FIORENTINO Posted August 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2008 მამუკა გიორგაძე: "საქართველოს ხელისუფლებამ ხელი მოაწერა კაბალურ ხელშეკრულებას" "საქართველოს ხელისუფლებამ ხელი მოაწერა კაბალურ ხელშეკრულებას, ეს იმისთვის განხორციელდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩენილიყო", - განაცხადა აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტთან საუბრისას "სახალხო პარტიის" ლიდერმა მამუკა გიორგაძემ. მისი თქმით, რუსეთმა ამოცანა შეასრულა, ქართულ მხარეს პროვოცირება გაუკეთა და საომარ მოქმედებებში ჩართო. "ქართული მხარის საომარ მოქმედებებში ჩართვა მოხდა მაშინ, როდესაც რუსეთს საქართველოსგან ჰქონდა მინიჭებული სროლის უფლება. რუსეთმა ქართული სამხედრო მანქანა და ინფრასტრუქტურა გაანადგურა, მესაკუთრეობის დემონსტრირება მოახდინა, მაგრამ შეიქმნა იურიდიულ-სამართლებრივი ბაზა რაც საქართველოსთვის დამანგრეველია. მთავარი კატასტროფა, რაც 6 პუნქტიან ხელშეკრულებაშია ის არის, რომ საქართველომ თავის თავზე აიღო ძალის გამოუყენებლობის პრინციპის დაცვა. რუსეთს დავუკანონეთ, რომ როცა საჭიროდ ჩათვლის მიიღოს იგივე ზომები, რაც 8 აგვისტოდან საქართველოში განახორციელა", - განაცხადა გიორგაძემ. გიორგაძის თქმით, რაც შეეხება რუსულ სამხედრო ნაწილებს, რუსეთი ჯარებს სრულად არ გაიყვანს. მისი თქმით, რუსული ჯარები სამეგრელოს ტერიტორიაზე დარჩებიან და 6 პუნქტიან გეგმაში დაშვებულ 12 კილომეტრიან ზონას სურვილისამებრ გაზრდიან. "საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ საქართველო და სააკაშვილი ერთი და იგივე არ არის. სააკაშვილმა ამერიკის ინტერესებით იმოქმედა და ვერ გაიაზრა, რომ საქართველო არის დეტონატორი, რომელმაც დეტონაცია გამოიწვია რუსეთ-ამერიკის დაპირისპირებაში" - აცხადებს გიორგაძე. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.