planetanews Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/11/200904070913.jpgის რომ ყირგიზეთის რესპუბლიკაში რაღაც დალპა, თანაც გაცილებით მეტად, ვიდრე ჰამლეტის დროინდელ დანიის სამეფოში, ცხადია ჯერ კიდევ გადატრიალებამდე შეიქმნა, თუმცა ცოტა ვინმე თუ მოელოდა შიდა-პოლიტიკური დაპირისპირების ასეთ სწრაფ ესკალაციას, რომელიც ქვეყნიდან პრეზიდენტის გაძევებით დაგვირგვინდა ყურმანბეკ ბაკიევის რეჟიმი, რომელიც ,,ხელისუფლებაში ე.წ. ,,ტიტების რევოლუციის” წყალობით მოვიდა, ისეთივე არაკომპეტენტური, კორუმპირებული და გამყიდველი აღმოჩნდა, როგორც მისი წინამორბედი” (The Times) არადა, რა რომანტიულად იწყებოდა ყველაფერი 2005-ში: ,,ტიტების რევოლუცია”, დასავლეთის დიდი იმედები და გივი თარგამაძე ყირგიზულ ქუდში იქაური აქსაკალების და საქსაულების ფონზე. მოვლენეთა სწრაფი განვითარება და დამანგრეველი შედეგები სტიქიურ უბედურებას მოაგონებდა, თუმცა საერთო სურათის ანალიზი აჯანყებულთა მოქმედების მიღმა საკმაოდ მწყობრი ლოგიკისა და გააზრებული სცენარის დანახვის შესაძლებლობას იძლევა. ,,რეჟიმი დაამხეს. ტემპს რომლითაც ეს მოხდა, ხმები მოჰყვა იმის თაობაზე, რომ პროცესში უფროსი ძმის ხელი ურევია და პირველ რიგში ეჭვი რუსეთზე მიიტანეს” (The New York Times) ისე, ხელოვნებათმცოდნეებს ხშირად უწევთ ხელმოუწერელი ფერწერული ტილოების შესწავლა და სახასიათო შტრიხების მიხედვით მათი გამოცხადება ამა თუ იმ ცნობილი მხატვრის ნამუშევრად, დაახლოებით იგივე შემთხვევაა – სახასიათო ხელწერა სახეზეა, თუმცა ხელმოწერა არ სჩანს. რეჟიმის ზოგად თავაშვებულობასთან ერთად უკმაყოფილებას სხვა მიზეზებიც ჰქონდა. ყირგიზეთში, ,,მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. მათი შემოსავლის სასიცოცხლო წყარო უცხოეთში მომუშავე ყირგიზების ფულადი გადმორიცხვებია” (Foreign Policy) რაღაც ნაცნობი კი არის სიტუაციის ამგვარ დახასიათებაში, იგი რაღაცას ბუნდოვნად მოაგონებს, თუმცა მთავარი სხვა რამეა: არეულობის დაწყებისთვის საკმარისზე მეტი წინაპირობა არსებობდა. მოსკოვმა ძალიან სწრაფად დაამყარა კონტაქტი გამარჯვებულ ოპოზიციასთან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვაშინგტონშიც არავის გასჩენია განსაკუთრებული სურვილი ბაკიევის კლანს გამოსარჩლებოდა. როგორც სჩანს აწ განსვენებულმა რეჟიმმა იმდენი მოახერხა, რომ ორივე დაინტერესებული მოთამაშისთვის მომაბეზრებელ პრობლემად იქცა, ხოლო ევროპის პოზიცია, ყირგიზეთში და რეგიონის სხვა ქვეყნებში შექმნილი ვითარების მიმართ, ალბათ შეიძლება განისაზღვროს ფორმულით ,,სიმშვიდე ნებისმიერ ფასად”, თუნდაც სტაბილურობის შენარჩუნების მეთოდებს ,,ტიტების რევოლუციის” მაღალფარდოვან ლოზუნგებთან საერთო არაფერი ჰქონდეს. იგი ,,იძულებულია ამ ტიპის სტაბილურობას შეეგუოს. ევროპა ენერგეტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით რეგიონზე გამორჩეულადაა დამოკიდებული” (Der Standard). ცხადია, ასეთი მიდგომა კრიტიკისგან დაცული ვერ იქნება: ,,ამგვარ რეჟიმებზე დამოკიდებულება ეთიკური თვალსაზრისით უზნეობაა და სტრატეგიული თვალსაზრისით კი წამგებიანი” (The New York Times). სულ რაღაც ერთ კვარტალში ვითარება პოსტ-საბჭოთა სივრცეში რადიკალურად შეიცვალა. ,,როგორი სამწუხაროც უნდა იყოს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ჩვენ უკვე შევეჩვიეთ რევოლუციების ჭკნობას იქნება ეს ,,ნარინჯისფერი რევოლუცია” უკრაინაში, ,,ვარდების რევოლუცია” საქართველოში და ახლა ,,ტიტების რევოლუცია” ყირგიზეთში” (The New York Times). საგულისხმოა ამ ჩამონათვალში საქართველოს მოხსენიება, მიუხედავად იმისა რომ ჩვენთან ხელისუფლება არ შეცვლილა, თუმცა საუბარი ალბათ იმაზეა, რომ საქართველოშიც დანიის სამეფოსი არ იყოს, რაღაც ნამდვილად დაჭკნა. ილია ფარჯიანი, ხელოვნებათმცოდნე. ForeignPRESS Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts