FIORENTINO Posted August 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2008 სოსო ცინცაძე: "რუსების ბებიების მოკითხვით, საქართველომ მოლაპარაკებებისთვის ცუდი სასტარტო წინაპირობა შექმნა" "საქართველდან რუსული სამხედრო ქვედანაყოფების გასვლა პირველი ეტაპია, ქვეყანას მთავარი მეორე ეტაპი წინ აქვს - ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსების ბებიების მოკითხვას თავი უნდა დაანებონ და გაითვალისწინონ, რომ სულ მალე მოლაპარაკებების მაგიდას უნდა მოუსხდნენ ბებიებმოკითხულ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან" - განაცხადა აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ. პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული 6 პუნქტიანი გეგმასთან დაკავშირებით გაიმართება, შესაბამისად საქართველს დიდი დიპლომატიური ომის გადატანა მოუწევს. "საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მიერ წარმოდგენილი 6 პუნქტიანი გეგმა მხოლოდ საქართველოდან რუსული ჯარების ქვედანაყოფების გაყვანისათვის იყო შექმნილი. აღნიშნული გეგმის პუნქტები ორაზროვანია და ამის გამო საქართველოს დიდი დიპლომატიური ომი ელის. ასეთი გეგმები მაშინ იწერება, როდესაც მეტი გამოსავალი არ არის. სამწუხარა, რომ საქართველს ხელისუფლებაში ვერ ვხედავ პროფესიონალ მომლაპარაკებლებს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთს საჯაროდ ხან ბებიებს ხან დედებს უკითხავდნენ. ამ უგემოვნო ირონიით იზღუდება სამოლაპარაკებო რესურსი და იქმნება ძალიან ცუდი სასტარტო წინაპირობა", - აღნიშნავს სოსო ცინცაძე. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.