FIORENTINO Posted August 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2008 სახალხო დამცველმა მთავრობას საბანკო კრედიტების დაფარვისას დევნილებისთვის შეღავათების დაწესების თქხოვნით მიმართა სახალხო დამცველმა მთავრობას საბანკო კრედიტების დაფარვისას დევნილებისთვის შეღავათების დაწესების თხოვნით მიმართა. როგორც სახალხო დამცველის პრეს-სამსახურმა აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტს აცნობა თითოეული დევნილის ინტერესის დასაკმაყოფილებლად და მათი ინფორმირებისათვის, საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა თხოვნით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს ვლადიმერ გურგენიძეს და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს დავით ამაღლობელს აცნობონ ომბუდსმენის ოფისს, იმსჯელა თუ არა საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული პრობლემის თაობაზე და არსებობს თუ არა ერთიანი პოზიცია საქართველოს კომერციულ ბანკებში დევნილების მიერ საბანკო კრედიტების გადახდასთან დაკავშირებით. პრეს-სამსახურის თქმით, სახალხო დამცველმა ასევე სთხოვა საქართველოს პრემიერ მინისტრსა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, აცნობონ, რა შეღავათებით ისარგებლებენ დევნილები და დროის რა მონაკვეთში. მათივე ინფორმაციით, საქართველოში განვითარებული საომარი მოქმედებების შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველს მასობრივად მიმართავს შიდა ქართლის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობა საბანკო კრედიტებთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ მოცემულ სიტუაციაში, როცა ისინი იძულებით არიან გადაადგილებულნი თავიანთი საცხოვრებელი ტერიტორიებიდან, აღარ აქვთ სამსახურებში დაბრუნების შესაძლებლობა და არ გააჩნიათ არავითარი შემოსავალი, ისინი ვერ შეძლებენ ბანკებთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.