Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ევრაზიაში არანაირი „კოლექტიური უსაფრთხოება“ არ არის


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/heritage_foundation.jpg

 

არიელ კოენი   

 

შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, ყირგიზეთში ეთნიკურ წმენდებთან დაკავსირებული პრობლემების დარეგულირებაში, თავისი მოკრძალებული დამოკიდებულებით კრემლის მიმართ, რეალობის იგნორირებას ახდენს. კრემლსა და ობამას თეთრ სახლს შორის „გადატვირთვის“ ირგვლივ ამდენი ხმაურის მიუხედავად, რუსეთი ევრაზიაში ამერიკის გავლენის შესუსტებას ცდილობს. როგორც არ უნდა იფიქროს ადმინისტრაციამ, რუსეთისთვის ევრაზიული გეოპოლიტიკა დაუსრულებელი „დიდი თამაშია“.

 

სამხუხაროდ, ეროვნული შუღლი ამ თამაშის ნაწილია. გასულ ხუთაშაბათს ყირგიზეთის სამხრეთში უზბეკების წინააღმდეგ ეთნიკური აჯანყებები დაიწო და ოფიციალური მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი ასობით ადამიანს აღწევს. ხოლო  საერთაშორისო წითელი ჯვრის შეაფსებით, სულ 700 მოკლული და რამდენიმე ათასი დაჭრილია.

 

ათობით ათასი უზბეკი ყირგიზეთი–უზბეკეთის საზღვრისკენ გარბის, ცდილობს რა თავდასხმებს გაექცეს. წითელი ჯვრის ზოგიერთი წყაროს შეფასებით, დევნილთა რაოდენობამ 80 ათასს ადამიანს მიაღწია. ჯერ–ჯერობით ძალადობის ტალღას უშუალოდ აშშ–ს სამხედრო საჰაერო ბაზამდე მანასში არ მიუღწევია.

 

ეს ბაზა, რომელიც ყირგიზეთის დედაქალაქთან ბიშკეკთან ახლოს მდებარეობს, ავღანეთში სამხედრო კამპანიის წარმოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ზურგში ცენტრისა და ავღანეთიდან მომავალი თვითმფრინავებისთვის საწვავით მომარაგების ფუნქციებს ასრულებს.  

 

გასულ კვირაში, ობამას ადმინისტრაციამ, ფერგანის ველზე ძალადობის აფეთქებისა და ყირგიზეთში ამერიკული სამხედრო ბაზებისთვის პოტენციური საფრთხის წარმოქმნის მიუხედავად, ამ ქვეყნისთვის სასწრაფო სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე უარი განაცხადა, იმის მიუხედავად, რომ  ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ მას მსგავსი თხოვნით მიმართა. ეს მთავრობა აპრილში ჩამოყალიბდა,  გადატრიალების შემდეგ, რომელმაც ბაკიევის ხელისუფლება დაამხო. მოგვიანებით, შაბათს, სამხედრო დახმარების აღმოჩენის თხოვნით, ყირგიზეთმა რუსეთს მიმართა. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ეს აშშ–ს პასიურობაზე რეაქცია იყო.   

 

როგორც ჩანს, შეერთებული შტატების მხრიდან სამხედრო დახმარებაზე უარი თქმა იმას ნიშნავს, რომ ობამას ადმინისტრაცია ხოცვა–ჟლეტის შეწყვეტისთვის მიზნით  რუსეთის ჩარევის იდეას პოზიტიურად უყურებს. დღეს პრეზიდენტ ობამას ეუთოსთან ერთად მუშაობა ურჩევნია, სადაც რუსეთი დომინირებს, რითაც ამ უკანასკნელს უფლებას აძლევს პირველმა თქვას უარი საკუთარი სამხედროების ცენტრალურ აზიაში გაგზავნაზე. ამერიკის თანხმობა რუსულ ჰეგემონიაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში სერიოზულ კითხვებს აჩენს.     

 

რუსები ჯერ უარს ამბობენ ყირგიზეთში საკუთარი ჯარების გაგზავნაზე, რაც იმის აღიარებას ნიშნავს, რომ პირადი შემადგენლობის დეფიციტი აქვთ. მაგრამ მათ მაინც გააგზავნეს კანტის რუსულ ავიაბაზაზე (ყირგიზეთის ჩრდილოეთ ნაწილი) საჰაერო დესანტის ორი ბატალიონი.

 

Washington Post–ში გამოქვეყნებულ სტატიაში დევიდ იგნატიუსი აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ყირგიზეთში უზბეკების ეთნიკური წმენდის საკუთარი ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისთვის გამოყენება შეუძლიათ. მაგრამ ეს ნაკლებად შესაძლებელია. იგნატიუსს „სასიამოვნოდ“ მიაჩნია ის ფაქტი, რომ რუსეთი და ამერიკა მზად არიან თანამშრომლობისთვის და არა ამ რეგიონში გავლენისთვის საბრძოლველად.   

 

თუკი ჩვენ ირანის საკითხზე რუსეთთან ერთად ვიმოქმედებთ, ჩვენ შევძლებთ „კოლექტიური უსაფრთხოების“ მიმართულებით სვლას, აცხადებს იგნატიუსი. შესაძლოა, იგი ადმინისტრაციის აზრს გამოხატავს.

 

თუმცა, კრემლისთვის ცენტრალური აზია მისი „ახლო საზღვარგარეთის“ ნაწილია, სადაც რუსეთს „განსაკუთრებული ინტერესები“ აქვს, როგორც ეს 2008 წელს პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა. „ახლო საზღვარგარეთში“ იგულისხმება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია, ბალტიისპირული ქვეყნების გამოკლებით.

 

კრემლმა ბოლოდროინდელ გადატრიალებას მხარი მდუმარედ დაუჭირა. ხოლო იმის გამო, რომ ყირგიზეთის ხელმძღვანელმა როზა ოტუნბაევამ ჩარევის თხოვნით რუსეთს ოფიციალურად მიმართა, კრემლმა შეიძლება ყირგიზეთზე კონტროლის აღდგენის შესაძლებლობა მოიპოვოს.

 

რუსეთი, თავის საგრეო პლიტიკაში თანამშრომლობის გაფართოვებას არ თანხმდება. სულ ახლახანს პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ მას „ფეხზე ჰკიდია“, თუკი შეერთებული შტატები ლათინურ ამერიკაში რუსული ექსპანსიის წინააღმდეგ გამოვა. რუსეთი განაგრძობს სამოქალაქო ბირთვული ტექნოლოგიების გავრცელებას და ახლახანს მან თურქეთსა და სირიაში ატომურ ელექტროსადგურების მშენებლობის გეგმების შესახებ განაცხადა. ხოლო სირია, აშშ–ს სახელწმიფო დეპარტამენტის განცხადებების თანახმად, ტერორიზმის სპონსორია.     

 

იგნატიუსის ოპტიმიზმი სინამდვილეს არ შესააბამება. ობამას ადმინისტრაცია შეიძლება შეეცადოს რუსეთთან „პრაგმატული თანამშრომლობის“ აწყობას, მაგრამ მან არ უნდა აღიაროს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული გავლენის სფერო. მან ასევე არ უნდა შესწიროს ამ პროცესს ისეთი ქვეყნების თავისუფლება და დამოუკიდებლობა, როგორებიც არიან უკრაინა და საქართველო.

 

უახლოეს მომავალში, რუსეთის მხრიდან ზეწოლის გამო შეერთებული შტატები შეიძლება ისეთი აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდეს, რომ იძულებული გახდეს მანასი სხვა ბაზაზე გადაიტანოს. ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ–ს ორმხრივ ურთიერთობებს ევრაზიის დამოუკიდებელ სახელმწიოებთან, კეთილდღეობისა და უსაფრხოების  განვითარებას, ასევე პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო მმართველობას ვერაფერი შეცვლის.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...