planetanews Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/laituri_big.jpgსაავიაციო შემთხვევა გურიაში. ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში ვერტმფრენი ჩამოვარდა. პატარა, ერთკაციანი ვერტმფრენი მდინარე ნატანების სანაპიროსთან დაეცა და ორად გაიხლიჩა. წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენი დაბა ურეკისა და სოფელ მერიის მიდამოებში ამერიკული პეპლის საწინააღმდეგო შეწამვლებს ახორციელებდა. პილოტი დაშავებულია და ოზურგეთის კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო სამსახურებია მობიზილიზებული. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარეობს გამოძიება. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts