planetanews Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/download.pngეროსი კიწმარიშვილი “რუსთავის2″ –ის დაბრუნებას გეგმავს. როგორც კიწმარიშვილმა დღეს, ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხადა, მას მიუნხენში შეხვედრა ირაკლი ოქრუაშვილთან და ქიბარ ხალვაშთან ჰქონდა. ”ირაკლი ოქრუაშვილს სუბარი-გაჩეჩილაძის “ქართულ იდეაზე” ვესაუბრე. ამ შეხვედრას გაჩეჩილაძე და ნოღაიდელიც ესწრებოდნენ. “რუსთავი 2″-ის საკითხზე კი მიუნხენში ქიბარ ხალვაშსაც შევხვდი. მასთან შეხვედრის მიზანი ”რუსთავი 2″-ის კანონიერი მესაკუთრეებისათვის დაბრუნება იყო. ჩვენ სამართლებრივი დავა გვაქვს. მე ხალვაშის, ხალვაშს კი ხელისუფლების წინააღმდეგ აქვს სარჩელი შეტანილი. ხალვაში მისი დაკარგული უფლებების აღდგენას და ბიზნესის დაბრუნებას ითხოვს~,-განაცხადა კიწმარიშვილმა. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts