Jump to content
Planeta.Ge

„საქართველოს დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის, გია თორთლაძის განცხადება


Recommended Posts

„საქართველოს დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის, გია თორთლაძის განცხადება

 

ავტორი გია თორთლაძე

 

 

დღევანდელი დღე, ჩემი, და „საქართველოს დემოკრატიული პარტიის“ გამარჯვების დღეა. იმ ადამიანების გამარჯვების დღეა, ვინც, თანმიმდევრულია თავის გადაწყვეტილებებში. ვისთვისაც, სახელმწიფოებრივი ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე მომხვეჭელობა და კონიუნქტურა. ვისაც, ჰყოფნის გამბედაობა მაშინ სთქვას „არა“, როცა ყველა გაჰკივის „ჩავქოლოთ“. ვინც, მტკიცეა თავის გადაწყვეტილებებში.

 

და, მე მიხარია, რომ ისინი, ვინც მებრძოდა დაშვებული, თუ, აკრძალული ყველა ხერხით, მაშინ, როცა მე პოლიტიკური ბრძოლის ერთადერთ სივრცედ არჩევნებს მივიჩნევდი, დღეს სწორედ ისინი იბრძვიან მანდატებისთვის. ეს, ჩემი, ჩემი პრინციპებისა და ჩვენი პარტიის დიდი გამარჯვებაა.

 

მაგრამ, ამასთან ერთად, მინდა გავამხნევო ჩვენი მომხრეები, რადგან, გონიერება და სამართლიანობა ყოველთვის ცოტაა ბუნებაში. „ცოტაა“, მაგრამ „დიდი ძალა“ აქვს. როგორც, ამ არჩევნებმაც დაადასტურა თანმიმდევრული პოლიტიკური ნაბიჯები განმსჭვალული სახელმწიფო ინტერესებით არ არის ეფექტური ელექტორატის მოსაზიდად. ისევე, როგორც, არ არის ეფექტური გააზრებული, მტკიცე ვალდებულებების წარმოდგენა მოსახლეობის წინაშე. გაცილებით „მომგებიანი“ ელექტორატის მოსაზიდად - უბრალოდ დაპირებებია, თუნდაც ზერელე. რა გაეწყობა, ყველას თავისი გზა აქვს.

 

დღევანდელი შედეგებით, თუ ვიმსჯელებთ, ჩვენ - ცოტანი ვართ. Dდა, ალბათ, ეს კანონზომიერიცაა, რადგან, ბევრი რომ ვყოფილიყავით ეს, ხომ საქართველო კი არა, კამელოტი იქნებოდა - სიმბოლო სამართლიანობისა და რაინდობისა.

 

2010 წლის 1 ივნისი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

„საქართველოს დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის, გია თორთლაძის განცხადება

 

ავტორი გია თორთლაძე

:* :givi: :what:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

დღევანდელი შედეგებით, თუ ვიმსჯელებთ, ჩვენ - ცოტანი ვართ

რა ვიცი 32 000 წევრი მყავსო და მაშინ თბილისში 1342 ხმა რატომ აიღო?

ბევრი რომ ვყოფილიყავით ეს, ხომ საქართველო კი არა, კამელოტი იქნებოდა - სიმბოლო სამართლიანობისა და რაინდობისა

გამომიჩნდა ლანსელოტი, თუ არტურობაზე აქვს პრეტენზია.

ისე რაც რეგიონებში ხმები აიღო ისიც ჩაუყარეს, მართალია იმაზე გაცილებით ნაკლები ვიდრევ ასლანიჩებს, მაგრამ მაინც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

რა ვიცი 32 000 წევრი მყავსო და მაშინ თბილისში 1342 ხმა რატომ აიღო?

რამდენი წევრიც ჰყავდა თბილისში იმდენი ხმა აიღო :givi:

 

მაგრამ ძირითადი ბირთვი, როგორც ჩანს რაიონებში ჰყავს, უფრო კონფლიქტურ რეგიონებთან

ახლოს დისლოცირებული, რათა კონფლიქტის განახლების შEმთხვევაში აქტიური ანტისაოკუპაციო მოქმედებები დაიწყონ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი წერეთელი - "ქართველი ერის ისტორიაში მიხეილ სააკაშვილი მნიშვნელოვანი ფიგურაა"

 

"არაფერს ვაკეთებ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ან ოპოზიციამ რამე დამიფასოს. ამას ისტორია დამიფასებს. ხელისუფლების მიმართ ლოიალობა არ მალაპარაკებს. მე რადიკალური ვარ რუსეთის მიმართ და იმ აგრესიის მიმართ, რაც მან გამოხატა საქართველოსთან დაკავშირებით. ვუჭერ მხარს იმ ადამიანს, ვინც უპირისპირდება ანექსიასა და ოკუპაციას", - აცხადებს ირაკლი წერეთელი გაზეთ "ჯორჯიან ტაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ირაკლი წერეთელი: ქართველი ერის ისტორიაში მიხეილ სააკაშვილი მნიშვნელოვანი ფიგურაა.

"ემოციური კაცი ვარ და შეიძლება ჩემს ემოციებს ბევრი რამ გადავაყოლო, ზოგჯერ მიხეილ სააკაშვილიც ემსხვერპლება ხოლმე ჩემს ემოციებს. მერე რა? შეუძლებელია, თვალები გაახილო და ქვეყანაში ვერ დაინახო, ვინ ვინ არის? სააკაშვილი არავის ეგონოს ხელწამოსაკრავი პიროვნება. ქართველი ერის ისტორიაში მიხეილ სააკაშვილი მნიშვნელოვანი ფიგურაა. ოპოზიცია კი შუაზე გასკდა უტვინო აქციებით. არ მიყვარს სიტყვა "მაგარი", მიშა კი ნამდვილად მაგარია. ის საკმაოდ ძლიერი ხელისუფალი აღმოჩნდა. სხვებს რომ ჰგონიათ, მიშა დამთავრდება, სწორედ მაშინ დაიწყებს აღზევებას - საქართველოს აუცილებლად მოევლინება ძლიერი პრემიერ-მინისტრის რანგში... არავითარ კულუარულ ინფორმაციას არ ვფლობ, უშუალო ურთიერთობა ბატონ მიხეილთან არ მაქვს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ვიცი, ის აფასებს ჩემს როლს საქართველოს ისტორიაში. სააკაშვილის იდეები ჩემსას ემთხვევა. თუმცა ქართველი ერის ნატო-ში გაწევრიანების იდეის ავტორი მე ვარ და არა ის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი წერეთელი.

"ყველა ადამიანს აქვს ნაკლი, მაგრამ არ მსურს ვილაპარაკო საქართველოს პრეზიდენტის ნაკლოვან მხარეებზე. იმდენი კაცი ლანძღავს უკვე, იმდენია მათ რიცხვში უნიჭო, ხელმოცარული, რომ აღარ მინდა მათ დავესგავსო. ხელისუფლების ლანძღვამ მიიღო ამაზრზენი და სასაცილო ხასიათი. არ მინდა სასაცილო ადამიანთა სიაში ჩავეწერო. ამას ხომ რეალურად არავითარი ფასი არ აქვს. მიშას მლანძღველები მაგონებენ იმ მითოლოგიურ პატარა ძაღლს, რომელმაც პირამიდებთან დაინახა სფინქსი, იყეფა, იყეფა და ყეფისგან გარდაიცვალა, სფინქსი კი საუკუნეებია დგას... დიდმა ფრანგმა ერმა 70 წელიწადს მეფე ლუდოვიკო მეთოთხმეტე აიტანა, რომელმაც 40 000 ადამიანი დასაჯა სიკვდილით. და 7000-ზე მეტი ქალი გააუპატიურა. მიხეილ სააკაშვილს ჯერ არც ერთი ადამიანი არ დაუსჯია სიკვდილით. ამიტომ მის ყურება ცოტა ხანს კიდევ მოგიწევთ", - აცხადებს ირაკლი წერეთელი და შეკითხვას - "იმდენად გინდათ ორიგინალური იყოთ, რომ მიშას ქებით ცდილობთ ამის გამოვლენას? - პასუხობს:

"არაფერს ვცდილობ. არ მსურს, სააკაშვილი გავლანძღო. აღარ მინდა. არსად და არასდროს ამ კაცს ირაკლი წერეთელი ცუდად არ უხსენებია. კარგი რა, ნამუსი ხომ მაქვს? ეს საზოგადოება არ იმსახურებს, რომ ირაკლი წერეთელმა ამ საზოგადოების გამო ლანძღოს სააკაშვილი. მიშა იმდენად წარმატებული პოლიტიკური ფიგურაა, რომ ამ საცოდავ ხალხს, რომელიც რაღაც დროებითი მიზნების მისაღწევად იყო გაერთიანებული და რომელიც დღეს უკვე დაიქსაქსა, ეს ხელისუფლება ნამდვილად სჯობია".

http://new.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...8-20062010.html

 

ლიცემერი: მოკლედ, ამ პატარა კომენტარით, მაგრამ დიიიდი გულით მინდა გითხრათ, რომ კიკას ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მე ვამაყობ მიშათი! შენ?

 

 

 

მოდეე კიკაც აქ იყოს, შამილს არ ეწყინება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღევანდელი დღე, ჩემი, და „საქართველოს დემოკრატიული პარტიის“ გამარჯვების დღეა. იმ ადამიანების გამარჯვების დღეა, ვინც, თანმიმდევრულია თავის გადაწყვეტილებებში. ვისთვისაც, სახელმწიფოებრივი ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე მომხვეჭელობა და კონიუნქტურა. ვისაც, ჰყოფნის გამბედაობა მაშინ სთქვას „არა“, როცა ყველა გაჰკივის „ჩავქოლოთ“. ვინც, მტკიცეა თავის გადაწყვეტილებებში.

 

 

შემდეგ არ წამიკითხავს...მარაზმი.. :puka:

თუ დამიჯერებთ ნაცებზე მეტად მეჯავრებიან ეს და თარგამაძე :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap

თუ დამიჯერებთ ნაცებზე მეტად მეჯავრებიან ეს და თარგამაძ

პადოშა მამენტ გალსტუკიან ხვლიკზე უარესია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგას ვინმე უსმენს ნეტავ ?

 

 

 

:)) :)) :)) :)) :)) :))

 

ყველაზე საზიზგარი პოლიტიკოსი თორთლადზე ვერ ვიტან ფუ ფუ

 

:)) :)) :)) :)) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თორთლა რა ქენი ვალები გადაიხადეეეე???? :018:

 

ვალებიც გადაიხადა და ლილოს ბაზრობაზე პატარ-პატარა წილებიც აირტყა

 

:018:

 

ყველაზე ჭკვიანი ეს ყოფილა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პადოშა მამენტ გალსტუკიან ხვლიკზე უარესია.

:yes:

გეთანხმები და ამ ახალგაზრდას კიდევ (შამილი) ვურჩევ გაეშვას მაგ ხალხს საერთოდ, კარგი ადამიანი ჩანს და ..............

ნუ თავისი საქმე მან იცის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეტყობა მართლა მაგრად დაცხა საქართველოში..ამ პადოშაზე დროს როგორ კარგავთ..?? Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვალებიც გადაიხადა და ლილოს ბაზრობაზე პატარ-პატარა წილებიც აირტყა

 

:018:

 

ყველაზე ჭკვიანი ეს ყოფილა

წარმატებული ადამიანი :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:yes:

გეთანხმები და ამ ახალგაზრდას კიდევ (შამილი) ვურჩევ გაეშვას მაგ ხალხს საერთოდ, კარგი ადამიანი ჩანს და ..............

ნუ თავისი საქმე მან იცის

მე შეხება არ მაქვს თორთლაზის პარტიასთან, არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ, ორად ორი პოლიტიკური ორგანიზაცია რომელთანაც მეტნაკლები შეხება მაქვს ესენია წერეთლის ანტისაოკუპაციო მოძრაობა და "მერაბ კოსტავას საზოგადოება" რომლის მხარდამჭერიც ვარ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...