FIORENTINO Posted August 23, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 23, 2008 კოკოითი ქართველ დევნილებს უსაფრთხოებას პირდება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითმა, გაერო დაარწმუნა, რომ ქართველ დევნილებს, რომლებიც თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, დისკრიმინაცია არ ემუქრებათ. ამის შესახებ კოკოითმა გაეროს უმაღლეს კომისართან, ანტონიო გუტერიშესთან შეხვედრის დროს განაცხადა. "ედუარდ კოკოითმა დამარწმუნა, რომ ქართველი დევნილების ან სხვა იძულებით გადააადგილებულ პირთა მიმართ, რომლებიც სამხრეთ ოსეთში დაბრუნდებიან, ეთნიკური პრინციპით დისკრიმინაცია არ დგანხორციელდება", - განაცხადა გუტერიშემ. შეგახსენებთ, 15 აგვისტოს, გაზეთ "კომერსანტში" გამოქვეყნდა ედუარდ კოკოითის ინტერვიუ, რომელშიც იგი აცხადებდა, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადრე მცხოვრებ დევნილებს უკან დაბრუნების უფლება არ ექნებოდათ. მის ნათქვამს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ემოციური უწოდა და დე-ფაქტო პრეზიდენტს საერთაშორისო სამართლის ნორმები შეახსენა, რომელიც დევნილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების გარანტიას აძლევს. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.