Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge “გადატვირთვებზე“ და მოტყუებულ მოკავშირეებზე


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/10/american-conservatives.gif

 

დენიელ ლარისონი

 

„მაგრამ გზავნილების გაფუჭებისადმი ადმინისტრაციის  მიდრეკილების მიუხედავად, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ამ ქვეყნებში პოლიტიკოსების უმრავლესობამ შეწყვიტა განსაკუთრებული შფოთი რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის გამო. ისინი რეალობასთან ადაპტაციას გადიან, რომელშიც ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტები მოსკოვთან საქმიან ურთიერთობებს მოითხოვს და რომელშიც ვაშინგტონი მათ განსაკუთრებული ერთგულების გამომხატველი გამონათქვამებით აღარ ანებივრებს. მათ ასევე გაიგეს ისიც, რაც გადატვირთვის მოძულეებმა ჯერ ვერ გააცნობიერეს: ვაშინგტონს და მოსკოვს არანაირი დიდი შეთანხმებები არ გაუფორმებიათ, რომლებიც შეერთებულ შტატებთან მათ ურთიერთობებზე გავლენას ახდენს. სინამდვილეში ადმინისტრაცია ადგილებზე მათი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, თანაც ისე როგორც მათ სავარაუდო დამცველებს ბუშის ადმინისტრაციაში არასდროს გაუკეთებიათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არანაირი ავტობუსი არ არსებობს“.

 

სემუელ ჩარაპი

 

მე ძალიან ვაფასებ ბატონი ჩარაპის ასეთ ანალიზს. ის ძირითადად ადასტურებს იმას, რაზეც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ვსაუბრობდი. ჩარაპი მკაფიოდ აღწერს, რომ სინამდვილეში ამერიკელი მოკავშირეებისთვის არავის უღალატია და აბსოლუტურად სამართლიანად აღნიშნავს, რომ „გადატვირთვისკენ“ მისწრაფებაში ამერიკული კომპრომისების მოცულობა ძალიან გაზვიადებულია. სინამდვილეში, თუკი ვინმე შეიძლება იყოს „გადატვირთვის“ მასშტაბებით იმედგაცრუებული ეს მოსკოვია. „გადატვირთვა“ ობამას იმ თვისების ერთ-ერთ მთავარ დადასტურებად მოჰყავთ, თითქოს ის მოკავშირეებს არ უფრთხილდება და მოწინააღმდეგეებთან დათმობებზე მიდის და ჩარაპი დამაჯერებლად გვიჩვენებს  იმას, რომ კრიტიკოსები ასეთი დახასიათებისას უბრალოდ სცდებიან. ადმინისტრაცია კრიტიკის ქარ-ცეცხლში იმის გამო მოექცა, რომ ირანის სანქციებზე რუსეთის მხარდაჭერისგან შესაძლებელზე მეტს ელოდა, მაგრამ საერთო ჯამში რუსულ-ამერიკული ურთიერთობები ორი წლის წინანდელთან შედარებით საგრძნობლად გაუმჯობესდა, რაც ძირითადად დღევანდელი ურთიერთობების ჩამოყალიბების გზაზე ადმინისტრაციის შეთანხმებული ქმედებების შედეგია, იმ ურთიერთობების რომლებსაც წინა ადმინისტრაცია თითქოს მიზანმიმართულად ანგრევდა. იმის მტკიცება, თითქოს ობამა რუსეთის „დაშოშმინების“ სანაცვლოდ მოკავშირეებს ღალატობს, ყოველთვის უაზრობა და ტყუილი იყო, თუმცა იმ ადამიანებსაც, რომლებიც ამგვარი ბრალდებებით გამოდიოდნენ, სინამდვილეში ხომ არასდროს ესმოდათ რის მიღწევას ცდილობდა პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთქმედებით და იმავდროულად ბევრი მათგანი რუსეთის ამოცანების შეფასებაშიც უბრალოდ სასაცილო შეცდომებს უშვებს. დღეს, როდესაც ყირგიზეთში სიტუაცია დაიძაბა, კარგია რომ მოსკოვმა და ვაშინგტონმა ნდობის საკმარისი რესურსი შექმნეს იმისთვის, რომ ორმა სახელმწიფომ ამ ქვეყნის სამხრეთში დაწყებული ძალადობის შეზღუდვისთვის თანამშრომლობა შესძლოს.

 

მაგრამ არსებობს იმის ორი მაგალითი, როდესაც მოკავშირე ქვეყნები კუთხეში მიაყენეს. ეს ქვეყნები არიან იაპონია და თურქეთი. იმან თუ როგორ შეხვდნენ იაპონიის ახალ მთავრობას, როდესაც მან ოკინავას ბაზებზე შეთანხმების პირობების შეცვლის მოთხოვნა დაიწყო, სერიოზულად ავნო ამერიკულ-იაპონურ ურთიერთობებს და გარკვეული დოზით პრემიერ-მინისტრ ჰატოიამას გადადგომის მიზეზიც გახდა. ვაშინგტონის რეაქცია იაპონიის ახალი დემოკრატიული პარტიის მთავრობაზე, თავიდანვე არასწორი ჩანდა, მაგრამ ის აბსოლუტურად ჩვეულებრივი რეაქცია იყო. შეერთებული შტატები მისი საკვანძო მოკავშირეების შფოთს ხშირად ეპყრობა,  როგორც რაღაც არა არსებითს და გამაღიზიანებელს. თურქეთთან „სამაგალითო პარტნიორობაზე“ ბევრი საუბრის მიუხედავად, ვაშინგტონი კიდევ უფრო მოუქნელად მოიქცა, უდიერად მიუდგა რა თეირანთან მის ბირთვულ შეთანხმებას და მსუბუქი წუხილით თურქულ გემებზე თავდასხმას. ეს ორი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობენ აშშ-ს დემოკრატიული მოკავშირეები ამერიკისგან ოდნავ დამოუკიდებელ პოლიტიკას, ისეთს რომელიც უკეთ შეესაბამება მათი ამომრჩევლების სურვილს და ეროვნულ ინტერესებს და ორივე შემთხვევაში ვაშინგტონმა მათ სილა გააწნა და მკაფიოდ აგრძნობინა, რომ მათგან მორჩილებას ელის. ამ ქვეყნების ქმედებებში იმის დანახვის ნაცვლად, რომ ისინი ცდილობენ აშშ-ს ტვირთი შეუმსუბუქონ და გაათავისუფლონ ის მსოფლიოში ზოგიერთი ვალდებულებისგან, ადმინისტრაციამ მისი მოკავშირეების მხრიდან დამოუკიდებლობის გამოვლინებებში პრობლემა დაინახა, რომლის მოგვარებაც აუცილებელია.

 

რა თქმა უნდა ის ქორები, რომლებიც საუბრობდნენ პოლონეთისა და საქართველოს მიმართ თითქოსდა არასწორ დამოკიდებულებაზე, ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ იმაში, რომ ადმინისტრაცია არასწორად აგებს და აფუჭებს მის ურთიერთობებს ეკონომიკურად ძლიერ და სტრატეგიულად ღირებულ დემოკრატიულ მოკავშირეებთან, რადგან სწორედ ასე მოიქცეოდნენ ისინი ხელისუფლებაში თავად რომ ყოფილიყვნენ. რაც შეეხება ამ მრავალრიცხოვან ქორებს (რომლებიც აშშ-ს დიდწილად საეჭვო მიზნებს მისდევენ), მოკავშირეების შეურაცხყოფა და მათი საფუძვლიანი წუხილის იგნორირება სწორედ ის არის, რასაც ისინი ამერიკის საგარეო პოლიტიკად მიიჩნევენ. მათ რუსეთთან „გადატვირთვაზე“ ნეგატიური რეაქცია ჰქონდათ არა იმიტომ რომ ამ მოკავშირეებს რაიმე ახალი საფრთხე ექმნებათ, არამედ იმიტომ რომ „გადატვირთვაში“ დაინახეს უარი მათ მებრძოლ, უფრო კონფრონტაციულ და დამღუპველ მიდგომებზე ამერიკულ პოლიტიკაში აღმოსავლეთ-ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მიმართ. თუკი „გადატვირთვა“ წარმატებული იქნება და არ განხორციელდება მოკავშირეების უსაფრთხოების ხარჯზე, მათ უუნარო ანტი-რუსულ პოზიციას სრული დისკრედიტაცია ელის.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...