analgin Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 (edited) მე არ ვიცი ის, რასაც წაიკითხავთ, შეიძლება თუ არა გახდეს რევოლუციური და შესაძლებელია თუ არა ამგვარად ერთხელ და სამუდამოდ ქვეყნისთვის სასიკეთოდ (მეტ-ნაკლებად) დაბალანსდეს სახელისუფლებო შტოები, ანუ იმგვარად, რომ არ მივიღოთ არც ერთპარტიულ-კომუნისტური მმართველობა, არც კლანურ-მაფიოზური ელიტა და დამშეულ-გაღატაკებული ხალხი, არც შერჩევითი სამართალი და არც შეზღუდული თავისუფალი სიტყვა თუ არჩევანი.მიუხედავად იმისა ზოგიერთი ღიად მეთანხმება, გულში თუ საერთოდ არ მეთანხმება, ქვეყანაში ამჟამად გარდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა ყველაზე მწვავედ შემდეგი ხუთი პრობლემა დგას: - სუბიექტური და მართული (ხელისუფლებისგან) სასამართლო.- შსს, რომელიც იცავს არა საზოგადოებას და სამართალს, არამედ ხელისუფლების მიერ უკანონოდ მოპოვებულ ქონებას.- დარეკეტებული ბიზნესი და ზეკორუმპირებული სახელისუფლებო ელიტა.- კონტროლირებული მედია საშუალებები.- არასამართლიანი და გაუმჭვირვალე საარჩევნო სისტემა. არ მოვყვები სათითაოდ თუ რომელ პრობლემას რა უდევს საფუძვლად და რისგან წარმოიშვება ანდა პირიქით, რომელს რა მოსდევს და რას იწვევს, მხოლოდ კონკრეტულ რეფორმებს გთავაზობთ, არა კანონ-პროექტის, არამედ იდეის სახით. განვიხილოთ აქ და თუ შევჯერდით რომ რეალური აზრი და შედეგი შეიძლება მოჰყვეს, მერე კანონ-პროექტის დაწერა არაა შეუძლებელი საქმე. 1. ინფორმაციის საჯაროობა. - მართალია კანონი ამჟამადაც ავალდებულებს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციას, რომ ნებისმიერი ინფორმაცია გასცეს არა უმეტეს 20 დღისა, მაგრამ კანონში არაფერი წერია ვინ და რითი შეიძლება დაისაჯოს თუ ეს ინფორმაცია არ გასცა! შემოვდივარ ინიციატივით, ინფორმაციის სამჯერ დროულად არგაცემის შემთხვევაში იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი (მინისტრი, გამგებელი და ა.შ.) რომელმაც დროულად არ გასცა ინფორმაცია, ავტომატურად გათავისუფლებულ იქნას დაკავებული თანამდებობიდან. ამით ჯერ ერთი რომ ვაიძულებთ ყველას, დროულად და რაც მთავარია გასცენ ინფორმაცია და მეორეც აქვე ჩადებულია თავის დაზღვევის მექანიზმები იმ შემთხვევებისგან თუ ინფორმაციის არგაცემა მოხდა არა მინისტრის, არამედ კანცელარიის თანამშრომლის ან იმ პირისგან ვისზეც მინისტრმა გაწერა შემოსული წერილი. ანუ პირველი ორი შემთხვევის დროს შეუძლია თავად მოხსნას ის თანამშრომლები ან აიძულოს წესიერად იმუშაონ (თუ მართლა მათი შეცდომით მოხდა და არა მისი დავალებით) და სამჯერ თუ იგივე მოხდა 99% მინისტრის დავალებით ხდება და 1% დებილი ყოფილა და საკუტარ კადრებს თუ ვერ აკომპლექტებს და მართავს ქვეყანას სულ დააქცევს. 2. ყველა მაკონტროლებელი და მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე (კონტროლის პალატის, ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის და ა.შ.) უნდა ინიშნებოდეს ოპოზიციის წარდგინებით ანუ ოპოზიციიდან. 3. იუსტიციის მინისტრის პოსტზე უნდა ინიშნებოდეს ოპოზიციის წარდგინებით ანუ ოპოზიციიდან. თუ პროკურატურა გამოეყოფა იუსტიციას, მაშინ პროკურატურის ხელმძღვანელიც. 4. იუსტიციის საბჭოს მდივანი უნდა ინიშნებოდეს ოპოზიციის წარდგინებით ან ოპოზიციიდან. თუ იუსტიციის საბჭოს ჩამოერთმევა მიკერძოებული მოსამართლეების დასჯის უფლება, მაშინ იმ ორგანიზაციისაც, რომელსაც ეს ფუნქციები გადაეცემა. 5. თუ ყველა ეს პუნქტი შესრულდება ისედაც ხელ-ფეხი შეეკრებათ არჩევნების გაყალბების მსურველებს და ამხელა მასშტაბები აღარ იქნება, მაგრამ ის მცირე ნაპრალები რაც არსებობს, თავისუფლად შესაძლებელია ამოვსებულ იქნას იმ პროექტით, რომელიც ეროვნულმა ფორუმმა დადო. დაინტერესების შემთხვევაში იხ. აქ:http://forumi.ge/index.php?option=com_content&task=view&id=24205&Itemid=231 მოკლედ ჩემი აზრით ამგვარად მივიღებთ იმას, რომ ვერცერთი ხელისუფლება ვეღარ მოახერხებს დანაშაულები ჩაიდინოს და მათი ნაწილი დამალოს, რასაც დამალავს და შერჩეს ხახვივით, რადგან ოპოზიციას მუდმივად ექნება საშუალება მათი ნებისმიერი ნაბიჯი აკონტროლოს და გარდა იმისა რომ თითოეული დანაშაული დოკუმენტალურად დაადასტუროს, ოფიციალურად საქმეც კი აღძრას მათ წინააღმდეგ. აგრეთვე ძალთა ამგვარი გადანაწილება გამორიცხავს ქვეყანაში შეიარაღებული გადატრიალების მოხდენას (შსს, თავდაცვის სამინისტრო რჩება ხელისუფლებაში, შეკვეთილ სასამართლო განაჩენებს, რადგან სასამართლო რჩება იგივე, მხოლოდ მუდმივ შიშში, რომ თუ იქნებიან მიკერძოებულნი, პასუხს აგებენ) და ზემოტაც აღვნიშნე უკეთეს საარჩევნო გარემოს და სისტემას. აბა, იუზერებო რაში მეთანხმებით და რაში არა? © ლიცი Edited June 22, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maka Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 რა აზრი აქვს ამ ყველაფრის წერას, მართლა არ მესმის ვის აინტერესებს, ვინ გაითვალისწინებს........? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted June 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 (edited) maka ჩემი შეთავაზებაა ოპოზიციის მიმართ, რომ დაიწყოს აქციები სწორედ ამ მოთხოვნებით და ამაზე იმუშაონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, თორემ ამის ალტერნატივა მხოლოდ რევოლუცია და ბიშკეკისმაგვარი რაღაცაა + ისევ ეს სისტემა თუ დარცა და არ შეიცვალა დიდი საცდურია ნებისმიერი მომდევნო ხელისუფლებისთვის, არა აქვს მნიშვნელობა რა გზით მოვა, რომ ის არ შეცვალოს და იგივე გააგრძელოს რაც დღეს ხდება. პახოდუ არ მოდის ამ "მიშა გადადექიზე" დასავლეთი, ფრთხილად უყურებენ ნებისმიერი ხელისუფლების ცვლილებას და ამაზე მგონია, რომ აქტიურად აამუშავებენ ბერკეტებს. Edited June 22, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 analgin შენა და ანალგინ რამდენ პატიოსან ოპოზიციონერს იცნობ ან რამენი დამოუკიდებელი, რეალურად სუფთა, კრიმინალურ რეჟიმებთან უკომპრომისოდ დაპირისპირებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია იცი? maka 110% გეთანხმები.. ვიდრე ე.წ. საზოგადოებრივ პოლიტკური ელიტა არ განადგურდება და ღირსეული ადამიანები არ დაიკავებენ ლოკომოტივის-ელიტის პოზიციას მანამდე არაფერი მაგ ქვეყანას არ ეშველება.. ლუსტრაციაა საჭირო, სრულმასშტაბიანი ლუსტრაცია.. ქრომზე არ ქვოუუთებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 analginგამორიცხულია დასაწყისისთვის მასეთი მოთხოვნების შესრულება. სულ მცირედიდანაა დასაწყები, ისეთი მოთხოვნებიდან, რომლის დათმობაც ხელისუფლებას არ უნდა უმძიმდეს. ისეთი მოთხოვნებითა და პროტესტითაა საჭირო დაწყება, რომლის შერულებაშიც ჩვენ თვითონ ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, ანუ თავიდანვე დარწმუნებულები არ უნდა ვიყოთ, რომ არ შესრულდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maka Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 სულ მცირედიდანაა დასაწყები, ისეთი მოთხოვნებიდან, რომლის დათმობაც ხელისუფლებას არ უნდა უმძიმდეს. ან მე არ მესმის მართლა არაფერი ან.......აი სულ , მცირეზეც რო არ არიან ესენი წამსვლელები, მაგას მარტო მე ვხედავ ვითომ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 (edited) ოპოზიციის წარდგინებით დღევანდელ სიტუაციაში რასაც მივიღებთ ადვილი მისახვედრია,საპარლამენტო ოპოზიციას ვგულისხმობ. მასე იყო სწორედ სარჩევნო კოდექსის მიღებისას. ექვსმა პარტიამ ე.დ.პ-ს ინიციატივით, მხარი დაუჭირეს ასლანიჩებმა, პადოშამ, მე თვითონ, ჯონდიმ და მრეწველებმა მიშას ათმევინა რომ კოდექსი ოპოზიციის უმრავლესობასთან შეთანხმებით მივიღეთო,მარტო ალიანსი იყოო წინააღმდეგიო. დანარჩენები უბრალოდ არ მონაწილეობნენ.ამიტომ რაღაც მექანიზმებია მოსაფიქრებელი, თორემ იდეა კარგია. Edited June 22, 2010 by ძუკუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted June 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 asds მაგის ჩამოთვლას აზრი არა აქ ლევან. ჩემი სიტყვა არ არის ვინმეს პატიოსნების გარანტი. ეს გარანტი მხოლოდ მექანიზმებით უნდა შეიქმნას და სწორედ ამ მექანიზმზე ვლაპარაკობ. რაც შეეხება იმას რამდენად სუფთად უპირისპირდება ვინმე (ანუ შეკრული არაა მათთან) ამას აბა საიდან გავიგებთ? მე ფაქტებს ვეყრდნობი რომლის მიხედვიტაც ვიღაცას ჰქვია ოპოზიცია და რადიკალურად უპირისპირდება ხელისუფლებას. P.S. მაგ ლოგიკით ხელისუფლების წევრიც შეიძლეა ოპოზიციონერი იყოს და მკითხაობას აზრი არა აქვს. asesino_141 ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვაიძულოთ ზუსტად იმ თანმიმდევრობით დათმობა, რა თანმიმდევრობითაც დანომრილი მაქვს. დეკორაციისთვის არ უწერია მანდ ნომრები. ასევე ოპოზიციამ მოქმედებაშიც უნდა გამოიჩინოს თანმიმდევრულობა: 1. მიიღონ ოპოზიციური მემორანდუმი, რომ ამ მოთხოვნების მისაღწევად იბრძოლებენ.2. ტელეეთერის საშუალებით ერთობლივად გაუკეთონ ხელისუფლებას ეს შეთავაზება.3. დაიწყონ საელჩოებთან, გაეროსთან, ევროკავშირთან, ევროპარლამენტთან, ეუთოსთან და საელჩოებთან ამაზე მუშაობა.4. გამართონ აქციები და გააგრძელონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა.5. უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა პუნქტი მიღწეულ იქნას, რომ ნაპრალები არ დატოვონ და წყალში არ ჩაიყაროს მუშაობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maka Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 analginიავიცი, არ მჯერა მე, რომ ბავშვი ბაღიდან ეგრევე მე-9 კლასში უნდა შევიყვანოთ... რაის ინფორმაციის საჯაროობას და რაის მაკონტროლებლების წარდგინებას სთხოვ, ახლა გჯერა შენ რომ მაგას შეასრულებენ თუნდაც თავი დაიწვას ვინმემ პარლამენტის წინ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted June 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 ძუკუ მე ვფიქრობ არ უნდა იყოს ხელის კვრები, ყველა ოპოზიციური ძალა უნდა შემოურთდეს ამ ინიციატივას. ვინც არ შემოურთდება ხო თავისთავად დაიწვება, რომ არაა ოპოზიცია, რაკიღა რომელი ნორმალური ოპო იტყვის ამაზე უარს? ხოდა ჩაიდოს მექანიზმი რომ არ მოხდება ოპო-შეტავაზების გადაკეთება და ალტერნატიულ წინადადებებზე გადასვლა. იბრძოლებენ მხოლოდ იმისთვის რასაც ითხოვენ.ანუ ჩემი იდეა, კონტროლის ბერკეტების ხელში აღებას გულისხმობს და არა ძალაუფლების ან პრივილეგიების და ეხლა სიტყვაზე მიშამ რო თქვას, მოდი იუსტიციის მინისტრი, მაკონტროლებლების უფროსები არა და გარემოს დაცვის და კულტურის სამინისტროებს მოგცემთო, ამაზე არ უნდა დათანხმდნენ და სულ არაფერს, გვაძლევენ და ავიღოთო არ უნდა თქვან. P.S. აქციები მაინც აუცილებელი მგონია, რაკიღა მახსოვს შსს-ს მინისტრის მოადგილეობას სთავაზობდნენ, რაზეც სალომე დათანხმდა და დაავიწყდათ. აქციებით ისევ წამოვლენ დათმობაზე და სანამ არ დაინიშნება და დაიწყებს მუშაობას, მანამ არ შეწყდება აქციები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 აქციები აუცილებელია, მაგრამ თანამიმდევრული და კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული აქციებია საჭირო. ბრახ და გადადგა დღეს მიშა და წაიყოლა ნაცნაღები, რას შვრები მერე? გრეჩიხა პრეზიდენტი, ალასანია შსს, სალომე საგარეო... ხვალ რამე შეიცვლება? ბექაურები და მისნაირი სირები აღარ იქნებიან? გგონია სუბელიანი რამის მინისტრი ვერ გახდება? ან უგულავას აღარ აირჩევენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted June 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 asesino_141 ზუსტად მაგას არ ვამბობ მერე? http://planeta.ge/index.php?showtopic=29637&view=findpost&p=289497 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 analginჰო, მაგრამ მოთხოვნების შინაარსში არ გეთანხმები. ადრეა ჯერ და შეუსრულებადი. მასეთი მოთხოვნეები კვლავ მიშა გადადექი-ში გადაიზრდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted June 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2010 asesino_141 ვახ გამაგიჟებ შენ მე...ან არადა აქ რო არ ცხოვრობ გკიდია და იმიტო. მე გარემოს რეალურ ცვლილებაზე მაქ საუბარი, მექანიზმებით და გარანტიებით და სხვა რა უნდა მოვითხოვოთ აბა? საკონონმდებლო ინიციატივებს ნუ ჩამომითვლი, ეგ არ არის მექანიზმი, არ შეასრულებენ და ვსიო, უჩივლე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.