planetanews Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ჯოშუა კუცერა საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის უახლეს ანგარიშში, რომელიც სამხრეთ ოსეთს ეძღვნება ( ამ ჯგუფის ანგარიშების კითხვა ყოველთვის ღირს), კარგადაა აღწერილი ის, თუ როგორ ვითარდება ბოლო დროს სამხედრო სიტუაცია სეპარატისტულ ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ძირითადად ოსურ და რუსულ წყაროებს ეყრდნობა და არა ქართული მხარის მონაცემებს, მასში ასახულია სამხედრო ძალთა საკმაოდ სერიოზული კონცენტრაცია, რაც საქართველოს შეშფოთების რეალურ მიზეზს უჩენს. დღეს სამხრეთ ოსეთზე პასუხს აგებს რუსეთის არმიის მე-4 ბრიგადა, რომელშიც ოფიციალურად 3,800 სამხედროა. ჯარი განლაგებულია ცხინვალში, ჯავაში და სოფელ ყანჩავეთში, ახალგორის რაიონში. კრიზისის ჯგუფს უთხრეს დასავლეთით, ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეში დამატებით სამხედრო ბაზის მშენებლობის შესახებ. არსებობს ცნობები, უფრო პატარა სამხედრო ბაზის შესახებ, რომელიც ქურთაში, ყოფილ ქართულ სოფელშია დისლოცირებული. მაღალ მთებზე განლაგებული ეს ბაზები, რუსეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილზე დომინირების პოტენციალს აძლევს. იმ დროს, როდესაც ახალგორის კონტროლს შესაძლოა სულაც არა აქვს განსაკუთრებული ღირებულება დე ფაქტო ხელისუფლებისთვის, იმის გამო, რომ ის თბილისიდან სულ რაღაც 50 კილომეტრში მდებარეობს, მოსკოვისთვის მას მაღალი სტრატეგიული ფასეულობა აქვს. ტანკებით, არტილერიით, სარაკეტო დანადგარებით და საჰაერო თავდაცვითი სისტემებით გამაგრებული, ის საქართველოს დედაქალაქს სეიოზულ საფრთხეს უქმნის, ისევე როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთ გზატკეცილს, რომელიც რუსეთის ჯარმა 2008 წელს ხელში ჩაიგდო და ქვეყანა რეალურად ორ ნაწილად გაყო. ქართველმა ექსპერტებმა გამოითვალეს, რომ იმავე ოპერაციას ახლა სულ ერთი საათი დასჭირდება. ასე რომ თავისი ძალების განმტკიცებით, რუსეთი, გარდა ამისა, ალბათ, უკეთ შესძლებს თავისი ურჩი ჩრდილო კავკასიური ტერიტორიების მეთვალყურეობასაც. რუსეთი ასევე აღადგენს და აშენებს სატრანსპორტო მარშრუტებს, რომლებსაც ორმაგი სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულება აქვთ. ის ტრანსკავკასიური ტრასისა და როკის გვირაბის აღდგენისთვის 35 მილიარდი რუბლის ($1.2 მილიონის) დახარჯვას გეგმავს. (სამუშაოების დასრულება 2012 წლისთვისაა დაგეგმილი). წინასწარი შეფასებებით, სამხრეთ ოსეთში გზების რეაბილიტაციას 10 მილიარდი რუბლი ($325 მილიონი) დასჭირდება. განიხილება აგრეთვე გზა მამისონის უღელტეხილზე, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს აკავშირებს. რუსეთმა ჯავასა და ახალგორში ვერტმფრენების აეროპორტის აშენებაზე ტენდერი გამოაცხადა. მოსკოვი სამხრეთ ოსეთში, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, რომელიც მას დანარჩენი საქართველოსგან გამოყოფს, 900 მესაზღვრე ყავს დისლოცირებული – მათ ოსური უშიშროების ჯარები შეცვალეს. მიუხედავად საქართველოს პროტესტისა, რუსი ექსპერტები ამჟამად დე ფაქტო ხელისუფლების თხოვნით ”სახელმწიფო საზღვრების” დემარკაციას ატარებენ. იმ 20 სასაზღვრო პოსტის დანიშნულება, რომლებიც შენდება, ალბათ, ქართული სამხედრო კომუნიკაციებისა და გადაადგილებების კონტროლიცაა. მათი მშენებლობა, როგორც მოსალოდნელია, 2011 წელს დასრულდება. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts