planetanews Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/newsweek.jpg ოუენ მეთიუსი ვაშინგტონის გადატვირთვას მოსკოვთან ერთი აშკარა მსხვერპლი ყავს: საქართველო. აშშ დაჟინებით ამტკიცებს, რომ ის კვლავინდებურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ვაშინგტონმა ისიც განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია ”აღარ უნდა განიხილებოდეს ხელისშემშლელ ფაქტორად” იმ ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესში, რომელიც მშვიდობიანი ატომის სფეროში თანამშრომლობას ეხება და რომელიც თავდაპირველად 2008 წელს, საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ განიხილებოდა. და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ვერ შესძლო მეამბოხე რეგიონების დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება მოპოვება, აშშ-ს მზარდი სიახლოვე მოსკოვთან რეალურად ბეჭედს ასვამს საქართველოს დანაწევრებას. რუსეთი, როგორც ჩანს, ამას ასეც აღიქვამს: საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამას წინათ დუმას განუცხადა, რომ 2009 წელს აშშ-სა და საქართველოს შორის დადებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ”აშშ-ს წარსული პოლიტიკის რელიქტია”. ნატოც მოსკოვის მიმართ დათბა და თბილისთან გაცივდა. ნატო-საქართველოს კომისიას, რომელიც 2008 წლის სექტემბერში შეიქმნა, არ დაუწესებია გაწევრიანების ის მიზნები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ეს კი იმის ცხადი ნიშანია, რომ ალიანსი არ ჩქარობს საქართველოს გაწევრიანებაზე ლაპარაკს. უფრო მეტიც, საფრანგეთი რუსეთისთვის თავისი იმ საბრძოლო გემების მიყიდვას ასრულებს, რომლებსაც რუსეთი აფხაზეთის დასაცავად გამოყენებას აპირებს. ისეთი ძველი მეგობრებიც კი, როგორიც არიან პოლონეთი და ბალტიისპირეთი, რომლებიც ერთ დროს ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე ხმამაღლა ყვიროდნენ, ახლა, როგორც ჩანს, ვაშინგტონის უკუსვლამ ნატოს ექსპანსიასთან და სარაკეტო ფართან დაკავშირებით, ამ მოვალეობისგან გაათავისუფლა. საბოლოოდ, ეს თბილისს იზოლაციაში ტოვებს. ძველი მეგობრები, რომლებიც ერთ დროს საქართველოს მტრის საზღვართან სტრატეგიულ თავდაცვით ადგილად განიხილავდნენ, ახლა მას უფრო ხელისშემშლელად აღიქვამენ – ისინი მოსკოვს უგზავნიან სიგნალს იმისას, რომ დიპლომატიური გარიგებები ურჩევნიათ რუსეთის სამეზობლოში კონფლიქტებში გახვევას. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts