Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს მტერ-მოყვარენი


Recommended Posts

ალექსანდრე აბდალაძე (აბუდალაძე)

საქართველო და სომხეთი

 

მესამე თავი

საქართველო და სომხეთი XII_XVIII საუკუნეებში

 

დავით აღმაშენებელი წარმატებით იბრძოდა თურქ-სელჩუკთა ბატონობისაგან სომხეთის გასათავისუფლებლად. ეს საქართველოსათვის აუცილებელი იყო, რადგან თუ თურქ-სელჩუკები სომხეთში იქნებოდნენ მოკალათებულნი, ისინი გამუდმებით საფრთხეს შეუქმნიდნენ ჩვენს ქვეყანასაც. ამ დიდ ბრძოლაში აღმაშენებელს სომხების, ყოველ შემთხვევაში, მათი ერთი ნაწილის მხარდაჭერაც მოუპოვებია. დავით მეფის თანამედროვის, ზემო შუამდინარეთში, ქალაქ ედესაში (ურჰაში) მცხოვრები სომეხი მემატიანის, მათეოს ურჰაეცის სიტყვით, “დავით მეფე იყო წმინდა და მხნე, გამოირჩეოდა ღვთისმსახურებით და სამართლიანობით; ის აღმოჩნდა მიმღები და მოყვარე სომეხთა ტომისა. მასთან შემოკრბა სომეხთა ჯარის ნარ- ჩენები. დავითმა ქართველთა ქვეყანაში ააშენა ქალაქი სომეხთათვის, რომელშიც მრავალი ეკლესია-მონასტერი დააფუძნა. იმ ქალაქს სახელად გორა (გორი _ ა. ა.) უწოდა; დიდი სიხარული, სიამოვნება [მიანიჭა] მისდამი დაქვემდებარებულ სომეხთა მთელ ნათესავს,” ე. ი. სომეხ ერს. აღმაშენებლის მიერ სომეხთა დედაქალაქის, ანისის დაკავებასთან დაკავშირებით (1124წ.), მათეოს ურჰაეცისვე თანახმად, “გახარებული იყო სომეხთა მთელი სახლი”, ე.ი. ყოველი სომხეთი.

1 ანისის გათავისუფლება დამპყრობთა თარეშისაგან ანისელი სომხების თავკაცებმა თხოვეს აღმაშენებელს. ასეთ ვითარებაში სომხური ეკლესიის საჭეთმპყრობელთაც იმედი გასჩენიათ, რომ საქართველოს დახმარებით სრულიად სომეხთა საკათოლიკოსოს კვლავ სომხეთში დააბრუნებდნენ.

2 დავით მეფის მემატიანის სიტყვით, აღმაშენებელთან “მოვიდეს მეწიგნენი ანელთა თავადთანი და მოახსენეს მოცემაი ქალაქისა და ციხეთაი ბოჟანას წყაროთა ზედა მდგომსა. და მყის წიგნები წუევისაი მიმოდაისრბოლა და მესამესა დღესა სამეოცი ათასი მხედარი წინაშე უდგა. წარემართა და მესამესა დღესა აღიღო ქალაქი ანისი და ციხენი მისნი უჭირველად და სოფელნი და ქუეყანანი (მხარეები _ ა. ა.) მიმდგომნი ანისისანი… ანისის მცველად დაუტევნა აზნაურნი მესხნი და წარმოვიდა

 

1 მათეოს ურჰაეცი, ჟამთააღმწერლობა, 1898, გვ. 356, 359, სომხურ ენაზე.

 

2 იხ. ა. აბდალაძე, სომხურ ხელნაწერთა X_XIII საუკუნეების ანდერძ-მინაწერების ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 2005, გვ. 35-36.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემა რაზეა?!

არმენთა მიზნებზე და გეგმებზე :018:

 

ამ თემის ავტორი უნდა ვაჩვენო ჩემს მეგობარ არმენას, გაუერთიანოს ერთი ძვალ-რბილი :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...