FIORENTINO Posted August 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2008 რუსული საჯარისო ქვედანაყოფები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან განლაგდებიან რუსი სამშვიდობო ძალები უსაფრთხოების ზონაში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან განლაგდებიან. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილემ, ანატოლი ნოგოვიცინმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ყველა ბუფერული ზონა ლეგიტიმურია და მოლაპარაკებების შესაბამისად შეიქმნება", - ხაგზასმით აღნიშნა ნოგოვიცინმა მოსკოვის "პრინციპული პოზიცია" ამ საკითხთან დაკავშირებით. "რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მისთვის მიუღებელია რუსული საგუშაგოების ქართულ ტერიტორიაზე განთავსება, მინდა ვთქვა, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან კონსულტაციების გამართვას ბუფერულ ზონებთან დაკავშირებით, არ აპირებს", - განაცხადა გენერალ-პოლკოვნიკმა. მისი თქმით, აფხაზეთის ტერიტორიაზე 2142 რუსი სამშვიდობო იქნება განთავსებული, სამხრეთ ოსეთის რაიონში კი-452. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.