Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- მიხეილ სააკაშვილმა პუტინი და შაჰ-აბასი ერთმანეთს შეადარა


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/saakashvili111-300x206.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვაზისა და ღვინის 33-ე კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის ემბარგოსთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინი და შაჰ-აბასი ერთმანეთს შეადარა .

 

“არსებობს პროდუქციის მოკვლის ორი მეთოდი – შაჰ-აბასმა, უბრალოდ, ამოძირკვა ვაზი, პუტინმა კი უფრო თანამედროვე მეთოდი გამოიყენა – ჯერ მიაბა ქართული ღვინო რუსულ ბაზარს, ხოლო შემდეგ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის შეტანა აკრძალა. ეს მეთოდი გაცილებით ეფექტური აღმოჩნმდა, ვიდრე – შაჰ-აბასის”, – აღნიშნა სააკაშვილმა

 

პრეზიდენტმა ემბარგოზე საუბრისას ვლადიმერ პუტინთან 2006 წლის შეხვედრის დეტალებიც გაიხსენა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />“ემბარგოს გამოცხადების შემდეგ, 2006 წელს პეტერბურგში შევხვდი ემბარგოს ავტორს. ვლადიმერ პუტინმა შეხვედრაზე 4 საათი დაიგვიანა. რუსმა ჟურნალისტებმა ქართველი კოლეგები პუტინის ბუფეტში დაპატიჟეს, სადაც ბუფეტის თანამშრომლები მათ ქართული კონტრაბანდული ღვინით გაუმასპინძლდნენ მაშინ, როდესაც ვლადიმერ პუტინმა სახალხოდ დაიფიცა, რომ არც ერთი ბოთლი ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე არ იქნებოდა. რამდენიმე თვის წინ ერთი უცხოელი მაღალჩინოსანი მიყვებოდა, რომ მოსკოვში ვიზიტისას ყოველთვის ქართული ღვინით უმასპინძლდებიან. რუსეთმა საკუთარ ხალხს აუკრძალა ქართული ღვინო; საკუთარი თავისთვის კი, ერთი დღითაც არ უთქვამს უარი”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

IPN

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...