Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ტორესი უკვე მზადაა


Recommended Posts

http://www.cbc.ca/gfx/images/sports/photos/2010/04/19/torres-fernando100303getty.jpg

 

ესპანური გამოცემების თანახმად ფერნანდო ტორესი ჰონდურასთან მატჩს ძირითადში დაიწყებს. თავად ფეხბურთელი კი აცხადებს რომ უკვე სრულიად გამოჯანმრთელდა და მზადაა ესპანეთს პირველი გამარჯვება მოაპოვებინოს 2010 წლის მუნდიალზე…

 

პირველ მატჩში ტორესი მეორე ტაიმში შევიდა მოედანზე, თუმცა ვერც მან შეძლო გუნდის გადარჩენა, რომელიც სენსაციურად დამარცხდა შვეიცარიასთან…

 

“მე უკვე ორი კვირაა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. ტრამვა სრულიად მოვიშუშე და ვფიქრობ უკვე შეუძლია მწვრთნელს ჩემი ძირითადში ჩასმა. – განაცხადა ფერნანდო ტორესმა პრესკონფერენციაზე – “მომავალ მატჩი ჩვენთვის უმთავრესი გამარჯვებაა. თუ საწყის 11 ფეხბურთელში ვიქნები ძალიან გამიხარდება, მაგრამ თუ არა, აუცილებლად დაველოდები ჩემს შანს…”

 

“ჩვენ არ უნდა გადავუხვიოთ ჩვენს სათამაშო სტილს, უბრალოდ უნდა შევინარჩუნოთ საკუთარი თავის რწმენა და უნდა გვახსოვდეს ის, რამაც მუნდიალის ფავორიტებად გვაქცია…”

 

“ესპანეთის ნაკრებს უყვარს ბურთის ფლობა და იმ შეასძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება რაც თითოეულ ფეხბურთელს აქვს, ეს კი ნებისმიერ სისტემაში მომგებიანი გუნდისთვის. “

 

“ესპანელთან გული და სული ნახევარდაცვაა და ჩვენი ტაქტიკა და სტილიც სწორედ მათ კარგ თამაშზეა აწყობილი”

 

ტორესმა ასევე ისაუბრა ლივერპულის გულშემატკივრებზე სამხრეთ აფრიკაში

 

ნ. ი…

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...