planetanews Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში 14.00 საათიდან სტარტს აიღებს ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული რუსთავის "ოლიმპი" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის 32 გუნდიან სიაში 23–ე ადგილზე იმყოფება და შესაბამისად განუთესავთა რიგებში იმყოფება. რაც შეეხება ევროპის ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრას ის 15.00 საათზე გაიმართება და ამ დროდან თბილისის ვიტ-ჯორჯია, დინამო და ზესტაფონი მოლოდინში იქნებიან თავიანთი მეტოქეების გაგებაში. თასის გამარჯვებული ვიტ-ჯორჯია მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება, ხოლო დინამო და ზესტაფონი პირველიდან. იმედი დავიტოვოთ, რომ ჩვენთვის სასურველ მეტოქეებს შევხვდებით და ჩვენი გუნდები წარმატებას მიაღწევენ. ჩვენი საიტი კი კენჭისყრის ცერემონიალის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ. იხილეთ fanebi.com ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts