planetanews Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01376/fabio-capello_1376970c.jpgჩვეულებრივ მზერით, დინჯი თავდაჯერებულობით აკონტროლებს სიტუაციას და გარშემომყოფებს, ახლა კი სადღაც გამქრალა მისი სიმშვიდე და თვალებში გაურკვევლობის ნისლი ჩადგომია.აღარ ჩანს ის კაცი, ვინც საკლუბო ფეხბურთში გადავარდნილ ინგლისს ნაკრები გაუცოცხლა, მუნდიალის საკვალიფიკაციო ციკლი ერთი ამოსუნთქვით გამოატარა და დედამიწის მეორე გვერდზე მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან საომრად ფავორიტის სტატუსით ჩაიყვანა. სამხრეთ აფრიკაში ორმა მატჩმა ძლიერ შეცვალა ფაბიო კაპელო.“ვერც კი ვხვდები, რა ხდება ჩვენს თავს – ეუბნება დონ ფაბიო Mirror-ის ჟურნალისტს – თითქოს ყველაფერი თავის კალაპოტში მიედინება, ვარჯიშები ნაყოფიერი გვაქვს, მოთამაშეებს არავითარი გადაღლილობა არ ეტყობათ, ტემპი მაღალია. . . არ ვიცი. . . ვერც კი ვხვდები, როგორ აღმოვჩნდით ასეთ სათუო სიტუაციაში. . . ალჟირთან თამაშისას გულში ეჭვი შემეპარა, ვაითუ ეს დასასრულის მანიშნებელია და მეტი უბრალოდ ვეღარ შევძლოთ-მეთქი. კმაყოფილი ვარ თუ არა? როგორ შეიძლება ვიყო კმაყოფილი?! ორი წლის შრომა შეიძლება წყალში ჩაგვეყაროს!”ეჰ, დონ ფაბიო, სად მიდიოდი და სად აღმოჩნდი?! არადა, რა უკიდეგანო იმედით შემოქცქეროდა დედოფალ ელისაბედის საქვეშევრდომო. . . ახლა ჩივილის დრო აარაა, ეს არც გჩვეოდა არასდროს. ახლა ის დროა, აიყვანო ხელში თავიც და გუნდიც და ჩააბარო უდიდესი გამოცდა. ამას მოითხოვს შენგან დედა ინგლისი! View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts