planetanews Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 http://gerardacin.files.wordpress.com/2009/05/pique2.jpg კატალონიის ბარსელონას ახალგაზრდა ფეხბურთელი ჟერარდ პიკე დარწმუნებულია, რომ ფერნანდო ტორესი ადრე თუ გვიან დაუბრუნდება მშობლიურ მხარეში. ვფიქრობ, ყველას თუ არა, უმეტესობას მაინც უნდა გახსოვდეთ 2008 წლის ევროპის ჩემპიონატი და ესპანეთის ნაკრების ტრიუმფი. Euro 2008–მ და “უძლეველმა არმადამ” ევროპას ახალი “კოზირი” უჩვენა ფერნანდო ტორესისა და დევიდ ვილას სახით. დუეტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მალევე მათით ევროპის გრანდები დაინტერესდნენ. ბარსელონა კი ამ კლუბებს შორის ერთ–ერთი აღმოჩნდა. კატალონიელებმა ამ საქმის 50% კარგად შეასრულეს – ვალენსიას დევიდ ვილა მაინც წაართვეს. ახლა კი, მათი ახალი სამიზნე ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი ფერნანდო ტორესია. ბარსას ფეხბურთელმა, ჟერარდ პიკემ ერთ–ერთ ინტერვიუში თანაგუნდელის დასახასიათებლად თბილი სიტყვები არ დაიშურა: ” ფერნანდო და დევიდი ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენს ნაკრებს სჭირდება.” “მსოფლიოს 2 მაღალი დონის ფეხბურთელი” – ამ სიტყვებით მოიხსენია პიკემ დუეტი. მას სურს ტორესმა ბარსას შეთავაზება მიიღოს და ვილას გვერდით ითამაშოს: ” ორივე მათგანმა კარგად იცის თუ რა უნდა გააკეთონ სტადიონზე. როდესაც გუნდში ასეთი 2 ბრწყინვალე გყავს, იქმნება დუეტი, რომლის შეჩერებაც ძალიან რთულია. მახსოვს, 3 წლის წინ ფერნანდომ მოირგო ლივერპულის მაისური და მაშინვე კარგად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები. ყველანაირად ცდილობდა კლუბისთვის მაქსიმალურად დახარჯულიყო. ამას აკეთებდა კიდეც – გაჰქონდა გოლები. ნამდვილად არ ვიცი რა ვთქვა არსენალის კაპიტნის და ჩემი თანაგუნდელის ფრანსესკ ფაბრეგასის შესახებ. შესაძლოა აირჩიოს კიდეც ბარსა. ერთი რამ კი დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, შესაძლოა წელს არა, მაგრამ ადრე თუ გვიან, “ელ ნინიო” აუცილებლად დაბრუნდება მშობლიურ ესპანეთსი და ბარსაში განაგრძობს კარიერას.” წყარო: football365.com View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts