Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

1. შევარდნაძის დროს გაცილებით ძვირი ღირდა ყველაფერი.

 

2. შევარდნაძის დროს გაცილებით მეტი ღარიბი გვყავდა.

 

3. არა ბიჯო ეხლა გრეჩიხა რო ყოფილიყო უკეთესად ვიცხოვრებდით.

 

4. გაერო იტყუება, მაგათ გაზპრომი უხდის ქრთამებს.

 

5. ნოდარ კაპანაძე და ექსპერტი? ექსპერტი არი ძმაო ლადარია ნოდარი, ნოდია გია, ზედანია გიგა, ჯგერენაია ემზარი და ჟოაო.

 

6. ვაბშე გაეროს ლინკი დადეთ.

 

7. ბნელებო, ღორებო, ბოღმებო, გაუნათლებლებო, დაუნახავებო!

ნამდვილად! :018:

 

რა საჭიროა ეს პლუს მინუს პონტი თუ პლუსებს ვერ ვსვავ? :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

არსადაც არ ბრუნდებით...წადი სოფელში, მოთოხნე-მოპოჭნე და ეგაა

 

მერე კი სეტყვას ან გვალვას დაელოდე... ხომ ასეა??? :)) :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

1. შევარდნაძის დროს გაცილებით ძვირი ღირდა ყველაფერი.

 

2. შევარდნაძის დროს გაცილებით მეტი ღარიბი გვყავდა.

 

3. არა ბიჯო ეხლა გრეჩიხა რო ყოფილიყო უკეთესად ვიცხოვრებდით.

 

4. გაერო იტყუება, მაგათ გაზპრომი უხდის ქრთამებს.

 

5. ნოდარ კაპანაძე და ექსპერტი? ექსპერტი არი ძმაო ლადარია ნოდარი, ნოდია გია, ზედანია გიგა, ჯგერენაია ემზარი და ჟოაო.

 

6. ვაბშე გაეროს ლინკი დადეთ.

 

7. ბნელებო, ღორებო, ბოღმებო, გაუნათლებლებო, დაუნახავებო!

 

ანალგინ შენ ეხლა როგორც ვატყობ მაგ თავის ტკივილზე უკვე არც ანალგინი არ გიშველის და არც კოკაინი... შენ უკვე ესღა თუ დაგამშვიდებდა:

 

ნორჩი მიშისტის შეგონებანი...

 

1. ბატონი პრეზიდენტი უპირველესია!

 

2. არასოდეს უპასუხო კითხვას მიშა ჯობია თუ ვანო.

 

3. ბატონი პრეზიდენტი ყოველთვის მართალია!

 

4. ბატონი პრეზიდენტი ქართული სახელმწიფოს გადარჩენის გარანტი და ერთადერთი ხსნაა.

 

5. ბატონი პრეზიდენტი თუ არ იქნა რუსეთი დაგვიპყრობს!

 

6. ბატონი პრეზიდენტის ზრახვები და აზრები წმინდათაწმინდაა და არც გაბედო ეჭვის შეტანა მათში, არც სხვებს დაანებო ეს.

იგი ბოდრუმში დასასვენებლად კი არ იყო არამედ სასათბურე მეურნეობების დასათვალიერებლად, ბერლინში მასაჟის მისაღებად კი არ იყო არამედ მასაჟისტების შესარჩევად!!!

 

7. ბატონი პრეზიდენტი უალტერნატივოა! თუ ვინმე გიმტკიცებს საწინააღმდეგოს და არგუმენტები არ გყოფნის, ჰკითხე - აბა გრეჩიხა ჯობდა?! ... თუ არ გაჭრა, აუცილებლად გაიხსენე, რომ ქართველები ყველა უვარგისები ვართ და ხელისუფლება კარგი საიდან მოვიდოდა?!

 

8. ქართველები დემოკრატიის ღირსნი არა ვართ და ბატონი პრეზიდენტიც ზედმეტი ფუფუნებაა ჩვენთვის!

 

9. მუდამ გახსოვდეს, რომ საქართველოში კარგი კადრების საშინელი დეფიციტია, ამიტომ ხელისუფლება მათგან საუკეთესოებს ირჩევს და ეს ნაკლები ბოროტების პრინციპია მხოლოდ.

 

10. ბატონი პრეზიდენტის თანაგუნდელები წესიერი, პროფესიონალი და პატრიოტი ხალხია. უკლებლივ ყველა!

 

11. ბატონი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში უმამაცესი და უნიჭიერესი მთავარსარდალია.

 

12. საქართველომ რუსეთს ომი მოუგო. (შესაბამისად რუსული ყველაფერი ცუდია)

 

13. საქართველოში ბიზნესის კეთება ყველაზე ადვილია (თითქმის). საქართველო ბიზნესისი კეთების პირობებით (და არა თვით ბიზნესით) მე-11 ადგილზეა მსოფლიოში;

 

14. საქართველოში ყოველ წელს უპრეცედენტო ინვესტიციები შემოდის (წინა წლებთან შედარებით რასაკვირველია, მაგრამ ეს ხომ წვრილმანია, არც იმაზე იდარდო, რომ კაცმა არ იცის ეს ინვესტიციები მერე სად მიდის, მიაწექი პირველ ჩვენებას).

 

15. ბათუმი - ბარსელონაა (ჰა, ჰა მონაკოზე ნაკლებს არ დასთანხმდე დებატებში). აბა შევარდნაძის დრო იყო კარგი, არაფერი რომ არ შენდებოდა?

 

16. ქართველი ხალხი ბედნიერია შუქით, გაზით, გზებით, სასტუმროებითა და შადრევნებით (მერე რა რომ პირველი სამის გადასახდელი ფული არ ჰყოფნით, მთავარია ხომ აქვთ.......იდეაში!)

 

17. საქართველოს ისტორია 2003 წლიდან იწყება! (მანამდე ყველაფი იყო ფარსი და საეჭვო)

 

18. ბატონი პრეზიდენტის დამსახურებაა ის, რომ ,,მოგებული'' ომის საშუალებით შორს გაიტანა საქართველოს სახელი. მთელ მსოფლიოში იციან, რომ არის ასეთი ქვეყანა. მაგალითად, ყველაზე სულელმა ვენესუელელმაც კი იცის ჩვენს შესახებ.

 

19. თუ მაინც და მაინც მავანმა ისეთი არგუმენტები დაგიდო ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, რომ ქვას გახეთქავს, ნუ დაგავიწყდება, რომ შენი სამშობლო რუსეთს ესაზღვრება და თბილისიდან 40 კილომეტრში რუსის ჯარი დგას (თუ გკითხეს, ეგ როგორ მოხდაო, გაიხსენე მე-12 პუნქტი!) ასე რომ ხმა ჩაიკმინდეთ საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე!

 

20. ოპოზიცია ქვეყნის მტერია.

 

21. არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, ის უნდა გაეყალბებინათ (აბა მტრებს ხომ არ შევუშვებდით პარლამენტში?) ანუ ის რის გაკეთებასაც ეხლა უკრაინაში აპირებდნენ!!!

 

22. ვინც არ გეთანხმება და ბედავს ხელისუფლების კრიტიკას, რუსეთის აგენტი ან სულ მცირე რუსეთუმეა.

 

23. ბატონი პრეზიდენტის მიერ მოწყობილი გადატრიალება - ,,ვარდების რევოლუცია'' სახალხო აჯანყებად ითვლება, ხოლო მართლა სახალხო უკმაყოფილება და სახალხო აჯანყება რუსეთის მიერ მოწყობილ სამხედრო-კრიმინალურ გადატრიალებად! ხალხმა თუ უკმაყოფილება გამოთქვა და ქუჩებში გამოვიდა მას აუცილებლად რუსეთი მართავს!

 

24. ვისაც ხელისუფლების პოლიტიკა არ მოსწონს, ის დაბოღმილი და გესლიანია, დიდი ალბათობით შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკია, მებაჟე ან გაიშნიკი, შეიძლება ქურდი ან კაი ბიჭიცაა, რომელსაც სისხლი გაუშრო ბატონმა პრეზიდენტმა და ლუკმა წაგლიჯა. ის ხალხი ვინც ებრძვის დაკომპლექსებული ხალხია, ბოღმით აღსავსე და თავისი არასრულფასოვნებით დაავადებული (ანუ საქართველოს უდიდესი ნაწილი)!

 

25. ნურასოდეს დაივიწყებ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა "წვერებიანი", "გრეჩიხა", "ჟოპო", "გუბაზა", "ბოსელია", "გალია", "რუსეთუმე", ,,პუწინისტი" და ა.შ., ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება გამოგადგეს.

 

26. რუსთავი 2, იმედის და 1 მაუწყებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ვრცელდება ჭეშმარიტების პრეზუმფცია.

 

27. კავკასია, მაესტრო, პრესა.გე და მსგავსი საინფორმაციო რესურსები რუსეთიდან ფინანსდება და მათი ნდობა სიბრიყვეა.

 

 

ამ არგუმენტის გამოყენებისას, რაც შეიძლება გულუბრყვილო და მიამიტი სახე მიიღე, მერე რა რომ ვერ გხედავენ.

 

იყავ მხნედ და არ შეგაშინოს წინააღმდეგობამ, შენ მაინც შეიტან შენს დიად წვლილს ჩასარეცხების ჩარეცხვაში, აგენტების გამოვლენაში და საქართველოს ნატოში შესვლაში!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ექსპერტი არი ძმაო ლადარია ნოდარი, ნოდია გია, ზედანია გიგა, ჯგერენაია ემზარი და ჟოაო.

 

ისევ მარგალიები? :nekro:

 

აკი განსაწმენდელი კათოლიკურიაო?

კათოლიკების აზრით ზოგიერთი ადამიანი გარდაცვალების შემდეგ გადის ამ პროცესს,

მართლმადიდებლობა ამას ურაყოფს,

ადამიანი ამავე ცხოვრებაში ღებულობს მისი განწმენდისთვის აუცილებელ პირობებს,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Reputation: -1

ნეიტრალური

ესეც შენ! :018:

 

ორივე ადმინი დავჭიპე :givi: http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ წარმოიდგინეთ, არა მარტო საქართველოში, ევროპაშიც მოსალოდნელია შიმშილი და ამიტომ ძლიერი თადარიგი დავიჭირეთ. ვმარაგდებით ნელ ნელა. ვინიცობაა და" რამე" მოხდეს, ვინაა მერე ჩვენი პატრონი? ამიტომ სანამ დროა მოვემზადოთ!!!! შიმშილი მოდის!!!!!!!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...