Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge სემნები ამცირებს შიშებს, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენლობის შეზღუდვას უკავშირდება


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg

 

ერევანი – პიტერ სემნები, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად 2006 წლის თებერვლიდან მუშაობს, ცდილობს იმ შიშების შემცირებას,  რომელიც რეგიონში ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობის შეზღუდვას უკავშირდება.

 

„რადიო თავისუფლების“ სომხეთის ბიუროსთან ინტერვიუში ერევანში, სადაც მან ეს–ესაა ორდღიანი ტური დაასრულა, სემნებიმ შეამცირა ევროკავშირის ინიციატივასთან დაკავშირებული ხმები, თითქოს საელჩოების რიცხვი რეგიონში ერთ, თბილისში მდებარე ევროპულ რეგიონალურ შტაბამდე მცირდება.

 

„ევროკავშირმა ეს–ესაა განაახლა კომისიის დელეგაციები სამივე დედაქალაქში ევროკავშირის სრულ წარმომადგენლობებამდე“, – განაცხადა სემნებიმ. „სამივე ქვეყანა ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ახალ და მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ და ვიწყებთ მოლაპარაკებებს თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებებზე, რაც მკაფიოდ მოითხოვს თითოეულ ამ ქვეყანაში ყოფნას, რაც გათვლილია ინდივიდუალურად თითოეული ამ ქვეყნის სიტუაციასა და საჭიროებებზე“.            

 

სემნებიმ უარი თქვა მეორე ინიციატივის კომენტირებაზე, რომლის მიზანიც თითქოს ევროკავშირის წარმომადგენლობის  შემცირებაა სტრატეგიულად მნიშვნელოვან და პოლიტიკურად დაძაბულ სამხრეთ კავკასიის რეგიონში – წინადადება, რომლითაც გასულ თვეში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კეტრინ ეშტონი გამოვიდა და რომლის თანახმადაც რამდენიმე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა უნდა გაუქმდეს, მათ შორის სემნებისიც.  

 

წინადადება, რომელიც დღესაც განხილვის სტადიაშია, მნიშვნელოვნად ამცირებს ევროკავშირის ყოფნას სამხრეთ კავკასიაში. ეშტონის გეგმას რეგიონში განგაშის ზარები მოჰყვა, განსაკუთრებით საქართელოში, რომელიც დღემდე აღდგენის პროცესშია 2008 წლის რუსეთთან ომის შემდეგ და ევროკავშირს თბილისს და მოსკოვს შორის დამცავ ხანძარსაწინააღმდეგო კედლად აღიქვამს.   

 

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მეორე პოსტი, რომელსაც ასევე გაუქმება ელის, მოლდოვაშია, და ახლა ის კალმან მიჟეის უკავია. სემნების თქმით მას არ სურს კომენტარის გაკეთება „მიმდინარე დისკუსიაზე იმის შესახებ, თუ როგორ სახეს მიიღებს მომავალში ევროპული დიპლომატიური წარმომადგენლობა“.      

 

სემნების ვიზიტი ერევანში ორი დღეში განხორციელდა მას შემდეგ, რაც სომხეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მთიანი ყარაბახის აჯანყებულ რეგიონში შეტაკებისას ოთხი სომეხი ჯარისკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით ერთი აზერბაიჯანელი მებრძოლიც დაიღუპა ბრძოლაში, რომელიც იმ საკონტაქტო ხაზის გასწვრივ გაჩაღდა, რომელიც უშუალოდ აზერბაიჯანის ტერიტორიას მთიანი ყარაბახის ეთნიკური სომხებით დასახლებული ტერიტორიისგან მიჯნავს.

 

შეტაკება ზუსტად იმ დღეს მოხდა, როდესაც რუსეთის, აზერბაიჯანის და სოხმეთის პრეზიდენტები ერთმანეთს სანკტ–პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე შეხვდნენ მთიან ყარაბახზე, სამხრეთ კავკასიის სამი „გაყინული კონფლიქტიდან“ ერთ–ერთზე სასაუბროდ.

 

სემნებიმ სიტუაციას „ძალიან სამწუხარო“ უწოდა და განაცხადა, რომ ყველა მხარემ საკითხზე გამოსავალი მოლაპარაკებების გზით უნდა იპოვოს.

 

„მართლაც მიუღებელია, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება“, – განაცხადა სემნებიმ. „და დამატებით ამას უაზროდ, ტრაგიკულად ეწირება ადამიანთა სიცოცხლე. ეს ინციდენტი იმის დემონსტრირებაა, რომ საკონტაქტო ხაზის გასწვრივ  დაძაბული სიტუაციაა, რაც მარტივად შეიძლება კონტროლს აღარ დაექვემდებაროს, და რომ აცულებელია ყველა შესაძლო ზომების გამოყენება დაძაბულობის განმუხტვისა და ნდობის ატმოსფეროს შექმნისთვის“.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...