Jump to content
Planeta.Ge

გია ცაგარეიშვილის კომენტარი


Recommended Posts

გია ცაგარეიშვილი: "რუსეთის მხრიდან საქართველოს კონფლიქტის რეგიონების დამოუკიდებლობლად ცნობა კავკასიაში შექუცევად პროცესებს გამოიწვევს"

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია ცაგარეიშვილი მიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს კონფლიქტის რეგიონების დამოუკიდებლად აღიარება კავკასიის რეგიონში შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს, რაც რუსეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

 

როგორც აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტთან საუბრისას ცაგარეიშვილმა განაცხადა, კავკასიის ხალხი საქართველში კოსოვოს პრეცენდენტის გამეორებას თვალდახუჭული არ შეხვდება და რეგიონში დაიწყება რუსეთის წინააღმდეგ აფეთქება.

 

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდება.

 

მისი თქმით, აქამდე რუსეთის ქმედებები მხოლოდ არგამოცხადებული ომის ქრონიკა იყო და გამოცხადებული ომი საქართველს ჯერ კიდევ გადასატანი აქვს.

 

"საქართველოსთვის მისი კონფლიქტის რეგიონების დამოუკიდებლად აღიარება რუსეთის მხრიდან, რა თქმა უნდა დანაკლისია, თუმცა ეს რუსეთის წინააღმდეგ კავკასიის რეგიონში შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს. აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლად აღიარება რუსეთის ფედერაციის დაშლის საწინდარი გახდება", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

მისი თქმით, რუსეთის ქმედებები საქართველოს ტერიტორიის მიტაცების მორიგი ნაბიჯია და აფხაზმა და ოსმა ხალხმა ილუზია არ უნდა შეიქმნას, რომ ისინი რეალურად დამოუკიდებლები გახდებიან.

 

http://itnexclusive.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...