Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge თეთრი სახლი: ჩვენ საქართველო ავტობუსის ქვეშ არ შეგვიგდია


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/foreignpolicy.jpg

 

ჯოშ როგინი 

 

როდესაც სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მომავალ თვეში საქართველოს ეწვევა, ის დაგვიანებულ ყურადღებას მიაპყრობს ქვეყანას, რომელიც ობამას ადმინისტრაციისგან თავს გარკვეულწილად მიტოვებულად გრძნობს.

 

2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ, იმ დროისთვის ჯერ კიდევ კანდიდატმა ობამამ თბილისში მომავალი ვიცე– პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააგზავნა – ამ უკანასკნელის ძველი მეგობრის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად. კანდიდატი ობამა ცდილობდა კონკურენტი მაკკეინის (სააკაშვილის კიდევ ერთი ძველი მეგობრის) შემართებას არ ჩამორჩენოდა, რომელიც ობამას იმას საყვედურობდა, რომ  კონფლიქტში მომენტალურად საქართველოს არ მიემხრო.  

 

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ადმინისტრაციამ საქართველოსთვის სამხედრო დახმარება გაყინა, მაშინ როდესაც ქვეყანა ავღანეთში საჯარისო დანაყოფის გაგზავნისთვის ემზადებოდა. იმავდროულად, ობამას  რუსეთთან ურთიერთობა სულ უფრო აქტიურდებოდა, მაშინ როცა რუსეთის არმიამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მისი სამხედრო ყოფნა განამტკიცა და უარი განაცხადა იმ სამშვიდობო შეთანხმების პირობების შესრულებაზე, რომელსაც კონფლიქტის დასრულების შემდეგ ხელი მოაწერა.   

 

ეროვნული უსაფრთხობის საბჭოს რუსეთის საკითხების დირექტორი მაიკლ მაკფოლი, გასულ კვირაში პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის უნივერსიტეტში შეხვედრაზე საქართველოს მიმართ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკას იცავდა.     

 

მაკფოლის მთავარი მოსაზრება იმაში მდგომარეობდა, რომ ობამას ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ერთმანეთისგან გამიჯნოს ისეთი საკითხები, როგორებიცა ერთი მხრივ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, ცნობილი „გადატვირთვის ღილაკი“ და აშშ–ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. მისი თქმით, ადმინისტრაციას სურდა ისეთი პრობლემა , როგორიცაა რუსულ–ქართული ურთიერთობები დამოუკიდებლად განეხილა გადატვირთვის წარმოებისგან, რომელიც ადმინისტრაციას ისეთი ინიციატივებისთვის სჭირდება, როგორიცაა სამოქალაქო ბირთვული შეთანხმება, რომლის განსახილველადაც (ნაწილობრივ) ვაშინგტონში ამ თვის ბოლოს პრეზიდენტი მედვედევი ჩამოდის.          

 

„შეგნებულად თავის არიდება ისეთი პრობლემური საკითხების ერთმანეთთან დაკავშირებისგან, რომლებსაც სინამდვილეში არაფერი საერთო არ აქვთ, ჩვენი სტრატეგიის ნაწილია“, – განაცხადა მაკფოლმა.   

 

კერძოდ, მაკფოლმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციას არ სურდა სამოქალაქო ბირთვულ ხელშეკრულებაზე შეთანხმება დამოკიდებული გამხდარიყო რუსეთის მხრიდან, მისი თქმით, „საქართველოს ოკუპაციის“ დასრულებაზე, როგორც ამას კონგრესში ზოგიერთები ემხრობოდნენ. (რუსეთი ამტკიცებს, რომ  მისი არმია ახლადშექმნილ სუვერენულ სახელმწიფოებს იცავს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სულ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველო ამტკიცებს, რომ რეგიონები მისი სუვერენული ტერიტორიის ნაწილია).   

 

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საქართველოს იგნორირებას ვახდენთ“, – განაცხადა მაკფოლმა. „ჩვენ ამ საკითხებზე პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ, მაგრამ ერთმანეთს არ ვუკავშირებთ“.

 

მაკფოლის თქმით, შეერთებული შტატები არც მოსკოვის მცდელობებს არ დათანხმდება და საქართველოს საკითხს არ დაუკავშირებს რუსეთთან სხვა პრობლემებზე თანამშრომლობას, მაგალითად ისეთზე, როგორიცაა გაეროს სანქციები ირანთან მიმართებაში. „ჩვენ ირანის სანქციებზე გაეროს რეზოლუციის გამო საქართველოს ავტობუსის ქვეშ არ ვაგდებთ. ეს იყო საკითხი, რომელზეც ჩვენ დიდი ხნიის განმავლობაში ვმუშაობდით“.    

 

თუმცა მაკფოლმა აღიარა, რომ პროგრესი ნულოვანია ისეთი ამოცანის მიღწევის გზაზე, როგორიცაა საქართველოდან არმიის გაყვანაზე რუსეთის დარწმუნება.   

 

„არის თუ არა ობამას ადმინისტრაციის მიზანი ხელი შეუწყოს საქართველოში რუსეთის ოკუპაციის მშვიდობიან დასრულებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? დიახ, არის“, – განაცხადა მან. „გვაქვს თუ არა პროგრესი მთავარი მიზნის მიღწევის გზაზე? ჩემი პასუხია – არა. არ გვაქვს. ეს სიმართლეა“.

 

ოფიციალურად, ეროვნული უშიშროების საბჭოში მაკფოლის პორტფოლიოში საქართველო არ შედის. ის ევროპის საკითხებში დირექტორის ელიზაბეტ შერვუდ–რენდალის კომპეტენციაა. საქმეში გარკვეული წყაროები ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა ქართველების საქმე დიდწილად მაინც მაკფოლს უკავშირდება, მაგრამ ექსპერტები დღემდე მსჯელობენ, უკეთესი იქნებოდა თუ არა ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება, როგორც ამას პენტაგონი აკეთებს.     

 

ექსპერტების თქმით, საჯაროდ ამ საკითხების გამიჯვნა პრაგმატულია, მას შემდეგ რაც ძალიან ცოტა შანსია იმის, რომ აშშ რუსების საქართველოდან გაყვანას შეძლებს.  

 

„ეს ბრძნული გადაწყვეტილებაა, რადგან საქართველოს პრობლემა შეიარაღების კონტროლზე მოლაპარაკებების   კონტექსტში არარაეალისტურია“, – ამბობს ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი ალექსანდროს პეტერსენი. „საქმე იმგვარადაა, რომ საქართველოს საკითხზე ჩვენ ცოტა რამის გაკეთება თუ შეგვიძლია“.  

 

მაგრამ კლინტონის მოგზაურობას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია იმისთვის, რომ ქართველებმა საკმარისი ყურადღება იგრძნონ ობამას ადმინისტრაციისგან. „მათ სურთ აღიქვავდნენ,  როგორც ლოიალურ, დაავლეთზე–ორიენტირებულ ფორპოსტს“, – განაცხადა მან.    

 

კლინტონი მზად უნდა იყოს არაკომფორტული, მკვეთრად  ანტი–რუსული რიტორიკის მოსასმენად, როდესაც ის ტრიბუნასთან სააკაშვილის გვერდით აღმოჩდნება, როგორც ეს  კონდოლიზა რაისს შეემთხვა 2008 წელს.     

 

„აშშ–ს ნებისმიერმა ჩინოვნიკმა რომელიც საქართველოში მიემგზავრება უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ლიდერები, განსაკუთრებით სააკაშვილი, რუსეთზე ცუდად ილაპარაკებს“, – ამბობს პეტერსენი.

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...