვატორის“ მფლობელი და დამფუძნებელი კლოდ პერდრიელი ადრე იუწყებოდა, რომ წინადადება 80-დან 100-მილიონამდე ევროს შეადგენს. კერძოდ, ისინი გეგმავენ აქციების 34%-ის გამოსყიდვას, რომლებიც დღეს ჯგუფ „ლაგარდერს“ ერთ-ერთ უმსხვილეს ფრანგულ კომპანიას ეკუთვნის („ლაგარდერი“ მასობრივი ინფორმაციის მთელ რიგ საშუალებებს ფლობს და იმავდროულად ინტერესები აქვს იარაღების წარმოების სფეროში). პრეზიდენტ სარკოზის აჩრდილი… ზოგიერთ მიმომხილველს მიაჩნია, რომ „ფრანს ტელეკომის“ უკან, რომლის 26% საფრანგეთის ხელისუფლებას ეკუთვნის, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ელისეს სასახლე დგას. საინფორმაციო სააგენეტოს „ფრანს პრესიის“ თანახმად, „მონდის“ გაყიდვის თემამ პოლიტიკური ელფერი შეიძინა, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გასაგებად აღნიშნა, რომ ის კონკურენტების – „ფრანს ტელეკომის“ და „ნუველ ობსერვატორის“ მიერ ყიდვის წინააღმდეგია. უხერხული კონკურენტები „მონდის“ შეძენის ალტერნატიურლი წინადადებით ასევე გამოვიდა ალიანსი, რომელიც შედგება ბანკირი მატიე პიგასის, მეწარმე პიერ ბერჟეს და სატელეკომუნიკაციო კომპანია Free-ს დამფუძნებლის და პრეზიდენტის ქსავიე ნიელისგან. 11 ივნისს ინფორმირებულმა წყარომ ფრანგულ მედიას საფრანგეთის პრეზიდენტის და „მონდის“ დირექტორის ერიკ ფოტორინოს შეხვედრის შესახებ შეატყობინა. ამ შეხვედრაზე ნიკოლა სარკოზი გაზეთის პიგასი-ბერჟე-ნიელის ტრიოსთვის მიყიდვის წინააღმდეგი იყო. პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო გაზეთს არ დაეხმარება, რაც მისი ტიპოგრაფიისთვის აუცილებელია. დამკვირვებლების აზრით, ნიკოლა სარკოზის უკმაყოფილების მიზეზი მატიე პიგასის და პიერ ბერჟეს ფიგურებია, იმ ბიზნესმენების რომლებიც ოპოზიციურ სოციალისტურ პარტიასთან არიან დაახლოებულები. მატიე პიგასი სოციალისტების, დომინიკ სტროს-კანის და ლორან ფაბიუსის ეკონომიკის მინისტრთა კაბინეტის თანამშრომელი იყო. პიერ ბერჟე ფინანსურად ეხმარება პრეზიდენტობის სოციალისტთა ექს-კანდიდატ სეგოლენ რუაიალს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts