FIORENTINO Posted August 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2008 სტუბი: "საქართველოში ეუთოს სამხედრო დამკვირვებლების დამატებითი კონტინგენტის შემოყვანა საერთაშორისო სამშვიდობო მექანიზმის შექმნის საწყისი სტადიაა" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ეკა ტყეშელაშვილი და რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე სტუბს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერვენციის შედეგად შექმნილი მდგომარეობა და საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები. მხარეებმა იმსჯელეს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო სამშვიდობო ფორმატების შემუშავების პერსპექტივებზე და ამასთან დაკავშირებულ დაუყოვნებლივ განსახორციელებელ ნაბიჯებზე. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში ეუთოს სამხედრო დამკვირვებლების დამატებითი კონტინგენტის შემოყვანა ახალი საერთაშორისო სამშვიდობო მექანიზმის ჩამოყალიბების საწყისი სტადიაა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვლავ გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას ზემოხსებენულ პრობლემებთან დაკავშირებულ პრიორიტეტულ საკითხებზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი პრეს-კონფრენცია გამართეს. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.