FIORENTINO Posted August 23, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2008 საჩხერის რაიონის სოფელ ჯრიაში რუსულმა ჯარმა საგუშაგო გააუქმა საჩხერეში რუსულმა საოკუპაციო ჯარის ნაწილებმა კიდევ ერთი საგუშაგო სოფელ ჯრიაში გააუქმეს და პერევში განლაგდნენ. ამის შესახებ აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტთან საუბრისას საჩხერის რაიონის გამგებელმა ზურაბ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, სოფელ პერევში, რომელიც ჯავის რაიონის მოსაზღვრედ მდებარეობს, რუს ჯარისკაცებს 5 ჯავშანტრანსპონტიორი ჰყავთ განთავსებული. რაც შეეხება საჩხერის შესასვლელს, ამ დროისათვის სოფელ კორბოულთან საავტომობილო გზა გათავისუფლებულია. მაგისტრალს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო საჯარისო ქვედანაყოფებმა საჩხერის ტერიტორიაზე, სოფელ პერევში შესვლა ჯავის რაიონიდან მოახერხეს, რის შემდეგაც რაიონის პიკეტირება ქართული პოლიციის მიერ რამდენიმე დღე გაგრძელდა. რუსულ ჯარს საგუშაგოები რაიონის სამ სოფელში, კორბოულში, ჯრიასა და პერევში ჰქონდათ განთავსებული. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.