Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) გაიცანით, მარტინ შკრტელი!


Recommended Posts

http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01370/martin-skrtel_1370155c.jpg

 

გთავაზობთ ვრეცელ და ამავდროულად  საინტერესო ინტერვიუს მარტინ შკრტელზე, რის შედეგადაც გაიცნობთ მას სხვა კუთხით…

 

A  is  for  A N I M A L S

 

– გყავს სახლში შინაური ცხოველები?

 

– კი, მე მყავს 2 ძაღლი. მათი სახელებია კაილი და ჩარლი. ისინი 10 თვისები არიან და შეიძლება  მათ ლეკვები ვუწოდოთ.

 

R  is  for  R O N A L D O   or   M E S S I

 

– კრიშტიანუ რონალდუ თუ ლაიონელ მესი?

 

– ვფიქრობ, ორივე მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ მაინც მესის დავასახელებ.

 

T  is  for  T A K I N G  A   B R E A K

 

– რას აკეთებ თავისუფალ დროს?

 

– როგორც წესი, ჩემს თავისუფალ დროს ჩემს ოჯახთან და მეგობარ გოგონასთან ერთად ვატარებ. ყველაზე დიდი განტვირთვის საშულება ჩემთვის ძილია.

 

I  is  for  I C E    H O C K A Y

 

– ოდესმე თუ გითამაშია ყინულის ჰოკეი?

 

– დიახ. ეს დიდი ხნის წინ იყო, ჩემს ბავშვობაში. მას ისევე კარგად ვთამაშობდი, როგორც ფეხბურთს. მაგრამ, როდესაც, არჩევანის წინაშე დავდექი, ფეხბურთი ავირჩიე და ახლა ვხვდები, რომ სწორად მოვიქეცი. ყინულის ჰოკეი ძალიან საინტერესო სპორტის სახეობაა და ხშირად ვუყურებ მას, როდესაც დავასრულებ ფეხბურთის თამაშს, შესაძლოა დავუბრუნდე ამ სპორტის სახეობას.

 

N  is  for  N A T U R E

 

– ხშირად სეირნობ პარკში და რამდენად ერთობი?

 

– პარკში სეირნობა ნამდვილად მანიჭებს სიამოვნებას. წელიწადის ყველა დროს დავდივარ ჩემს ოჯახთან ერთად.

 

S  is  for  S I N G I N G

 

– რას ფიქრობ, კარგი ხმა გაქვს?

 

– არა. რამოდენიმეჯერ ვცადე მანქანაში მემღერა. როდესაც რაიმეს სიმღერას ვცდილობ, მეგობარი გოგონას ყოველთვის ეცინება ჩემს ნამღერზე.

 

– ვინ მღერის ყველაზე კარგად ლივერპულში?

 

– პეპე რეინა. გასახდელ ოთახში ის ყოველთვის ღიღინებს ესპანურ სიმღერებს.

 

T  is  for  T E R R I B L E   H A I R C U T S

 

– რას  იტყვი შენს ვარცხნილობაზე?

 

– რამოდენიმე წლის წინ თითქმის ყველა ვარცხნილობა მოვსინჯე. ვფიქრობ ახლა ყველაზე კარგად მაქვს თმა. კომფორტულად ვგრძნობ თავს.

 

– ყველაზე ცუდი ვარცხნილობა, რომელიც შეგხვედრია

 

– ძალიან ბევრი ფეხბურთელი ვერ დაიკვეხის ლამაზი ვარცხნილობით. მაგრამ, კარლოს ვალდერამას თმის სტილი მიმაჩნია საშინლად!

 

E  is  for  E A R L Y    L I F E

 

– როგორ მოგწონთ თქვენი მშობლიური ქალაქი?

 

– ეს არის პატარა ქალაქი დაახლოებით 10,000 მცხოვრებით. ეს იყო ადგილი, სადაც დავიბადე, მაგრამ მოგვიანებით, ამ ქალაქიდან 5 მილის მოშორებით, ერთ–ერთ სოფელში დავსახლდით. ჩვენ ახლაც გვაქვს იმ სოფელში სახლი, რომელიც სილამაზით და სიმყუდროვით გამოირჩევა.

 

L  is  for  L E A G U E   T I T L E

 

– როგორ გაიხსენებდი 2007 წელს, როცა ზენიტს დაეხმარე ქვეყნის მთავარი ტიტულის მოპოვებაში?

 

– მაგ დროს მართლაც შესანიშნავი გრძნობა მქონდა. კარგია, როცა შენს გუნდს ეხმარები ტიტულის მოგებაში. შესანიშნავი იქნებოდა ლივერპულთან ერთად პრემიერ ლიგის მოგება, ის ხომ ერთ–ერთი ყველაზე კარგი ტურნირია?!

 

წყარო: liverpoolfc.tv

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...