Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ქართული მაფია გადატრიალებას გეგმავდა


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/frankfruter4.jpg

 

ანდრეას ფიორსტერი

 

საქართველოში ერთი წლის წინ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებში ძლიერი კრიმინალური დაჯგუფებები უდიდეს როლს თამაშობდნენ. ავსტრიელმა გამომძიებლებმა ეს ინფორმაცია პან–ევროპული ქართული მაფიოზური ორგანიზაციის საქმის გამოძიების ფარგლებში აღმოაჩინეს. ავსტრიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ანგარიშის თანახმად, რომელიც Frankfurter Rundschau–მ მოიპოვა, როგორც ჩანს, ორგანიზაცია 2009 წელს თბილისში საქართველოს მთავრობის დამხობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დახმარებით გეგმავდა.     

 

სააკაშვილი ხელისუფლებაში 2004 წელს, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ მიმართული მშვიდობიანი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოვიდა. მალევე, მან ანტიკორუფციული კამპანია წამოიწყო, რის შედგადაც კორუმპირებული სახელმწიფო მოხელეები სამსახურებიდან დაითხოვეს და კრიმინალური ავტორიტეტები დააპატიმრეს.     

 

2008 წელს აჯანყებული რეგიონის სამხრეთ ოსეთის ძალით დაბრუნების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რასაც რუსეთთან ხანმოკლე ომი მოჰყვა, მოსახლეობაში უკმაყოფილებამ იმატა. 2009 წლის გაზაფხულზე, თბილისში მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო: ოპოზიცია სააკაშვილის გადადგომას და პოლიტიკურ რეფორმებს მოითხოვდა. ის, რომ ქართული მაფია ამ დემოკრატიული საპროტესტო ტალღის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობდა, დღემდე უცნობი იყო.  

 

აგენტები ქართული მაფიის კვალზე წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში დასავლეთ ევროპაში მცხოვრები ქართველების სატელეფონო მოსმენებით გავიდნენ. მარტში, უსაფრთხოების სამსახურებმა ოპერაციები რამდენიმე ქვეყანაში ჩაატარეს. ოპერაცია Java–ს დროს 75 ადამიანი დააკავეს გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და ესპანეთში. მარტო გერმანიაში ორდერი 17 ადამიანის დაპატიმრებაზე გაიცა. ოპერაციაზე პასუხისმგებელი იყო ავსტრიის კრიმინალური პოლიცია, რადგან ორგანიზაციის მთავარი წევრები ვენაში ცხოვრობდნენ და მათი ფულადი ოპერაციების დიდიწლად აქ ხორციელდებოდა.

პროცესების მმართველი საბერძნეთიდან

 

ორგანიზაციას, რომელსაც კომპანიის სახე აქვს და იერარქიულად მკაცრადაა დაყოფილი, ლაშა შუშანაშვილი მართავდა – ქართველი, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობს. სატალეფონო ჩანაწერების შედეგები ავსტრიის კრიმინალური პოლიციის 66 გვერდიან საგამოძიებო ანგარიშში 15 მარტის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე მოხვდა. მასში ნათქვამია: „ორგანიზაციის კიდევ ერთი გაცხადებული მიზანი დიდი დემონსტრაციების ორგანიზებით და საინფორმაციო საშუალებებით დესტაბილიზაციის მიღწევა და დემოკრატიულად არჩეული მთავრობის, კონკრეტულად კი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის და პრეზიდენტის დამხობის საქმეში კორუმპირებული მაღალჩინოსნების დამხარება იყო“.         

 

ამის მიზეზი სააკაშვილის ანტიკორუფიცული კანონები გახდათ, რაც მაფიის მამებს მათი საქმიანობის უცხოეთში გადატანას აიძულებდა. მთავრობის დამხობით მაფია იმედოვნებდა „იმ  გავლენის აღდგენას, რომელიც მას 2005 წლამდე გააჩნდა და საქართველოში დაბრუნებას“, – ნათქვამია ანგარიშში.    

 

ავსტრიასა და გერმანიაში განხორციელებული სატელეფონო საუბრების გაშიფვრით, ჩინოვნიკებმა გაარკვიეს, რომ ამჟამად დაკავებული ვენის ცენტრში მდებარე რესტორნის მფლობელი შუშანაშვილის ორგანიზაციასა და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის „დამაკავშირებელი რგოლი“ იყო.

 

რესტორნის მფლობელს მუდმივი კონტაქტი ჰქონდა მოსკოვში მცხოვრებ იგორ გიორგაძესთან, ნათქვამია ანგარიშში. გიორგაძე საქართველოს უშიშიშროების ყოფილი მინისტრია, რომელმაც 1995 წლის სექტემბერში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ თავი რუსეთს შეაფარა. თბილისმა მისი დაპატიმრებისთვის ინტერპოლს მიმართა.

 

ანგარიშში ვკითხულობთ: „გიორგაძე საქართველოში დემონსტრაციების ორგანიზებით და პოლიციისგან ძალადობის გამოწვევით რევოლუციის მოწყობისკენ მიისწრაფვის.შ ემდეგ მათ მიერ კონტროლირებადი მასობრივი მედია საშუალებებით უნდა დაიწყოს კამპანია, რომელიც მთავრობის დამხობას გამოიწვევს“.   

 

როგორც ჩანს, მაფიოზური დაჯგუფება მხოლოდ ოპოზიციაზე გავლენას არ ცდილობდა, მათ დიპლომატიურ წრეებშიც შეაღწიეს. ვენის კრიმინალური პოლიციის ანგარიშის თანახმად, „ავსტრიაში მცხოვრებ ორგანიზაციის წამყვან წევრებს მჭიდრო კონტაქტები ჰქონდათ საქართველოს საელჩოს ან საკონსულოს წარმომადგენლებთან და მათი მხარდაჭერით და დახმარებით ინფორმაციას იღებდნენ“.   

 

ავსტრიის საგამძიებო ორგანოები, როგორც ჩანს აცნობიერებენ, რომ მათი ცნობები პოლიტიკურად მგრძნობიარეა. ანგარიშის თანამხად, შუშანაშვილის ორგანიზაციის წინააღმდეგ საქმის მასალებში აუდიო პროტოკოლები „საქართველოში პოლიტიკურ გავლენასთან მიმართებაში“ ცალკე ინახება. მოხდება თუ არა მათი წარდგენა მაფიის წევრების წინააღმდეგ დაგეგმილ პროცესზე, გაურკვეველია.  

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...