FIORENTINO Posted August 23, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2008 სერგეი ჩაბანთან დაგეგმილი შევხვედრა ჩაიშალა 12 ქართველი ჯარისკაცის გათავისუფლების საკითხზე დღეს, 23 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრა რუსული მხარის ინიაციატივით ჩაიშალა. ამის შესახებ ინფორმაცია "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ალეკო ახვლედიანმა მიაწოდა. "ჩაბანთან დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. დაგვირეკეს და გვითხრეს ჩვენ სამხედროების გაყვანით ვართ დაკავებული და სხვა საკითხებისთვის არ გვცალიაო. მათ არა აქვთ ჩვენს კითხვებზე პასუხი და ეს მოიმიზეზეს. რაც შეეხება ქართველ ჯარისკაცებს, სავარაუდოდ ურთასთან მდებარე რუსული სამშვიდობოების საგუშაგოზე იმყოფებიან", - განაცხადა ალეკო ახვლედიანმა "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორეპონდენტთან საუბრისას. ცნობისათვის, აღნიშნული შეხვედრა სერგეი ჩაბანთან ენგურის ხიდთან მდებარე 301-ე საგუშაგოსთან უნდა გამრთულიყო. რაც შეეხება რუსი სამშვიდობოების საგუშაგოს, ის ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთასთან მდებარობს და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებამდე იყო განთავსებული. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.