planetanews Posted June 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2010 http://www.setanta.com/Global/Images/sport/football/2008-2009/premier_league/liverpool/arbeloa_alonso_gerrard480.jpg ლივერპულის ფანკლუბში ალბათ ყველამ იცის ყველაფერი მათ შესახებ ვინც ახლა წითლებიდან მუნდიალზე თამაშობს, მაგრამ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ის ფეხბურთელებიც, რომლებმაც უკვე დატოვეს ლივერპული, თუმცა “ჩვენს გულებში მაინც დარჩნენ” და ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობენ… ჰარი კიუელი – აუსტრალიელი შემტევი ვინგერი, რომელმაც ლივერპულში 5 წელი გაატარა და 93 მატჩი ჩაატარა. კიუელი დღესაც ლივერპულის არაერთ ფანს უყვარს. მან მერსესაიდული კარიერის დასაწყისშივე მოიპოვა ფანების კეთილგანწყობა, მას შემდეგ რაც არ მიიღო სარფიანი შემოთავაზებები ისეთი გრანდებისგან, როგორებიც მაშინ მილანი, მანჩესტერი, ჩელსი, არსენალი და ბარსელონა იყვნენ. ამ გუნდებს მან ლივერპული ამჯობინა და 2003 წელს ჩაირიცხა კიდეც კლუბში. მაისური მას 7 ნომერი ერგო, რაც ლივერპულში ლეგენდარული კენი დაგლიშის ნომერია… კიუელი 2005 წელს გახდა პირველი ავსტრალიელი ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მთლიანობაში კი ჰარის კარიერა არც ისე წარმატებით აეწყო ლივერპულში. იგი ითვლებოდა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად. ბენიტესისგანაც უდიდესი ნდობა ჰქონდა, მაგრამ უამრავმა ტრამვებმა მას არამარტო სათამაშო ფორმა, არამედ გუნდში ადგილიც დააკარგვინა და 2008 წელს იგი გალათასარაიში გადავიდა. http://fc09.deviantart.net/fs30/f/2008/142/d/4/Kewell_by_Zinedios.jpg ავსტრალიის ნაკრებში კი კიუელი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო 1996 წელს როცა მისი დებიუტი შედგა. იგი მხოლოდ 17 წლის იყო რაც ავსტრალიელთა ისტორიაში რეკორდია. მან ითამაშა 2006 წლის მუნდიალზეც და წლევანდელ ჩემპიონატზეც 10 ნომრიანი მაისურით მონაწილეობს. მართალია კიუელის კარიერას ლივერპულში ტრამვება დაასვა დაღი, მაგრამ მისი თამაშის სტილით, ემოციურობით და კლუბის სიყვარულის გამო ფანებს ის დღესაც ახსოვთ და უდიდეს პატივს სცემენ… ნიკოლა ანელკა – ფრანგი ფორვარდი, რომელმაც ლივერპულში რამოდენიმე თვე გაატარა, ჩაატარა 20 მატჩი და 4 გოლი გაიტანა. იგი ლივერპულში იჯარით იყო პსჟ-დან. წლის ბოლოს კი მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ საჭიროად არ ჩათვალა მისი ენფილდზე დატოვება. ანელკა მაშინ მართლაც არ იყო მაღალი დონის თავადმსხმელი, თუმცა ვინ იფიქრებდა რომ რამოდენიმე წლის შემდეც ჩელსის ერთ-ერთი ვარსკვლავი და ფრანგთან ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდებოდა. რამოდენიმე დღის წინ თავხედური საქციელის გამო ანელკა მოკვეთეს საფრანგეთის ნაკრებიდან და მას ნაადრევად მოუწია სამხრეთ აფრიკის დატოვება… http://fc07.deviantart.net/fs25/f/2008/035/6/9/Anelka_by_Reda_Style.png ალვარო არბელოა – ესპანელი მარჯვენა მცველი, რომელმაც 1 წლის წინ დატოვა კლუბი და მადრიდის რეალში გადაბარგდა. ლივერპულში არბელოამ ორ-სეზონ-ნახევაარი გაატარა და ჯამში 98 მატჩი ჩაატარა. იგი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლებოდა, თუმცა გლენ ჯონსონის შეძენის შემდეგ მას ენფილდზე აღარ დაედგომებოდა და მიიღო შემოთავაზება მისი აღმზრდელი კლუბისგან – მადრიდის რეალისგან. ფანებისთვის ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი მისი და კარაგერის ჩხუბი იყო მოედანზე. კარაგერი ცდილობდა დახმარებოდა პეპე რეინას, კარი მშრალად შეენახა და ლივერპულის მეკარეს ოქროს ხელთათმანი აეღო, არბელოა კი ბავშვურ შეცდომებს უშვებდა და არასერიოზულად ეკიდებოდა თამაშს. ამის გამო ძლივს გააშველეს ვიცე-კაპიტანი და ალვარო მოედანზე. ალბათ ეს ეპიზოდიც იყო ერთ-ერთი მიზეზი მისი გუნდიდან წასვლისა. თუმცა ის წლები რაც არბელოამ ენფილდზე გაატარა და ის პატივისცემა გულშემატკივრებისგან მას მაინც არ დაუკარგავს. ნაკრებში არბელოას დებიუტი 2008 წლის 1 თებერვალს იყო. შემდეგ კი მან ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა და ახლა მუნდიალზეც ნაკრების წევრია… http://fc01.deviantart.net/fs29/f/2008/059/5/1/You__ll_never_walk_alone_by_canarinhaeazul.png ჩაბი ალონსო – ენფილდის კიდევ ერთი სიმბოლო, რომელმაც არბელოას მსგავსაც გასულ წელს მადრიდის რეალისთვის დატოვა მერსესაიდი. ჩაბიმ ლივერპულში 5 წელი გაატარა, ითამაშა 138 მატჩი და ფანების ერთ-ერთ უსაყვარლეს ფეხბურთელად იქცა. მისი კარიერიდან ბევრი მომენტის გამორჩევა შეგვიძლია: მესამე გოლი სტამბულის საოცარ ფინალში და პენალით გათანაბრებული ანგარიში, შორეული დარტყმებით გატანილი ულამაზესი გოლები. მნიშვნელოვანი გოლები ჩელსის და არსენალის კარში და ა.შ. ჩაბი ალონსო ენფილდზე რომ ძალიან უყვარდათ ამას თავად ფეხბურთელიც კარგად ხვდებოდა. წასვლის წინ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა: ” გარეთ ისე ვერ გავიდოდი, თუნდაც ყავის დასალევად, რომ კაფეში ათობით ლივერულის ფანი არ მოსულიყო ჩემთან და არ ეთქვა რომ მოხარული დარჩებოდა თუ ლივერპულს არ დატოვებდი.” ბოლო მატჩებში, როცა უკვე ვრცელდებოდა ხმები მის შესაძლო ტრანსფერზე, ენფილდზე უამრავი ბანერი იფინებოდა, სადაც ჩავის დარჩებას სთხოვდნენ და მადლობას უხდიდნენ ყველაფრისთვის რაც მან კლუბისთვის გააკეთა. ალონსო დღესაც ძალიან უყვართ გულშემატკივრებს და მან ეს ნამდვილად დაიმსახურა… ესპანეთის ნაკრებში მას 69 მატჩი აქვს ჩატარებული. მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონატი და მუნდიალზეც გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და ნახევარდაცვის ბურჯია… http://fc00.deviantart.net/fs43/f/2009/114/a/7/Xabi_Alonso_sig_by_TheReds_1892.jpg პ.ს. ამ სტატიის მეორე ნაწილში ინგლისის ნაკრების 4 ფეხბურთელზე ვისაუბრებთ, რომლებმაც დატოვეს ლივერპული… View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts