newstudio Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი "საგადასახადო კოდექსი" ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას ხელს შეუშლის.ამის შესახებ ოქრიაშვილმა დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი განიხილეს. მისი თქმით, პროექტის თანახმად მიკრო ბიზნესის გადასახადებისგან გათავისუფლება პროგრესული გადაწყვეტილებაა, თუმცა იმ კომპანიებისთვის მაღალი გადასახადების დაწესება, რომლებსაც მაღალი მოგება აქვთ, მიუღებელია. http://new.interpressnews.ge/ge/ekonomika/138214-kakha-oqriashvili-dartsmunebulia-rom-akhali-qsagadasakhado-kodeqsiq-qveyanashi-investiciebis-shemodinebas-khels-sheushlis.html პ.ს. გარდა ამისა, იზრდება უმაღლესი სასწავლებლების გადასახადები, რაც ავტომატურად გაზრდის ისედაც მაღალ სწავლის საფასურს, იზრდება ასევე ალკოჰოლზე აქციზი ორჯერ... მოკლედ welcome to the hell Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 არის პოზიტივებიც, აქციზის გაზრდა არაყზე და ლუდზე ტელეკომუნიკაციაში აქციზის შემოღება, 10% სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის გაზრდა დღგ-ს გარეშე ბრუნვის გაზრდა 100 000 დან 200 000-მდე 30 000 მდე ბრუნვა გადასახადი -0% Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 newstudioსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი "საგადასახადო კოდექსი" ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას ხელს შეუშლის. P.S.P-ს ეტყობა შეუტიეს,ალბათ ცოტა შეიტანა ნაცების ფონდში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 (edited) არაყზე აქციზის გაზრდას მივესალმები ყველა კიდურით. არყის ფასი უნდა გახდეს მინიმუმ 15-20 ლარი ერთი ბოთლი. აი კუსტარულად დამზადებულისა და ჩამოსასხმელის რეალიზაციასაც თუ აკრძალავენ კარგი იქნება. ლუდის აქციზის ზრდა ცუდია, არ მომწონს. ღვინოზეც თუ გაზარდეს - კატასტროფა. უმაღლესი სასწავლებლები დახურონ ბარემ სუყველა, მაინც აცდენენ ახალგაზრდობას, წავიდნენ და სოფელში იმუშაონ :018: Edited June 22, 2010 by asesino_141 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 newstudioახალი საგადასახადო კოდექსი უმრავლესობის წევრიც კი აღშფოთდაამ სათაურს კაი დემაგოგიის სუნი ასდის!არ გეკადრება!საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი "საგადასახადო კოდექსი" ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას ხელს შეუშლის.როდის აქეთ იცხელებს თავს ოქრიაშვილი ინვესტიციებზე ზრუნვით?! იმ კომპანიებისთვის მაღალი გადასახადების დაწესება, რომლებსაც მაღალი მოგება აქვთ, მიუღებელია.მაგათაც უნდა გაუუქმონ საერთოდ - ბარემ ეგ ეთქვა! ეტყობა ძვირი დაუჯდა ეს არჩევნები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 (edited) იმ კომპანიებისთვის მაღალი გადასახადების დაწესება, რომლებსაც მაღალი მოგება აქვთ, მიუღებელიაუმრავლესობის წევრიც კი აღშფოთდა რა ვიცი, ევროპა და მემარცხენეობა რომ მოგწონთ, იმ ქვეყნებში მასეა. რაც უფრო მაღალი შემოსავალი გაქვს, მით უფრო მეტად იბეგრები. მართვის თეორიაამ სათაურს კაი დემაგოგიის სუნი ასდის!არ გეკადრება!შესაფერისია ;) Edited June 22, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 Saturnრა ვიცი, ევროპა და მემარცხენეობა რომ მოგწონთ, იმ ქვეყნებში მასეა.დაასკვნა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 newstudioეგრეა. ესპანეთში ეგრეა ყოველ შემთხვევაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 Saturnმართვის თეორიამართვის თეორია, on Today, 09:32 PM, said:ამ სათაურს კაი დემაგოგიის სუნი ასდის!არ გეკადრება! შესაფერისია რატომაა შესაფერისი? რა არ მოგწონს ამ კოდექსში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 newstudioმიკრო ბიზნესის გადასახადებისგან გათავისუფლება პროგრესული გადაწყვეტილებაა, მივესალმები ბიზნესი და დასაქმება ახალი ენერგიით დაიმუხტება newstudioპ.ს. გარდა ამისა, იზრდება უმაღლესი სასწავლებლების გადასახადები, კატეგორიულად არ მომწონს ეს ცვლილება სწავლის გადასახადი ისეაც მაღალია ეს არის სპეციალური თანმიმდევრული განათლების სისტემის დანგრევის გეგმა რომელიც ითვალისწინებს იმას რომ რაც შეიძლება მეტი უსწავლელი იყოს ქვეყანაში არც დიპლომი ექნება არც განათლება რაც საშუალებას მისცემს ჩამოთესლებულ უცხოელებს ქართვეელბი დაიქირაონ მცველებად შვეიცარებად მიმტანებად მეძავებად newstudioიზრდება ასევე ალკოჰოლზე აქციზი ორჯერ... მივესალმები უნდა გაზრდილიყო ოთხჯერ ან ექვსჯერ რომ ღრეობები გაუთავებელი სმა და მერე ავარიებში მოყოლები უაზრო ჩხუბები ხულიგნობა სხვა დანაშაულები აღარ მოხდება და მეორე დღესაც ნაბახუსევზე გამოშტერებულები არ მივლენ სამსახურებში ან არ დააგვიანებენ newstudioთუმცა იმ კომპანიებისთვის მაღალი გადასახადების დაწესება, რომლებსაც მაღალი მოგება აქვთ, მიუღებელია. მისაღებია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 23, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2010 FRIDRIXკატეგორიულად არ მომწონს ეს ცვლილება სწავლის გადასახადი ისეაც მაღალია ეს არის სპეციალური თანმიმდევრული განათლების სისტემის დანგრევის გეგმა რომელიც ითვალისწინებს იმას რომ რაც შეიძლება მეტი უსწავლელი იყოს ქვეყანაში არც დიპლომი ექნება არც განათლება რაც საშუალებას მისცემს ჩამოთესლებულ უცხოელებს ქართვეელბი დაიქირაონ მცველებად შვეიცარებად მიმტანებად მეძავებადნიკი გაგიტეხეს?> Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted June 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2010 არაყზე აქციზის გაზრდას მივესალმები ყველა კიდურით. არყის ფასი უნდა გახდეს მინიმუმ 15-20 ლარი ერთი ბოთლი. აი კუსტარულად დამზადებულისა და ჩამოსასხმელის რეალიზაციასაც თუ აკრძალავენ კარგი იქნება.კონტრაბანდას თუ არა, კუსტარულად(არალეგალურად) დამზადება-რეალიზაციას შეუწყობს სამწუხაროდ ხელს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted June 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2010 მართვის თეორიარატომაა შესაფერისი? რა არ მოგწონს ამ კოდექსში? კოდექსი რა შუაშია? სათაურზე ვთქვი თემის ავტორის შესაფერისია თქო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 23, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2010 Saturnთანდათან ირკვევა, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი თითქმის ყველაფრის გაძვირებას გამოიწვევს. ფინანსთა მინისტრი აღიარებს, რომ მოიმატებს ალკოჰოლური სასმელების ფასი, ოპოზიცია სამედიცინო მომსახურების გაძვირებაზე საუბრობს. ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე განათლების გადასახადის ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას, ფიჭური კავშირგაბმულობის დღგ-თი დაბეგრვა კი მობილური ტელეფონზე საუბარს გააძვირებს. ერთი სიტყვით, ძნელად თუ მოიძებნება სფერო, სადაც ფასების მატების პერსპექტივა არ ილანდება. http://presa.ge/index.php?text=news&i=11625 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2010 არაყი უნდა გაძვირდეს, იმიტომ, რომ არაყი დღეს ხელმისაწვდომია ნებისმიერი ფაქტიურად ნებისმიერი ადამიანისთვის თანაც უზომო რაოდენობით. აქტუალური გახდა ყოველდღიური არყით ქეიფი, დალევა, ჩახეთქვა, გაძღომა, გასკდომა, კუჭის, გულსისხლძარღვთა და ტვინის, ნერვების დაავადმყოფება. ჩემის აზრით არაყი მარიჰუანაზე რამდენჯერმე უფრო საზიანოა ჯანმრთელობისათვის და ასევე საზოგადოებრივი და ოჯახური წესრიგისათვის. არყის დიდი ოდენობით მიღება ფაქტიურად საშიშია მთვრალისა და მის გარშემო მყოფ ადამიანთა ჯანმრთელობისათის. ამიტომ უნდა გაძვირდეს, რომ შემცირდეს არყის მსმელთა და ასევე ერთ ჯერზე დალეული არყის რაოდენობა. კუსტარულად დამზადებული არყის გაყიდვაზე უნდა იყოს სერიოზული სასჯელი (გაფრთხილების შემდეგ) რომ ჭაჭის გაყიდვა როგორმე ამოიძირკვოს. უნდა მიხედონ ღვინოს, "გაბოთლონ" ღვინო, ასევე აკრძალონ დაფასოების გარეშე ღვინის გაყიდვა. და ჩვენ წარმოებულ ღვინოს ჩვენ თვითონ დავლევთ "ბოლომდე". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.